LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს – გიროგი გახარია მოზარდების მკვლელობის საქმეზე

34

„გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და, როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის სხდომებზე გამოვლენილი გარემოებების შესახებ განაცხადა.

გახარია თქმით, შეფასებებს ის კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან დაიწყო და გრძელდება. მე იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს, როდესაც კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ. ამ ეტაპზე, არანაირი შედეგი არ დაუდია კომისიას, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე და სულ რაღაც სამი დღეა, მუშაობს. ამ საქმის ფარგლებში, სიტუაციის, მოვლენების განვითარების არც ერთ შემთხვევას, არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. როგორც იცით, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და, როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულალურები