LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

36

გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 13, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი. თუმცა, ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე ადამიანები არიან მოყოლილი.

იტალიაში საქართველოს დესპანმა დავით ბაზერაშვილმა განაცხადა, რომ ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსთვის არავის მოუმართავს. მისი თქმით, საქართველოს საელჩომ უკვე მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა. აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული.

ხიდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, დანილო ტონინელის განცხადებით, ხიდის ჩამონგრევა ექსპლუატაციის ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები