LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიამ “თეთრი ხმაურის მოძრაობას” მოსალოდნელ სისღლისღვრაზე პასუხისმგებლობა აჰკიდა – დავით სუბელიანი

169

“შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენებს უკვე ქონდათ შინაგანი რწმენა, რომ სიტუაცია მართლაც ძალიან დაძაბული იყო და გახარიამ მათ აჰკიდა პასუხისმგებლობა მოსალოდნელ სისხლისღვრაზე,”- ამის შესახებ თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი, დავით სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს. სუბელიანი კვირას, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას მისვლას ეხმიანება.

“ვკიოდი, ავეჯი დავლეწე. განცდა მქონდა, რომ იქ, სწორედ იქ, სადაც ჩვენ უნდა გაგვეწყვიტა წინააღმდეგობა, სახელმწიფომ, მინისტრმა მაგრა შეგვისრულა. ბექას და ჩვენების სახეებს რომ ვუყურებდი, ნათლად ვხედავდი, რომ ისინი ძალიან დაზაფრულები იყვნენ, მართლა ახლოს ედგათ სისხლისღვრის სურათი, რომელშიც საშვილიშვილოდ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა ყველაზე გულწრფელ, მართალ და გაბედულ თანამებრძოლებს.

ვხედავდი, თუ რა ჩათლახობა მოვგიწყო სახელმწიფომ. ვხედავდი, რომ ძალიან გაჭირდებოდა მომავალში ასეთი მუხტის აგორება. ვხედავდი, რომ ყოველ მომდევნო ადუღებაზე ზუსტად ასეთი სცენარით შეგვაჩერებდნენ.

და დავიშალეთ. არნახული მოზღვავება მქონდა ბრაზის, იმედგაცრუების, მოტყუების… მახსოვს, რომ კლავიატურას ვურტყუამდი მაგიდას და მონიტორს, სადაც ამ ყველაფერს თალს ვადევნებდი,”- წერს დავით სუბელიანი.

დავით სუბელიანი წერს, რომ მოძრაობის წევრებს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ 1 საათიანი პაუზა მაინც უნდა აეღოთ, რომ მოვლენები ობიექტურად შეეფასებინათ. მისი თქმით, მოძრაობას უნდა მიეღწია იმისთვის, რომ დაწყებულიყო რეფორმების ტალღა, სადაც ნარკოპოლიტიკა მხოლოდ ერთი მიმართულება იქნებოდა.

“კრიზისში შესული პოლიტიკური სიტუაცია ვერ გადავზარდეთ კიდე უფრო დიდ კრიზისში, სადაც ველოდით მათ მიერ დიდ აღიარებას იმისა რომ მოძალადე, პოლიციური სახელმწიფო გვყავს და ერთადერთ გადაწყვეტილებას – რომ უკანმოუხედავად, თანმიმდევრულად დაიწყებოდა რეფორმების ახალი ტალღა, სადაც ნარკოპოლიტიკა ერთ-ერთი ამბავი იქნებოდა მხოლოდ,”- წერს დავით სუბელიანი.

მისივე თქმით, ბექა წიქარიშვილი ფიქრობს, რომ სისხლიანი ღამის რისკი მართლაც დიდი იყო, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ  სახელმწიფო ამას არ დაუშვებდა.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=10156601319488338&set=a.131818368337.134455.786153337&type=3&theater

პოპულალურები