LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახორციელებს თუ არა სახელმწიფო მანდარინის ჩაბარების სუბსიდირებას?

112

”ბაზრის ანალიზის შემდეგ გადაწყდება ციტრუსის რეალიზაციაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საკითხი”, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა კოლეგისგან აჭარაში ციტრუსის სეზონის საორგანიზაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა.

როგორც აღინიშნა, აჭარის რეგიონის შესაბამისი სამსახურები მზად არიან ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად.

ჩაბარებული ციტრუსი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.

ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ რეჟიმში შეეძლება. ამასთან, გაიხსნება საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდება ცხელი ხაზი.

როგორც შეხვედრაზე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ აღნიშნა, საპროგნოზო მონაცემებით, ციტრუსის მოსავალი 50-60 ათას ტონას შეადგენს. აქედან, დაახლოებით 10 000 ტონა განკუთვნილია სამრეწველო გადამუშავებისთვის, ხოლო დანარჩენი – საექსპორტო დანიშნულებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციტრუსის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხს. ლაშა კომახიძის განცხადებით, ტრადიციული ბაზრების გარდა, ქართული ციტრუსის ექპორტით ლატვიადა უზბეკეთია დაინტერესებული.

როგორც აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა,  ოქტომბრის ბოლოს, აჭარაში დაგეგმილია ფორუმი, სადაც მოწვეული იქნებიან ციტრუსის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნების წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები