LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზპრომთან“ შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება

76

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ შეთანხმება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. მისი თქმით, ქართულ მხარე ცდილობს საკუთარი პოზიცია შეინარჩუნოს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ჩვენი ქვეყნის და დარგის განითარებისთვის. ვფიქრობთ, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ“,-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებების შემდეგ რაუდს, მინისტრის თქმით, ჯერჯერობით ეს ცნობილი არ არის.

ამასთან, კახა კალაძე არ გამორიცხავს, „გაზპრომმა“ სომხეთისთვის გაზის მისაწოდებლად ინფრასტრუქტურის განვითარება ირანიდან დაიწყოს.

„დღეს გარკვეულ მოცულობებს ირანი აწვიდის სომხეთს და შემდეგ მას სომხეთი უბრუნებს ელექტროენერგიის სახით. რეალურად დღეს არის შესაძლებლობა ამ მილში დამატებით 800 მლნ კუბური მეტრი მოცულობის გაზი გატარდეს. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად ვერ დააკმაყოფილებს სომხეთის მოთხოვნას, რადგან სომხეთს საქართველოს გავლით 2 მლრდ კუბურ მეტრზე ცოტა მეტი ბუნებრივი გაზი მიეწოდება, თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში, გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შედეგად ამის შესაძლებლობა „გაზპრომს“ ექნება, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება მას, ვიდრე დღეს არსებული ტრანზიტი“, -განაცხადა კალაძემ.

”გაზპრომი” სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს ფულად ანაზღაურებას სთავაზობს. აქამდე კომპანია გატარებული გაზის 10%-ს ნედლეულის სახით იხდიდა.  ხელშეკრულება ორ მხარეს შორის ერთწლიანია და ყოველწლიურად გადახედვას ექვემდებარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები