LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავყიდეთ მანქანები, პარტიის მთავარი ოფისი აეროპორტის გზაზე – რომან გოცირიძე

75

„როცა 12 მილიონი ლარიდან 11 მილიონსქართული ოცნებამიიღებს შემოწირულობის სახით, რომელ სამართლიან არჩევნებზეა საუბარი,“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, განაცხადა.

გოცირიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სულ მცირე 100 მილიონი ლარი აქვს არალეგალურად დახაჯული.

ოპიზიციონერი დეპუტატის თქმით, ის მწირი თანხები, რაც აუდიტის სამსახურის მიერ არის ნაჩვენებინაციონალური მოძრაობისკამპანიის საწარმოებლად, პარტიის ერთგული შემომწირველების თანხებია, ხოლო დანარჩენი არის პარტიის ქონების გაყიდვის გზით მიღებული შემოსავალი“.

გავყიდეთ მანქანები, ბათუმის ძალიან კარგი ოფისი, რუსთავის ოფისი. იყიდება სხვა ოფისებიც, მათ შორის, პარტიის მთავარი ოფისი აეროპორტის გზაზე. ხელისუფლებას დატერორებული ჰყავს ბიზნესი და სჯის ოპოზიციის კანონიერად დაფინანსების შემთხვევაში. არჩევნები არასამართლიანია უკვე წინასაარჩევნო ეტაპზე. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსურ უთანასწორობას, არამედ ადმინისტრაციული და მედიარესურსების გამოყენებას, ქუჩის კრიმინალური ელემენტების ჩართვას ამომრჩევლების დასაშინებლად,“ – აღნიშნა გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები