LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავაუქმებ ბანკში ჩემს ანგარიშს და 2 000 ლარიანი ჯარიმას არ გადავიხდი – ზურაბ ჯაფარიძე

82

არ ვაპირებ  2000-ლარიანი ჯარიმის გადახდას, ამასთან, ყველაფერს ვიზამ, რომ სისტემაში დამნაშავე პირები დაისაჯონ, – ამის შესახებ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა  „ფეისბუქის“ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ის გააუქმებს საკუთარ ანგარიშს ბანკში, რათა სახელმწიფომ „ვერც ერთი ლარი ვერ წაიღოს“ მისგან.

 

„სწორედ ამიტომ მე არ ვაპირებ 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდას. იმიტომ, რომ მე ამ თანხის გადახდა არ მეკუთვნის, შესაბამისად, სახელმწიფოს მოუწევს ჩემგან ძალით ამოიღოს ეს 2000 ლარი. მე უკვე ველაპარაკე ბანკში ჩემს ბანკირს. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს სესხი აღებული, ბინა გვაქვს ნაყიდი და ჩემი ანგარიშიდან იჭრება თანხა. სავარაუდოდ, მოვახერხებ, რომ ავტომატური ჩამოჭრა ჩემი მეუღლის ანგარიშიდან მოხდეს.მე გავასუფთავებ ყველა ჩემს ანგარიშს და ჩემი საბანკო ანგარიშიდან ვერც ერთ ლარს ვერ წაიღებს სახელმწიფო. ამის შემდეგ სახელმწიფოს დარჩება ერთადერთი გზა, რომ ჩემს საკუთრებაში არსებული ბინა, რომელიც ყიფშიძეზეა და ჩემი მოხუცი მშობლები ცხოვრობენ და მე გარანტიას ვაძლევ სახელმწიფოს, რომ ამ ბინას ისინი ვერ გაყიდიან და მშობლებს გარეთ ვერ გამოყრიან“

 

მისი თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და სასამართლოში შვიდმა პოლიციელმა მოიტყუა, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და თქვეს, თითქოს ის იგინებოდა.

„ამ სისტემის შიგნით არავინ არასოდეს დასჯილა. მუდმივად ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემა ადამიანებს ჩაგრავს. ხშირ შემთხვევაში ადამიანების სიცოცხლე ეწირება, თუმცა სისტემა რაღაცნაირად ახერხებს, რომ ეს ყველაფერი მიჩქმალოს, დროში გაწელოს და საბოლოო ჯამში მოგვატყუოს, რომ რაღაც მოხდება. ასე ხდება ბევრ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით და უნდა წარმოვიდგინოთ გაუხმაურებელ საქმეებთან დაკავშირებით რა ხდება.სასამართლოზე ჩანდა ერთი მარტივი რაღაც, ნებისმიერ შემთხვევაში სისტემას შეუძლია მოიყვანოს ორი პოლიციელი, რომელიც მოყვება ზღაპრებს და ამ ადამიანს სისტემა რასაც უნდა იმას უზამს. პოლიციელებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მოიტყყუეს. მე ამ საქმეს მივყვები ბოლომდე და მივაღწევ იმას, რომ სისტემის შიგნით ვიღაცები დაისაჯონ. მიზანი არ არის რომ რიგითი პოლიციელები დაისაჯონ. მე მაინტერესებს ვინ იძლევა ამ დავალებებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გირჩის“ ლიდერებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პარტიის ლიდერები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პარტიის ორ წევრს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები