LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გასაჭირში ვართ, ყველას ეშინია” – მორიგი ე.წ. საზღვარი შიდა ქართლში

78

შიდა ქართლში, ჭვრინისი -კოდის მონაკვეთზე, რუსი სამხედროები ე.წ. საზღვარს ავლებენ.

სოფელ კოდასთან რკინის ღობე უკვე აგებულია და დადგმულია გამაფრთხილებელი ბანერიც. ჭვრინისთან კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ გავლებულია თხრილები.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, იმის გამო, რომ მათ მიწებზე საზღვრის გავლება მიმდინარეობს, ისინი საძოვრებზე საქონელს ვერ უშვებენ. ასევე, ვერ ახერხებენ ჭვრინისის ტყეში შესვლას, რადგან ეშინიათ, რომ მესაზღვრეები მათ დააკავებენ.

“გასაჭირში ვართ, ეშინია ყველას, ხალხს დაიჭერენ,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები