გინეკოლოგიური დარღვევები და სიმპტომები, რომლებიც ბავშვის განვითარების შეფერხებას იწვევს

პოპულარული

გინეკოლოგიური დარღვევები და სიმპტომები, რომლებიც ბავშვის განვითარების შეფერხებას იწვევს

26 ივლისს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ გოგონების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას მიეძღვნა. ჰიგიენური პროცედურების სწორად დაცვა, გინეკოლოგიური პრობლემები, რომლებიც განვითარების შეფერხებას იწვევს, დარღვეული მენსტრუალური ციკლი და რთული გარდატეხის ასაკი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ჟორდანიას კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა, მედიცინის დოქტორმა მაკა ჯორბენაძემ ისაუბრა.

რა სიმპტომების გამოვლენისას უნდა მიმართონ მშობლებმა ბავშვთა გინეკოლოგს?

უნდა გამოვყოთ ასაკობრივი ჯგუფები, გოგონები სქესობრივ მომწიფებამდე და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, ანუ რვა წლის ასაკამდე, ბავშვებს შეიძლება მრავალი პრობლემა ჰქონდეთ და დასჭირდეთ გინეკოლოგთან ვიზიტი. შეიძლება იყოს სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, ქავილი, წვა, ტკივილი და ა.შ. შეიძლება იყოს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, რაც გამოიხატება სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებაში, მეორადი სასქესო ნიშნების წარმოქმნასა და ა.შ. ამ დროს აუცილებელია მშობელმა ბავშვთან ერთად მიმართოს ბავშვთა გინეკოლოგს და მოხდეს შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. თუკი ბავშვს 3-4 წლის ასაკში დაეწყო მკერდის ზრდა, დროულად უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს. შეიძლება იყოს გენეტიკური ანომალიები, რაც ახალშობილობის შემდეგ ვლინდება, გინეკოლოგმა უნდა შეაფასოს, როგორია გარეთა სასქესო ორგანოები, ხომ არ არის რაიმე განვითარების მანკი და ა.შ. რაც შეეხება სქესობრივი მომწიფების პერიოდს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით რვა წლის ასაკიდან იწყება, სხვადასხვა ნიშნებით გამოიხატება. პირველი ნიშანი ეს არის მკერდის გაჯირჯვება, შემდეგ კი იღლიის ფოსოსა და ბოქვენზე თმიანობის გაჩენა. ამ პერიოდში შეიძლება სხვადასხვა გართულება მოხდეს. მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენიდან დაახლოებით ორ წელიწადში იწყება პირველი მენსტრუაცია. თუ დაიწყო მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა რვა წლის ასაკში, 10-11 წლის ასაკში შეიძლება იყოს პირველი მენსტრუაცია, რომელსაც ჩვენ სამედიცინო ენაზე მენარხეს ვეძახით. შეიძლება იყოს მეორადი სასქესო ნიშნები, მაგრამ არ იყოს მენსტრუალური ციკლი, რაც სხვადასხვა პათოლოგიებთან არის კავშირში. მენსტრუალური ციკლის დადგომის შემდეგ, მოზარდობის პერიოდში, უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორია მათი ციკლი. პირველი მენსტრუაციიდან 2-3 წლის განმავლობაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის დარღვევა. ხშირად, ბავშვები სისხლდენას მალავენ, ეს გრძელდება ერთი თვეც კი და სანამ ძალიან არ დასუსტდებიან, დედა ვერ ამჩნევს. დარღვევის კიდევ ერთი ვარიანტია გაიშვიათება და მენსტრუალური ციკლი შეიძლება იყოს 3-6-9 თვეში ერთხელ.

შესაძლოა თუ არა, გინეკოლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვიოს განვითარების ეტაპების შეფერხება და როგორ უნდა მოხდეს ამის შეფასება?

რა თქმა უნდა, ხდება როგორც ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, ისე შეიძლება შეფერხდეს ეს პროცესი და ამისი მიზეზიც სხვადასხვა პათოლოგიები, ან ჰორმონალური დისბალანსი იყოს. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ასაკობრივ ნორმებს. ჩვენ ვამბობთ, რომ მომწიფება იწყება რვა წლიდან, მაგრამ ეს არის წიგნის მიხედვით. შეიძლება ბავშვი იყოს რვა წლის, არ ჰქონდეს განვითარებული არანაირი მეორადი სქესობრივი ნიშნები და ეს იყოს ნორმა, მაგრამ ამადროულად, რვა წლის ბავშვი შეიძლება იყოს განვითარებული ფიზიკურად, წონით, ზომით, სიმაღლით და შესაბამისად მას შეიძლება ჰქონდეს მეორადი სასქესო ნიშნები. შესაძლოა 11 წლის ასაკში არ ჰქონდეს გოგონას მეორადი სქესობრივი ნიშნები განვითარებული და ესეც არ არის საგანგაშო, თუკი ამ ფაქტს ბავშვის ფიზიკურ განვითარებასთან მიმართებაში ვაფასებთ. შეიძლება ბავშვს 5-6 წლის ასაკში ჰქონდეს მკერდი, მაგრამ ეს იყოს ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე, ანუ ბავშვი წონაში მეტია და ამასაც სჭირდება გამოკვლევა, რომ რაიმე სახის პათოლოგია გამოირიცხოს. როდესაც არ არის მეორადი სასქესო ნიშნები და არის მენსტრუალური გამონადენი, ესეც უნდა იქნას დიფერენცირებული, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე გართულება. მოგეხსენებათ, ეს ასაკი ძალიან რთულია, ამ დროს ბავშვები შორდებიან მშობლებს, საზოგადოებაში ამას „გარდატეხის ასაკს“ ეძახიან და ამ დროს შეიძლება რაიმე სიმპტომი, რომელიც მას აწუხებს, არ უთხრას მშობელს. ამიტომ, დედა უნდა იყოს ძალიან ყურადღებით.

როდესაც საქმე ეხება მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რა ჰორმონალურ ცვლილებებთან გვაქვს საქმე?

ასაკი, რომელიც არის უნივერსალური პირველი მენსტრუაციისთვის არის 11-13 წელი. რაც შეეხება დარღვევებს – მშობელი უნდა დააკვირდეს, ხომ არ არის თმიანობა, საუბარია გოგონებში მამაკაცური ტიპის გათმიანებაზე იქ, სადაც თმა არ უნდა იყოს და ამას სჭირდება მკურნალობა. შეიძლება ასეთი ტიპის თმა იყოს, ტუჩის ზედა მხარეს, ბაკებზე, მუცლის თეთრ ხაზზე, მკერდის ძვალზე – ეს ძალიან ხშირი პათოლოგიაა საქართველოში. დიაგნოსტირება საქართველოში რთული გახდა, რადგან მოდაშია ეპილაცია და ყველა მოზარდს გაკეთებული აქვს. ეს ცუდი არ არის, ესთეტიურად კარგია, მაგრამ ვეკითხებით პაციენტს, ხომ არ აქვს თმიანობა, რომ დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე. ასევე, ხშირია სებორეა, ანუ გამონაყარი სახესა და ზურგზე და ამას კანის ცხიმიანობა იწვევს, ესეც სპეციალისტმა უნდა ნახოს და დაინიშნოს მკურნალობა. ყველაზე ხშირი სტატისტიკურად არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ამას თან სდევს თმიანობა, გამონაყარი და ამას უკვე პაციენტი გამოკითხვისას აღნიშნავს ხოლმე. მოზარდობის პერიოდში ხშირია მწვავე ინფექციები, რასაც წვა და ქავილი მოყვება და უნდა ინახოს სპეციალისტის მიერ, რათა მოხდეს დიაგნოსტირება. ხშირია მომართვიანობა მტკივნეული მესტრუაციის გამო, ეს შეიძლება იყოს გენეტიკური, ასაკობრივი, რაც უფრო ადრე იწყება, ამბობენ, რომ უფრო ხშირად არის ხოლმე მტკივნეული  და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებელია ექიმის ჩარევა.

რა მიიჩნევა მენსტრუალური ციკლის დარღვევად?

ძალიან საინტერესოა ისიც, რა მიიჩნევა მენსტრუაციის დარღვევად. კლასიკურად მიიჩნევა, რომ მენსტრუაცია არის 28 დღეში ერთხელ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა ქალბატონს ასე არ აქვს. მენსტრუაცია შეიძლება იყოს 21 დღეში ერთხელ და 35 დღეში ერთხელაც. ეს დიაპაზონია, რომელიც დარღვევად არ მიიჩნევა, თუკი 21 დღეზე ნაკლებია, დარღვევაა და 35 დღეზე მეტი გადაცდენაც დარღვევაა. რაც შეეხება დღეების რაოდენობას დაახლოებით შვიდ დღემდე ნორმალურია, შვიდი დღის შემდეგ მენსტრუალური გამონადენი პრობლემაა. რაოდენობრივად კი დღეში უნდა იყოს 80 მილილიტრი, ამაზე მეტი ჭარბად მიიჩნევა და საჭიროა ექიმის ჩარევა. პირველი მენსტრუაცია ხშირად არის ხოლმე გახანგრძლივებული და ეს განსაკუთრებით საყუარდღებოა, რადგან 1-2 თვე გრძელდება და ბავშვები მაშინ მიმართავენ კლინიკებს, როდესაც მწვავე ანემია აქვთ და სისხლის გადასხმა სჭირდებათ. შეიძლება მენარხე საერთოდ არ იყოს, გოგონას ჰქონდეს მეორადი სასქესო ნიშნები განვითარებული და ესეც სხვადასხვა პათოლოგიების მიზეზი იყოს. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საქალწულე აპკი დახურულია და სისხლი გარეთ არ გამოდის. შეიძლება ასე გაგრძელდეს 4-6 მენსტრუალური ციკლი, ამ დროს მცირე მენჯის არეში აქვთ ხოლმე ტკივილი  და სანამ ძალიან მძიმე მდგომარეობამდე არ მივლენ, ექიმთან არ მიდიან. ასეთ დროს მცირე ქირურგიული ჩარევა ხდება. 16 წლის ასაკში თუ არ არის მენსტრუალური ციკლი, ეს უკვე დაგვიანებულია.

ადრეული სექსუალური კავშირი და ადრეული ორსულობა-მშობიარობა, რა ითვლება ადრეულ ასაკად და რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ?

ძალიან საინტერესო თემაა, გართულებები ბევრია მოზარდობის პერიოდში ორსულობისა და მშობიარობისას. ნაადრევი არის 19 წლის ასაკამდე ორსულობა და მშობიარობა, რაც ბევრ გართულებას იძლევა. ორსულები, რომლებიც მალავენ ორსულობას და არ არიან ქორწინებაში, ეს კიდევ უფრო ართულებს დედისა და ნაყოფის მდგომარეობას. მოზარდის შემთხვევაში, რომელიც თავადაც ყალიბდება და ატარებს ნაყოფს, ხშირია ანემია, ინფექცია, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მკვდრადშობადობა, ნაყოფის დაბალი წონა და მშობიარობის გართულება, რადგან არ არის კარგად განვითარებული მენჯის ძვალი. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც სწორედ მოზარდობასთან არის დაკავშირებული. მშობიარობის შემდეგ შეიძლება იყოს სისხლდენით გართულება. ყველა გართულება, რაც ჩამოვთავლე, ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ზრდასრულის ასაკის ქალბატონებში. შეიძლება 15 წლის ასაკში გოგონა იყოს ზრდასრული, ბავშვი გააჩინოს სრულფასოვნად, თუმცა პრობლემები ამის შემდეგ მაინც იწყება. ისინი არ არიან მზად ბავშვის გაზრდისთვის, არ კვებავენ ძუძუთი, არ უვლიან შესაბამისად, რადგანაც თავადაც ბავშვები არიან და ეს მძიმე პრობლემაა.

ნაადრევი სქესობრივი კავშირები იწვევს ნაადრევ ორსულობასა და მშობიარობას. ადრეული მენარხე შეიძლება ერთ-ერთი რისკი იყოს ნაადრევი ორსულობა-მშობიარობისა. ბავშვი ინფორმირებული იყოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ, რომ ნაადრევი ორსულობით საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას. არ არის აუცილებელი 14-16 წლის ასაკში ორსულობა – ეს უნდა გაითავისოს საქართველოს მოსახლეობამ.

.

როგორი უნდა იყოს გოგონების ჰიგიენა, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?

ეს არის ანატომიური და ფიზიოლოგიოური ფაქტორები, ანატომიური გულისხმობს იმას, რომ არ არის ჩამოყალიბებული გარეთა სასქესო ორგანოები, არ არის ცხიმოვანი ქსოვილი განვითარებული დიდ სასირცხვო ბაგეში და ა.შ. ამ დროს ხელსაყრელი პირობებია იმისათვის, რომ განვითარდეს ინფექციები. ამ პერიოდში არის ხოლმე ესტროგენების დეფიციტიც და ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა. მშობლებს ხშირად გონიათ, რომ თუ ბავშვებს ხშირად დაბანენ და ბევრ საპონს გამოიყენებენ, ეს კარგია. ბავშვები, რომლებიც პამპერსს გამოიყენებენ, მათ უფრო ხშირად ბანენ, მაგრამ არ არის აუცილებელი საპნით მოხდეს ყოველი დაბანა, რადგან საპონი აშრობს გარეთა სასირცხვო ბაგეებს, რაც იწვევს ხოლმე მცირე სასირცხვო ბაგეების შეხორცებას. ეს საკმაოდ რთული და ხშირი პათოლოგიაა ბავშვებში, რადგან ამ დროს არ არის ესტროგენების საკმარისი რაოდენობა. თუ მთლიანად შეხორცდა მცირე სასირცხვო ბაგეები, ხდება შარდის შეკავება, რაც აღმავალ ინფექციას იწვევს. ხშირად მოდიან პაციენტები, რომ ქირურგის რეკომენდაციით პატარას სჭირდება ოპერაცია, თუმცა ჩვენ მედიკამენტოზურად და დედის მიერ, შესაბამისი ჰიგიენის დაცვით შეგვიძლია ბაგეების გახსნა და ნორმაში მოყვანა. შემდეგში არის სპეციალური დამატენიანებელი საშუალებები, რომელიც მოიხმარება ბავშვებში, რომ ასეთი ტიპის გართულება არ მოხდეს. დაბანა უნდა ხდებოდეს წინიდან უკან, რომ არ დაისვაროს სხვადასხვა ბაქტერიით გარეთა სასქესო ორგანოები. თუკი პატარს მკურნალობენ ანტიბიოტკიებით, შეიძლება თავი იჩინოს სოკოვანმა ინფექციამ, ამასაც მიხედვა სჭირდება. სასურველია პამპერსი ნაკლები დროის განმავლობაში ჰქონდეთ პატარებს. რადგან ჰაერთან კონტაქტი მნიშვნელოვანია. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება სველი ხელსახოცის გამოყენება, თუმცა, რა თქმა უნდა უმჯობესია დაბანა. მოზარდ გოგონებში ეს პრობლემა ნაკლებად არის, წინათ ამბობდნენ, რომ მენსტრუაციისას დაბანა არ შეიძლებოდა, პირიქით, ციკლის დროს უფრო ხშირად არის ჰიგიენის დაცვა საჭირო.

ჟორდანიას კლინიკის დიღმის ფილიალი ცოტა ხნის წინ განახლდა…

ჟორდანიას ინსტიტუტს დიდი ისტორია აქვს, ახლა მას ჟორდანიას კლინიკა ქვია. სხვადასხვა მიმართულებას ვთავაზობთ პაციენტებს, გვაქვს ინ ვინტრო განაყოფიერება, რეპროდუქციული განყოფილება, გენეტიკური, ჰორმონალური მიმართულება, საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპია, ბავშვთა განყოფილება და ა.შ.

რჩევები /

|

28 ივლისი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => maka-jorbenadze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 149767
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => maka-jorbenadze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 149767
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => maka-jorbenadze
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => maka-jorbenadze
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (149767) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (17728,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 196832
                    [post_author] => 13
                    [post_date] => 2017-12-14 14:24:43
                    [post_date_gmt] => 2017-12-14 10:24:43
                    [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ პლასტიკურ ქირურგიას დაეთმო. რა ტიპის პლასტიკური ოპერაციები კეთდება საქართველოში ყველაზე ხშირად, რა სიხშირით შეიძლება გაკეთდეს პლასტიკური ოპერაცია, რა უნდა ვიცოდეთ რინოპლასტიკის, სახის გაახალგაზრადავების, მკერდის გადიდების, მუცლის პლასტიკისა და ლიპოსაქციის შესახებ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე რადიოს ეთერში კლინიკა „კარაპს მედლაინის“ პლასტიკურმა ქირურგმა, კოტე მათითაშვილმა ისაუბრა.

ბატონო კოტე, დავიწყოთ მთავარი კითხვით,  ყველაზე ხშირად საქართველოში რა ტიპის პლასტიკური ოპერაციები კეთდება? 

რაც შეეხება რაოდენობას და მომართვიანობის სპეციფიკას, კავკასიაში ვცხოვრობთ და ნომერი პირველი ესაა რინოპლასტიკა. ამას მოჰყვება ძუძუს პლასტიკა, ლიპოსაქცია, სახის სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია, მუცლის პლასტიკა, სხეულის  ზონები, სხვადასხვას ტიპის და მასშტაბის ჩარევებით, მაგრამ ლიდერი ჩამონათვალში მაინც არის ცხვირის პლასტიკა ანუ რინოპლასტიკა.

რას გულისხმობს რეკონსტრუქციული ქირურგია?

რეკონსტრუქციული ქირურგია არის პლასტიკური ქირურგიის ყველაზე რთული ნაწილი. პირობითად პლასტიკური ქირურგია რომ დავყოთ, ესაა ესთეტიკური ქირურგია, რაც ემსახურება უშუალოდ სილამაზეს და რეკონსტრუქციული ქირურგია, რაც ემსახურება სხეულის შეძენილი თუ თანდაყოლილი დეფექტების, ნაკლოვანებების და ტრამვების აღდგენას. რეკონსტრუქციული ქირურგია მოიცავს დამწვრობის შემდგომი უხეში დეფორმაციების რეკონსტრუქციას, აღდგენას და სხეულის და სახის ფორმის დაბრუნებას. ასევე კიდურების უმძიმესი დეფექტების, ამპუტირებული კიდურების რეპლანტაციას. რაოდენობრივად ეს ოპერაციები მცირეა, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული და რთულია. ასეთი პაციენტების რაოდენეობა საომარ სიტუაციაში უფრო მეტია.

https://www.youtube.com/watch?v=9_N41Bfrqyg

რითია განპირობებული ასეთი მზარდი მოთხოვნა რინოპლასტიკაზე ანუ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციაზე? 

ეს განპირობებულია კავკასიური გენეტიკით. ჩვენს გენოტიპში დევს კეხიანი ცხვირი. შესაბამისად, ძალიან ბევრ გოგონას თუ მამაკაცს აქვს სურვილი ცხვირი გაილამაზოს და სწორედ ესაა ფაქტორი, რის გამოც ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება რინოპლასტიკები საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი რთული ოპერაცია პლასტიკურ ქირურგიაში. ამას სჭირდება საკმაოდ დიდი გამოცდილება, რათა კვალიფიციური ქირურგის დახმარებით მივიღოთ ის შედეგი, რაც უნდა პაციენტს და არა ის შედეგი რაც გამოვა. არსებობს მიდგომა, რომ ასე გამოვიდა, ასე ჯობია. მაგალითად ქირურგი პაციენტს ეუბნება, რომ მე ვთვლი, ასე უფრო მოგიხდება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნებისმიერი ოპერაცია პლასტიკურ ქირურგიაში უნდა ემსახურებოდეს პაციენტის თვითკმაყოფილების ამაღლებას. ესაა მისი ცხოვრება, მისი სხეული, მისი სახე, მისი ცხვირი, მისი ტუჩები. ამიტომ, პაციენტის სურვილი,  თუ ეს არ სცდება ლოგიკურს და ალოგიკურში არ გადადის, შესრულებულიც უნდა იყოს ადეკვატურად.



ქუთუთოების პლასტიკა, რა მეთოდით კეთდება ის და შეიძლება თუ არა მისი გაკეთება სხვა ქირურგიული პროცედურების პარალელურად?

შეიძლება ითქვას, რომ ქუთუთოების პლასტიკა ერთ-ერთი მარტივი პროცედურაა. ის ქუთუთოს დაშვებული, ჭარბი ნაწილის მოკვეთას, ცხიმოვანი თიაქრების მოცილებასა და თვალის გარშემო ზონის გაახალგაზრდავებას გულისხმობს. რაც შეეხება თვითონ კომბინაციებს, შესაძლოა ერთ პაციენტს, თუკი მისი ჯანმრთელობა არის სათანადოდ შეფასებული, გაუკეთო 3, 4, 5 ,7 სხვადასხვა ოპერაცია. ის დაიძინებს და გაკეთდება სხვადასხვა რეგიონებზე სხვადასხვა ჩარევები. ეს შესაძლოა იყოს ძუძუს გადიდება, რინოპლასტიკა, ტუჩების გადიდება, წარბების აწევა, ლიპოსაქცია სხვადასხვა ზონაში და ეს კეთდება ერთი ოპერაციის ფარგლებში. ადამიანი იღვიძებს, 2-3 დღე ისვენებს სტაციონარში და შემდეგ, დაახლოებთ 2 კვირაში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ასეთი პროცედურები უნდა გაკეთდეს კომპეტენტურ სპეციალისტთან, კომპეტენტურ სიტუაციებში, კლინიკის სათანადო მომზადების პირობებში და არა კოსმეტოლოგიურ სალონში.

[caption id="attachment_196835" align="alignnone" width="1200"] გადაცემის წამყვანი ნატა ხარაშვილი და პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი[/caption]

 

როგორია თქვენი რეაქცია, როცა ხედავთ, რომ ადამინს ბევრი წარუმატებელი პლასტიკური ოპერცია აქვს ჩატარებული და ის „პლასტიკური ქირურგიის“ მსხვერპლი ხდება?

სამწუხაროდ, ყველაფერში არსებობს გადაცდენები და დასანანაია, რომ არსებობენ ქირურგები, რომლებიც მიყვებიან პაციენტების სურვილებს უკიდეგანოდ. შესაძლოა აქ ფინანასური ინტერესია, შესაძლოა კვალიფიკაციის ნაკლებობაა. ეს არაა ჩემი შეფასების საგანი, თუმცა ცალსახად, ჩემი აზრით, ესაა დანაშაული ეთიკური თვალსაზრისით. გავა ერთი ან ორი წელი და ის პაციენტი მიხვდება, რომ შეცდა. ჩვენი პროფესია არის ექიმობა და ჩვენ არ უნდა ვავნოთ ადამიანს. როდესაც ამას არ აკეთებ და პაციენტს უსრულებ ყველა სურვილს, მერე გამოდის ის, რაზეც თქვენ საუბრობთ – ტუჩებგადაბერილი, გაუბედურებული სახე, რომლის შველაც საკმაოდ რთულია. როცა ვხედავ ასეთ შედეგს, გული ძალიან მწყდება.



რა ასაკიდან არის რეკომენდებული სახის გაახალგაზრდავება?

პირველ რიგში, არ შემიძლია არ დავასახელო ჩემი კოლეგა, ვისთან ერთადაც უკვე წლებია ვმუშაობ. ესაა ბატონი ალექსანდრე კალანტაროვი. ის ძალიან მაღალი კლასის ქირურგია და მადლიერი ვარ მასთან მუშაობის. ეს ჩემთვის სწავლაც არის, პრაქტიკაც და სასიამოვნო საქმის წარმოებაც. ჩვენ სახის გაახალგაზრდავების პროცედურაზე მუშაობა დაახლოებით 15 წლის წინ დავიწყეთ, როდესაც ამერიკელი ქირურგის მიერ პირველად შემოტანილი სახის ენდოსკოპიური ქირურგია ავითვისეთ. ეს გულისხმობს იმას, რომ მინიმალური ჩარევით ადამიანს მივცეთ 10-15 წლით გაახალგაზრდავების ეფექტი, ეს არის ფანტასტიკა, ეს არის თანამედროვე სახის ქირუგიის უახლესი მიღწევები, რაც უკვე მსოფლიოში კარგად დაინერგა. საინტერესოა, რომ ეს არ გულისხმობს არც დაჭიმვას, არც გადაჭიმვას, არც ხელოვური და სინთეტიური სახის მიღებას. ეს გულისხმობს ასაკობრივ ცვლილებებს. სწორედ ამაშია პალსტიკური ქირურგიის ხელოვნების საიდუმლო, რომ ადამიანს შესაძლოა, მოაკლო ასაკი. აი აქ გადის ზღვარი სინთეტიურობასა და ბუნებრივ პლასტიკური ქირურგიის შედეგებს შორის.



ძუძუს პლასტიკაზე მინდა გკითხოთ, მკერდის გადიდება, დაპატარავება და აწევა. არსებობს თუ არა უკუჩვენებები ამ ოპერაციის შემდგომ?

დღეს საქართველოში ამ ოპერაციების რაოდენობა ასევე მატების ტენდენციით მიდის. რაც შეეხება ძუძუს ქირურგიას, ჩვენ სარძვეე ჯირკვალს ვეხებით და ყველა პაციენტი არის წინასწარ შესწავლილი. თუ არის რაიმე რისკ ფაქტორი, რომელიც შესაძლოა იყოს ხელისშემშლელი,  ჩვენ ამ პროცედურას მამოლოგთან ერთად ყოველთვის წარმატებით ვასრულებთ. ვითვალისწინებთ ყველანაირ პათოლოგიურ კერას, მე არ მაქვს ცხადია საუბარი ონკოლოგიურ პათოლოგიებზე. არის ხოლმე კვანძები, ცისტოზური მასტოპათია, არის ხოლმე მდგომარეობა, როცა სარძევე ჯირკვალი სრულად მოსაცილებლია. ჩვენ ამ ოპერაციებს ვაკეთებთ ერთობლივად, მამოლოგებთან ერთად. რაც შეეხება მკერდის გადიდებას, ესაა ყველაზე მოთხოვნადი ცხვირის ოპერაციის შემდეგ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მარტივი პროცედურაა. ბევრს აქვს ამის შიში და ვიმეორებ, რომ ოპერაცია უნდა გაკეთდეს კვალიფიციურ დაწესებულებაში, ყველანაირი შესწავლის და კვლევის შედეგის კარგად შეფასების შემდგომ. თავად ოპერაცია არ არის რთული. ინპლანტი ძირითადად თავსდება კუნთის ქვეშ, სინთეტიურობა აუცილებელი არ არის. ჩვენ ვეკითხებით პაციენტს, თუ მას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი რეზულტატი, მას აქვს ეს შედეგი. თუ მას უნდა შედარებით „ვულგარული“ ძუძუ, მას ექნება ასეთიც. აქაც პრიორიტეტი პაციენტის სურვილია. მკერდის აწევა, გადიდება, დაპატარავება ყველა ოპერაცია დღეს გაკეთებადია. არც ერთი ეს ოპერცია კავშირში არ არის ძუძუს ონკოლოგიური პათოლოგიის განვითარებასთან. ეს არის მითი, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, როგორც მამოლოგები, ასევე პლასტიკური ქირურგები.



გაზრდილია თუ არა მომართვიანობა მუცლის პლასტიკაზე? 

მომართვიანობა ყველა ოპერაციაზა მომატებულია. მუცლის პლასტიკა ექიმისთვის არც თუ ისე რთულად შესასრულებელია. არსებობს მითი, რომ ეს რთული ოპერაციაა, მაგრამ ასე არ არის. პაციენტი მეორე დღიდანვე ფეხზეა. მუცლის პლასტიკისას მოშვებული, დაშვებული, კანცხიმოვანი შრე და სტრიებით დაზიანებული კანის ზედაპირი, ჭიპის ზონიდან დაწყებული, ბოქვენის ზონამდე ცილდება და მუცელი ხდება ბრტყელი, კუნთები მაგრდება და ამით ადამიანი ძალიან დიდ სტიმულს იღებს, დაიწყოს ვარჯიში, ადვილად დაიცვას კვებითი სწორი რეჟიმი, შეცვალოს სამოსი. დაკიდებული, მოშვებული მუცლის წინა კედლის სხვა პროცედურებით მოშორება შეუძლებელია. ორი ქირურგი უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ.

აუცილებელია თუ არა მუცლის პასტიკის შემდეგ წონის შენარჩუნება?

ეს იმხელა სტიმულია ადამიანის ცხოვრებაში, რომ ამის შემდეგ ადამიანები პრაქტიკულად არ იმატებენ წონაში. ავიღოთ თუნდაც ინტიმური ქირურგია, საშოს პლასტიკა. ქალბატონების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ ვერ ახერხებს პარტნიორთან თანაცხოვრებას. ასეთ დროს ქალს აქვს საშოს კედლების მოდუნება, კეთდება ძალიან მარტივი ოპერაცია. ნამშობიარებ ქალბატონებს ჰგონიათ, რომ საშოს კედლები თუ მოდუნებულია, ეს ასე უნდა იყოს. ქალი ამ შემთხვევაში თვით შეგრძნებებს იუმჯობესებს და ბევრი მოგვმართავს ამ პრობელმით. ათიდან 5-6 შემთხვევაში საშოს კედლებს სჭირდება კორექცია. ამ დიაგნოზს სვამს გინეკოლოგი, რა თქმა უნდა. ეს არ არის კაპრიზი, ეს არის პათოლოგია და ამას სჭირდება ქირურგიული მკურნალობა.

ვისაუბროთ ლიპოსაქციაზეც...

მსოფლიოში, სამუშაო საათებში 200 000-ზე მეტი ლიპოსაქციის პროცედურა კეთდება. ლიპოსაქცია მსოფლიოში რაოდენობრივად ნომერი პირველი პროცედურაა. ეს ჩემი საყვარელი პროცედურაა, რადგან მართავ სხეულს და 5-7 საათის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანი შეიძლება გამოიყვანო. პროცედურას არ ახლავს არანაირი გართულება სწორად შესრულების შემთხვევაში. საჭიროა მხოლოდ ერთი თვე კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, გარკვეული მარტივი რეჟიმის დაცვა და სრულიად სხვა ცხოვრებაში დაბრუნება. მე აგიტაციას არ ვუწევ რა თქმა უნდა ოპერაციებს, ყველაფერს სჯობს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვარჯიში აღარ შველის ამა თუ იმ პრობლემას. ლიპოსაქცია არ გამოიყენება წონაში კლებისთვის, ეს არის მხოლოდ სხეულის კორექცია.

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/12/13-dekemberi-kote-matitashvilimp3.mp3"][/audio]

 

 

 

 

 
                    [post_title] => საქართველოში ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციები - როგორ დავიცვათ თავი არასწორი პლასტიკისგან - კოტე მათითაშვილი
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => saqartveloshi-yvelaze-khshiri-plastikuri-operaciebi-rogor-davicvat-tavi-araswori-plastikisgan-kote-matitashvili
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2017-12-14 16:45:23
                    [post_modified_gmt] => 2017-12-14 12:45:23
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=196832
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 194442
                    [post_author] => 13
                    [post_date] => 2017-12-07 15:27:27
                    [post_date_gmt] => 2017-12-07 11:27:27
                    [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ მოზარდებსა და გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებს მიეძღვნა. როგორი ბავშვები არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, რა ნიშნებით ვლინდება დეპრესია მოზარდებში, როგორ ექცევიან ისინი სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ, რა როლს ასრულებენ მშობლები ბავშვების დემოტივაციაში და მოქმედებს თუ არა მშობლებს შორის კონფლიქტი გაუცხოების პროცესში – ამ თემებზე  გადაცემაში ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ისაუბრა.

როგორი ბავშვები არიან უფრო მეტად მიდრეკილნი დეპრესიისკენ ?

ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს იძლევა ის, თუ რას ნიშნავს სიტყვა დეპრესია. დეპრესია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დათრგუნულს.
ბავშვი, რომელიც თავისი აღზრდის პროცესში მეტ-ნაკლებად ითრგუნება, პოტენციურად, მომავალში მასში შესაძლოა ჩამოყალიბდეს დეპრესია.
უნდა ითქვას, რომ დეპრესია, როგორც ასეთი, არის დაავადებაც, არის სიმპტომიც და სააღმზრდელო სიტუაციის შედეგად ჩამოყალიბებული პიროვნული მახასიათებელი. ანუ, როდესაც დეპრესიულობა გვეძლევა, როგორც სააღმზრდელო პროცესის შედეგი. თითოეული მათგანი რომ განვიხილოთ, ძალიან შორს წავალთ, ამიტომ ძირითადი აქცენტები იმ გარემოებებზე უნდა გავამახვილოთ, რომელიც დეპრესიის პროვოცირებას უწყობს ხელს, რადგანაც თუნდაც გენეტიკა განაპირობებდეს დეპრესიულ განწყობას, თუ მას ხელისშემწყობი ფაქტორები არ ახლავს, შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გაატაროს ადამიანმა, რომ არც მას უქმნიდეს მკაფიოდ გამოხატულ პრობლემას და სხვისთვის კი საერთოდ შეუმჩნეველი იყოს მისი გუნება განწყობილების ცვლილება.
ფსიქოლოგიაში ყოველთვის ისმის კითხვა, რა არის მთავარი, აღზრდა თუ მემკვიდრეობითი მონაცემები. თუ ერთი ხაზი ამბობდა თავის დროზე, რომ მხოლოდ მემკვიდრეობითობა განაპირობებს, ხოლო მეორე ხაზი ამბობდა, რომ აღზრდა, საბოლოოდ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ერთიც მნიშვნელოვანია, მეორეც და ყველაზე მთავარია, როგორი პიროვნული მახასიათებლები აქვს ადამიანს.
საბოლოო ჯამში, ადამიანი იმთავითვე პასუხისმგებელია თავისი თავისა და ქცევის მიმართ - ანუ როგორი დამოკიდებულება ექნება ადამიანს საკუთარ თავთან და გარემოსთან. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, ჩანასახი რამდენად სასურველია დედისთვის, ეს არის ათვლის სათავე. მნიშვნელოვანია თავად დაბადების აქტი, ანუ როგორ მიმდინარეობს ის. არ მინდა საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვების მშობლები შევაშინო, რადგან საკეისრო კვეთასაც აქვს თავისი პლუსები და მინუსები. თუ ბავშვი თავადვე მონაწილეობს თავის დაბადების აქტში, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მისი პირველი გამოცდილებაა, რომლითაც ის ირაციონალურად ცხოვრებისეულ გამოწვევებს ამ გამოცდილებით ხვდება. https://www.youtube.com/watch?v=cX_m8peIaiY რა სიმპტომებით შეგვიძლია დეპრესიის ამოცნობა? პირველ რიგში ანჰედონია, ანუ სიხარულის განცდის უნარის დაკარგვა. ამ უნარის დაკარგვა ახალშობილობიდანაც კი იწყება. ჩაატარეს ექსპერიმენტი, როდესაც დედა ბავშვს უცვლიდა, მას მკაცრი, მოღუშული სახე უნდა ჰქონოდა. რამდენიმე ასეთი ფაქტის შემდეგ ბავშვმა თავი განზე გაწია და დედას აღარ შეხედა.
ბავშვის გარემო სულ ღიმილით სავსე უნდა იყოს, განსაკუთრებით დედის, ან იმ აღმზრდელის მხრიდან, ვინც მასთან ურთიერთობს.
თუ საქმე დედას ეხება, ბავშვს განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს, მისგან მიიღოს სითბო, ღიმილი. იმის მიხედვით, როგორია დედის, ან აღმზრდელის დამოკიდებულება, ბავშვს უყალიბდება სამყაროს მიმართ ნდობა, ან უნდობლობა. თუ ნაკლებია სითბო, ღიმილი, თუ ხმის ტემბრი არ არის ალერსის გამომხატველი, ყალიბდება უნდობლობა. თუ ჩვილის ასაკში ვერ მიიღო ბავშვმა სითბო და მზრუნველობა, შესაძლებელია შემდგომ ამის გამოსწორება? არასოდეს არ არის გვიან. თუმცა, იცოდეთ, ზიგმუნდ ფროიდის დიდი აღმოჩენებიდან ერთ-ერთი სწორედ ის არის, რომ ის, რაც განცდისეულად ადამიანის ფსიქიკაში შედის, მარადიულად მასთან რჩება. შესაძლებელია საკუთარ თავთან, ცხოვრებასთან ურთიერთობის ისეთი დასწავლა მოხდეს, ნეგატიური გადაამუშავოს და პოზიტიური შედეგები მივიღოთ. ადამიანი რომელიც განიცდის ბედნიერებას, ის ბედნიერ გარემოს ქმნის. რას მივაწეროთ, როცა მოზარდები სხვადასხვა დაჯგუფებისა თუ ადამიანის ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან. არის თუ არა ეს სუიციდისკენ მიდრეკილების მთავარი ნიშანი და რა სიმპტომებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება... მშობელსა და ბავშვს შორის კონტაქტი წყდება. კონტაქტის შემცირება უკვე საგანგაშოა. თუ ბავშვი არ ყვება თავისი ურთიერთობების, სკოლის, მეგობრების შესახებ, ამ დროს მშობელმა გამოკითხვა კი არ უნდა დაიწყოს, არამედ თავისი ამბების მოყოლა-გაზიარება უნდა დაიწყოს და შემდეგ კითხოს - და შენთან? მნიშვნელოვანია კომუნიკაციას მშობელი როგორ შეძლებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა მშობელს უყვარს შვილი, მაგრამ ყოველთვის არ არის სიყვარული საკმარისი იმისთვის, რომ სწორ გზას მიმართო. არსებობს მიუღებელი შვილის ცნება. მაგალითად, დედასა და დედამთილს შორის არის კონფლიქტური სიტუაცია, არ უყვარს დედამთილი და შვილი ჰგავს დედამთილს, ვერ აცნობიერებს, მაგრამ შვილი მისთვის მიუღებელი ხდება. ან შესაძლოა ქმართან აქვს კონფლიტი და შვილი ქმარს ჰგავს... ვსაუბრობ დედაზე, რადგან დედა გადამწყვეტია, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ბავშვთან მიმართებაში. თუ გენეტიკურია დეპრესიული განწყობა, შესაძლოა, ბავშვთან დედის მჭიდრო დამოკიდებულება მისი გაღვივების საფუძველი არ გახდეს. წარმოიდგინეთ, დედა-შვილს შორის ფსიქოლოგიური ბარიერია და შუაში მიუღებელი ქმარი, დედამთილი, მული დგას... კი ესაუბრებით შვილს, მაგრამ სინამდვილეში თქვენთვის მიუღებელ ადამიანს ელაპარაკებით. ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ და განიცდიან დედას. თუ ბავშვი დედას ეძებს მუდმივად, ეს არასაიმედო მიჯაჭვულობაა და მათ ეშინიათ დედამ არ მიატოვოს, ეშინიათ მარტო დარჩენის, ამიტომ ექაჩებიან კაბაზე... დეპრესიულობის პირდაპირი ნიშანი არის მიტოვებულობის, მარტოსულობის განცდა. რა როლს თამაშობს  მშობლებს შორის კონფლიქტი ბავშვის დეპრესიული განწყობის ჩამოყალიბებაში? ნაადრევი ქორწინებები ძალიან ხშირად ქმნიან კონფლიქტებს ოჯახში, ან მაშინ, როდესაც სოციალური პრობლემები წარმოიქმნება... როდის წარმოიქმნება მოზარდის თავში ხიფათი, არავინ იცის. თუ დედისთვის სიტუაცია ტრაგედიაა, ბავშვისთვისაც ტრაგედიაა, თუ მშობელი მხნედ არის, ბავშვიც ნაკლებად განიცდის. ფსიქოლოგიაში არსებობს მედეას კომპლექსი. ეს არის შემთხვევა, როდესაც მოხდება განქორწინება და დედა რჩება შვილებთან. როდესაც იასონი ღალატობს მედეას, მედეა მის დასასჯელად შვილებს კლავს. მართალია ამბობენ, რომ ეს არ მომხდარა და მხოლოდ ევრიპიდეს წარმოსახვაა, მაგრამ ასეთი რამ არსებობს. მედეას კომპლექსი არის შურისძიება მამის მიმართ, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი შვილები და ზრუნავს მათზე. შესაძლოა, დედა ფიზიკურად არ ხოცავს შვილებს, მაგრამ ამას ფსიქოლოგიურად აკეთებს. როდესაც ჩვენთან მოდიან მოზარდები ფსიქოლოგიური პრობლემებით, ჩვენ მუშაობა გვიწევს მშობელთან. არის ოჯახები, სადაც ბავშვს მამა საერთოდ არ ყოლია და მხოლოდ განაყოფიერების პროცესში იყო მამრი, მაგრამ ის დედამ არაჩვეულებრივად გაზარდა. ქალს შეუძლია ერთდროულად შეასრულოს სოციალური და ფსიქოლოგიური როლი იყოს მდედრიც და მამრიც და ქალების ტიპაჟიდან ეს ითვლება  ფსიქოლოგიურად ჯანმრთელ ქალად. მამაკაცს ეს არ შეუძლია. მარტო დარჩენილ ქალებს ნუ შეეშინდებათ, ქალს აქვს ყველანაირი პოტენციალი იმისათვის, რომ იყოს მდედრიც და მამრიც. [gallery columns="4" link="file" ids="194446,194447,194448,194449"] გადაცემის ლაივჩანაწერი https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1855678121123675/ [post_title] => ნანა ჩაჩუა: ბავშვი, რომელიც აღზრდის პროცესში ითრგუნება, მომავალში მას შესაძლოა, დეპრესია ჩამოუყალიბდეს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => nana-chachua-bavshvi-romelic-aghzrdis-processhi-itrguneba-momavalshi-mas-shesadzloa-depresia-chamouyalibdes [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-12-07 16:09:19 [post_modified_gmt] => 2017-12-07 12:09:19 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=194442 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 192377 [post_author] => 13 [post_date] => 2017-11-30 15:24:57 [post_date_gmt] => 2017-11-30 11:24:57 [post_content] => გადაცემას „სტუმრად ექიმთან" ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი ზაზა ხუციშვილი სტუმრობდა. რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ანგინამ, როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია და რა თანამედროვე მეთოდები გამოიყენება ოპერაციის დროს - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ცნობილმა ექიმმა ვრცლად ისაუბრა. https://www.youtube.com/watch?v=ZUb-_SxTO6I დავიწყოთ მთავარი კითხვით, რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს? პირველ რიგში, საუბრი უნდა დავიწყოთ ხახის ლიმფოიდური სისტემით. ის შემოიფარგლება ნუშურა ჯირკვლებით, სასისტონზილებით, რაზეც თქვენ აქცენტს აკეთებთ. ასევე ენის ძირის ტონზილიტით და ცხვირ–ხახის ადენოდით. ესაა პირველადი ბარიერი, როცა გარემოდან ვიღებთ ჩვენთვის უცხოს, ჰაერს, საკვებს , სასმელს და მასში შემავალ ბაქტერიებსა და ვირუსებს. პირველ დარტყმას თავის თავზე ყოველთვის იღებს ლიმფური სისტემა და პირველი კარიბჭეც არის ხახის ლიმფური სისტემა. ამ სამი ჩამოთვლილი კომპონენტიდან ყველაზე ხშირი პრობლემით ჩვენთან მოდიან ანგინებით.
ანგინა არის ასისტონზილის ანთებითი დაავადება, რომელიც ხშირია  ბავშვებში, მოზარდებში და იშვიათად, მოზრდილებში. ცალსახად იმის თქმა, რომ ესაა ბავშვების ან ასაკში მყოფი ადამიანების დაავადება, არ შეიძლება. ანგინა არის მწვავე დაავადება ანუ მწვავე ტონზილიტი. მართალია ყოფით ცხოვრებაში ამას უფრო მეტად ანგინასა და ტონზილიტს უწოდებენ, სინამვილეში კი ტონზილები არის გლანდები, რომლის პრობლემითაც ხშირად გვაკითხავენ. ძირთადად ეს პრობლემა არის ორგვარი, მწვავე და ქრონიკული.
ჯერ ყურადღება გავამახვილოთ მწვავე ტონზილიტზე. ის მიმდინარეობს ყელის ტკივილით, ტემპერატურით, ყლაპვის გაძნელებით, თავის ტკივილით, დისკომფორტით. ძირითადად გვხვდება ბაქტერიული ან ვირუსული გენეზის. ხშირ შემთხვევაში არის ბაქტერიული ფონი, თუმცა შესაძლოა იყოს ვირუსულიც, ან ორივეს ერთად თანხვედრა. როგორ განვასხვავოთ მწვავე და ქრონიკული ფორმები. მწვავე იწყება ძლიერ შეტევით, ტკივილებით, ყლაპვის გაძნელებით და მკურნალობის შემდეგ, ვირუსული ფონის დროს, საკმარისია ანალგეტიკები და სითხეები. თუ აქ ერთვის ინფექცია, მაშინ დგება ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობა. ამ დროს პრობლემა მარტივად ლაგდება და შესაძლოა, მან წლების მანძილზე არც შეგვაწუხოს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა თვითონ ასისტონზილები და პირხახის ლიმფური სიტემა ხდება ინტოქსიკაციური ორგანიზმისთვის. ანუ მან დაკარგა თავისი დამცველობითი ფუნქცია, პირიქით აქეთ უშვებს ალერგენებს, აქვეითებს იმუნიტეტს და იწყებს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. რა სიმპტომებით ვლინდება თქვენს მიერ ნახსენები  ინტოქსიკაციის პროცესი? პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ასე გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქრონიკული ტონზილიტი უნდა ამოიკვეთოს, იმის გამო, რომ წელიწადში სამჯერ ან ხუთჯერ არის  ანგინა, თანმხლები მაღალი სიცხეებით, ჩირქოვანი ნადებებით და ა.შ, დღეს მცდარია. ადამიანის იმუნიტეტი 21-ე საუკუნეში არის საგრძნობლად შეცვლილი. ამიტომ სტანდარტული სქემა არ მუშაობს. შესაძლოა, წელიწადში ხუთჯერ საერთოდ არ იყოს ანგინა, სამაგიეროდ ის იწვევდეს ორგანიზმისთვის ისეთ შეუქცევად პროცესებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, რევმატიული თუ შარდსასქესო სისტემის დაავადებები.
ხშირ შემთხვევაში მწვავე ტონზილიტის გამომწვევი მიზეზი არის ძლიერი ინფექციური დაავადებები. როგორიცაა წითელა, ჩუტყვავილა, ყივანახველა. ძალიან ხშირად ინფექციური მონონუკლეოზი ანგრევს ლიმფურ სისტემას.
პრაქტიკაში გვხვდება პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს ინფექციური დაავადება და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არაფერი აწუხებდათ, ამის მერე მათ ჯანმრთელობას პრობლემა შეექმნა. პაციენტს აღენიშნება ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე , სახსრების ტკივილი და პირველი ინდიკატორი არის სპეციფიკური სუნი. ამის სიტყვებით აღწერა რთულია, მაგრამ, ფრაქტიკაში ეს ხშირია. რაც შეეხება უშუალოდ შეფასებას, ამ შეფასებას იძლევა ოტორინოლარინგოლოგი. რა არის ტონზილექტომისი ანუ გლანდების ოპერაციის პირდაპირი ჩვენება? ძირითადი მიზეზი, რაც ბავშვებში გვხვდება, ესაა მართლაც ხშირი ანგინები. არა წელიწადში ორჯერ ან სამჯერ, არამედ შესაძლოა ბავშვს ანგინა ჰქონდეს სამ თვეში ხუთჯერ. ჰქონდეს ჩატარებული სხვადასხვა ანტიბიოტიკოთერაპიული კურსები და შედეგი იყოს ნული. ანუ ბავშვმა მიიღოს სხვადასხვა ჯგუფის ანტიბიოტიკები, იმკურნალოს პედიატრთან, ოტორინოლარინგოლოგთან, მიიღოს სხვადასხვა მედიკამენტები და კვლავ გაჩნდეს იგივე პრობლემა. აქ უნდა განისაზღვროს ქირურგის მიერ, ხომ არა არის მწვავე ინფექციური დაავადება. იმიტომ რომ ხშირად ინფექციური მონონუკლეოზიც სწორედ ამ კლინიკით მიმდინარეობს. გვგონია, რომ ვებრძვით კონკრეტული ორგანოს ანთებას და  სინამდვილეში კი არის ინფექციური დაავადება. ეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით დგინდება. თუ ეს ფონი გამორიცხულია, კლინიკა იძულებულს გვხდის წავიდეთ ოპერაციულ მკურნალობაზე. სხვა გამოსავალი ფაქტიურად არ რჩება. ეს არაა მხოლოდ გლანდების პრობლემა, ხშირ შემთხვევაში აქ ერთვება ადენოიდიც, იმიტომ რომ ის თითქმის ერთი ფუნქციის მატარებელია. ორივეს ბაქტერიებთან და ვირუსებთან უწევთ ბრძოლა და ხდება ადენოიდის ჰიპერტროპია, იქაც იწყება ანთებითი ცვლილებები, ცხვირხახაში ჩანადენი, რომელიც აღიზიანებს ასისტონზილებს და ქვედა სასუნთქ გზებს. ხშირ შემთხვევაში ის ხველის გამომწვევი მიზეზიც ხდება სინუსიტებთან ერთად. ანუ ბავშვების შემთხვევაში ძირითადი მიზეზი არის ხშირი ანგინა. ასევე უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში და დაღლილობა. როცა უსიამოვნო სუნზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობა, ბავშვებში ხშირია კარიესი და ასევე, კუჭ-ნაწლავის პარაზიტები. თუ ზემოთჩამოთვლილი პრობლემები გამორიცხულია, გვრჩება გლანდების პრობლემა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ისეთი სიმპტომი, როგორიცაა სისუსტე. მშობელი ამჩნევს, რომ სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ბავშვი მივარდნილი და ადინამიურია. ეს უკვე ორგანიზმის ინტოქსიკაციის ნიშანია. ამ დროს შესაძლოა სულაც არ იყოს წელიწადში ოთხი ან ხუთი  ანგინა, მაგრამ მოდიოდეს თხევადი ჩირქი. ასეთი ჩივილებით ექიმთან მოსულ პაციენტს უტარდება ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები. პირის ღრუს დათვალიერებით ვახდენთ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე. გლანდები არსებობს ჰიპერთროფირებული, ანუ გადიდებული. არის ნორმატროფირებული ანუ საშუალო ზომის და ატროფიული ფორმის ანუ განლეული.
ჰიპერთროფირებული გლანდების დროს ვახდენთ შპატელით ანუ პირის დეპრესორით სასინტონზილებზე ზეწოლას. ხშირ შემთხვევაში, როცა იქ მიდის ჩირქოვანი პროცესები, გამოიყოფა არა მარტო კაზეოზური სუნიანი კრისტალური მასები, არამედ, თხევადი ჩირქი. სწორედ ეს თხევადი ჩირქი განაპირობებს ტოქსინების სისხლში და პლაზმაში გადასვლას, რაც იწვევს ზოგად სისუსტეს. რატომ გვხვდება ეს პრობლემა მეტად ბავშთა ასაკში? დავიწყოთ იმით, რომ ბავშთა ასაკში ყალიბდება იმუნიტეტი. შესაბამისად ბავშვს უწევს საბავშვო ბაღში, სანათესაო წრეში, ოჯახის პირობებში სხვადასხვა ინფექციასთან გამკლავება. ეს იქნება ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი თუ ნებისმიერი ფლორა, რაც ორგანიზმისთვის ახალია. შესაბამისად, ყველაზე დიდი პრობლემა ჩნდება ბავშვთა ასაკში, როცა ხდება იმუნური, ალერგიული სისტემის ჩამოყალიბება. ხშირად ვხვდებით პაციენტებს, რომლებსაც ეს პრობლემა შეხვდათ ბავშვობაში და ამან თავი იჩინა მოზრდობის ასაკში. ანუ ეს ნიშნავს, რომ პრობლემა იყო და ის თავის დროზე არ მოგვარდა. ხშირად კარგ შედეგებს იძლევა ფიტოთერაპია, ფიზიოთერაპია, ლაზეროთერაფია, თუნდაც ანტიბიოტიკო თერაფია, რაც მწვავე პროცესს აქრობს. რეალურად პროცესი რჩება ორგანიზმში, რომელიც თანდათან ორგანიზმის მოწამვლას იწყებს. ტონზილები არაა პრობლემა, რომელიც უეცრად ვლინდება. თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდა, შემდეგ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს? მწვავედ და ელვისებურად გართულებები არ ვითარდება, ეს ხდება თანდათან. ასევე , როცა სახეზეა გულის სხვადასხვა მიკროდეფექტები, მანკები, ქორდები, ნაკლოვანებები, სასურველია მოხდეს გლანდების დროული მოცილება, რადგან  ტონზილებში ყოველთვის არსებობს ინფექციის რისკი, რაც შედმგომში არის მაპროვოცირებელი გულის სხვადასხვა დაავადებების. ასევე ეს ეხება თირკმელებს, გლომერლონეფრიტი, თუ ის ანამნეზშია, ასევე აუცილებელია ტონზილების მოცილება. ნაღვლის ბუშტის ანთება და რევმატიული ცვლილებები. ხშირია მოსაზრება, რომ რომ 3 ან 5 წლამდე ასაკში გლანდების ოპერაციის გაკეთება რეკომენდებული არაა. რა ასაკიდან არის ნებადართული ტონზილექტომია? თუ ოპერაცია გასაკეთებლაი, ცნება ასაკი უნდა დავივიწყოთ. გადაუდებელი ოპერაცია ჩვილ ბავშვებშიც კეთდება, როცა არის სუნთქვის შეუძლებლობა. სახეზეა ძალიან ჰიპერთროპირებული გლანდები, ამას თან ერთვის ცხვირ-ხახის ადენოიდი, რომელიც ბავშვს კვების საშუალებას არ აძლევს. ამ ბავშვებს ოპერაცია სწორედ იმ  ასაკში სჭირდებათ, რა ასაკშიც ეს პრობლემა დგება. ესაა 6 თვის, წლინახვერისა თუ 2 წლის ასაკი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აქ უკვე ოპერაციის არგაკეთებით შესაძლოა, უარესი შედეგი მივიღოთ. ტონზილექტომია ესაა  გეგმიურ ოპერაცია და მას უნდა სპეციალური მომზადება. როცა ბავშვი უკვე ისეთ ასაკშია, რომ მას შეუძლია ჩივილების გადმოცემა, საუბარი და კომუნიკაცია, ამ დროს შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში, ოპერაცია ჩატარდება. შესაძლოა ბავშვს არ გაუკეთდეს ოპერაცია მოზრდილ ასაკშიც, რადგან მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ან ჰიპერაქტიულობა ამის საშუალებას არ გვაძლევდეს. ამ დროს ერთვება კონსერვატიული თერაპია. რა თანამედროვე მეთოდები გამოიყენება ტონზილექტომიის ოპერაციის ჩასატარებლად? მე თუ მკითხვათ, მეთოდი არის ორი. ესაა ნარკოზით ან ნარკოზის გარეშე. დანარჩენი უკვე ფუფუნების საგანია. იქნება ეს ლაზერი, რადიოტალღა , კობლაცია თუ სხვა, ეს წინასწარ არ ვიცით. ოპერაციის ამოცანა არის ინფიცირებული კერის მოცილება, ამას როგორ აკეთებს ქირურგი, ეს მისი საკითხია. მთავარია შემდგომ, როცა პაციენტი ეწერება კლინიკიდან, ის 21 დღე როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ეს ნაკლებადაა დამოკიდებული შესრულების ტექნიკაზე, ეს დამოკიდებულია ოპერაციის გაკეთების ხარისხსა და ორგანიზმის ზოგადი შეხორცების ხარისხზე, ეს კი ძალიან ინდივიდუალურია. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/11/29-noemberi-ZAZA-KHUTSISHVILI.mp3"][/audio]   [post_title] => ზაზა ხუციშვილი: როდის არის აუცილებელი გლანდების ოპერაციის გაკეთება [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => zaza-khucishvili-rodis-aris-aucilebeli-glandebis-operaciis-gaketeba [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-12-02 01:18:31 [post_modified_gmt] => 2017-12-01 21:18:31 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=192377 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 196832 [post_author] => 13 [post_date] => 2017-12-14 14:24:43 [post_date_gmt] => 2017-12-14 10:24:43 [post_content] => გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ პლასტიკურ ქირურგიას დაეთმო. რა ტიპის პლასტიკური ოპერაციები კეთდება საქართველოში ყველაზე ხშირად, რა სიხშირით შეიძლება გაკეთდეს პლასტიკური ოპერაცია, რა უნდა ვიცოდეთ რინოპლასტიკის, სახის გაახალგაზრადავების, მკერდის გადიდების, მუცლის პლასტიკისა და ლიპოსაქციის შესახებ - ამ და სხვა საინტერესო თემებზე რადიოს ეთერში კლინიკა „კარაპს მედლაინის“ პლასტიკურმა ქირურგმა, კოტე მათითაშვილმა ისაუბრა. ბატონო კოტე, დავიწყოთ მთავარი კითხვით,  ყველაზე ხშირად საქართველოში რა ტიპის პლასტიკური ოპერაციები კეთდება? რაც შეეხება რაოდენობას და მომართვიანობის სპეციფიკას, კავკასიაში ვცხოვრობთ და ნომერი პირველი ესაა რინოპლასტიკა. ამას მოჰყვება ძუძუს პლასტიკა, ლიპოსაქცია, სახის სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია, მუცლის პლასტიკა, სხეულის  ზონები, სხვადასხვას ტიპის და მასშტაბის ჩარევებით, მაგრამ ლიდერი ჩამონათვალში მაინც არის ცხვირის პლასტიკა ანუ რინოპლასტიკა. რას გულისხმობს რეკონსტრუქციული ქირურგია? რეკონსტრუქციული ქირურგია არის პლასტიკური ქირურგიის ყველაზე რთული ნაწილი. პირობითად პლასტიკური ქირურგია რომ დავყოთ, ესაა ესთეტიკური ქირურგია, რაც ემსახურება უშუალოდ სილამაზეს და რეკონსტრუქციული ქირურგია, რაც ემსახურება სხეულის შეძენილი თუ თანდაყოლილი დეფექტების, ნაკლოვანებების და ტრამვების აღდგენას. რეკონსტრუქციული ქირურგია მოიცავს დამწვრობის შემდგომი უხეში დეფორმაციების რეკონსტრუქციას, აღდგენას და სხეულის და სახის ფორმის დაბრუნებას. ასევე კიდურების უმძიმესი დეფექტების, ამპუტირებული კიდურების რეპლანტაციას. რაოდენობრივად ეს ოპერაციები მცირეა, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული და რთულია. ასეთი პაციენტების რაოდენეობა საომარ სიტუაციაში უფრო მეტია. https://www.youtube.com/watch?v=9_N41Bfrqyg რითია განპირობებული ასეთი მზარდი მოთხოვნა რინოპლასტიკაზე ანუ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციაზე? ეს განპირობებულია კავკასიური გენეტიკით. ჩვენს გენოტიპში დევს კეხიანი ცხვირი. შესაბამისად, ძალიან ბევრ გოგონას თუ მამაკაცს აქვს სურვილი ცხვირი გაილამაზოს და სწორედ ესაა ფაქტორი, რის გამოც ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება რინოპლასტიკები საქართველოში. ეს არის ერთ-ერთი რთული ოპერაცია პლასტიკურ ქირურგიაში. ამას სჭირდება საკმაოდ დიდი გამოცდილება, რათა კვალიფიციური ქირურგის დახმარებით მივიღოთ ის შედეგი, რაც უნდა პაციენტს და არა ის შედეგი რაც გამოვა. არსებობს მიდგომა, რომ ასე გამოვიდა, ასე ჯობია. მაგალითად ქირურგი პაციენტს ეუბნება, რომ მე ვთვლი, ასე უფრო მოგიხდება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნებისმიერი ოპერაცია პლასტიკურ ქირურგიაში უნდა ემსახურებოდეს პაციენტის თვითკმაყოფილების ამაღლებას. ესაა მისი ცხოვრება, მისი სხეული, მისი სახე, მისი ცხვირი, მისი ტუჩები. ამიტომ, პაციენტის სურვილი,  თუ ეს არ სცდება ლოგიკურს და ალოგიკურში არ გადადის, შესრულებულიც უნდა იყოს ადეკვატურად. ქუთუთოების პლასტიკა, რა მეთოდით კეთდება ის და შეიძლება თუ არა მისი გაკეთება სხვა ქირურგიული პროცედურების პარალელურად? შეიძლება ითქვას, რომ ქუთუთოების პლასტიკა ერთ-ერთი მარტივი პროცედურაა. ის ქუთუთოს დაშვებული, ჭარბი ნაწილის მოკვეთას, ცხიმოვანი თიაქრების მოცილებასა და თვალის გარშემო ზონის გაახალგაზრდავებას გულისხმობს. რაც შეეხება თვითონ კომბინაციებს, შესაძლოა ერთ პაციენტს, თუკი მისი ჯანმრთელობა არის სათანადოდ შეფასებული, გაუკეთო 3, 4, 5 ,7 სხვადასხვა ოპერაცია. ის დაიძინებს და გაკეთდება სხვადასხვა რეგიონებზე სხვადასხვა ჩარევები. ეს შესაძლოა იყოს ძუძუს გადიდება, რინოპლასტიკა, ტუჩების გადიდება, წარბების აწევა, ლიპოსაქცია სხვადასხვა ზონაში და ეს კეთდება ერთი ოპერაციის ფარგლებში. ადამიანი იღვიძებს, 2-3 დღე ისვენებს სტაციონარში და შემდეგ, დაახლოებთ 2 კვირაში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. ასეთი პროცედურები უნდა გაკეთდეს კომპეტენტურ სპეციალისტთან, კომპეტენტურ სიტუაციებში, კლინიკის სათანადო მომზადების პირობებში და არა კოსმეტოლოგიურ სალონში. [caption id="attachment_196835" align="alignnone" width="1200"] გადაცემის წამყვანი ნატა ხარაშვილი და პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი[/caption]   როგორია თქვენი რეაქცია, როცა ხედავთ, რომ ადამინს ბევრი წარუმატებელი პლასტიკური ოპერცია აქვს ჩატარებული და ის „პლასტიკური ქირურგიის“ მსხვერპლი ხდება? სამწუხაროდ, ყველაფერში არსებობს გადაცდენები და დასანანაია, რომ არსებობენ ქირურგები, რომლებიც მიყვებიან პაციენტების სურვილებს უკიდეგანოდ. შესაძლოა აქ ფინანასური ინტერესია, შესაძლოა კვალიფიკაციის ნაკლებობაა. ეს არაა ჩემი შეფასების საგანი, თუმცა ცალსახად, ჩემი აზრით, ესაა დანაშაული ეთიკური თვალსაზრისით. გავა ერთი ან ორი წელი და ის პაციენტი მიხვდება, რომ შეცდა. ჩვენი პროფესია არის ექიმობა და ჩვენ არ უნდა ვავნოთ ადამიანს. როდესაც ამას არ აკეთებ და პაციენტს უსრულებ ყველა სურვილს, მერე გამოდის ის, რაზეც თქვენ საუბრობთ – ტუჩებგადაბერილი, გაუბედურებული სახე, რომლის შველაც საკმაოდ რთულია. როცა ვხედავ ასეთ შედეგს, გული ძალიან მწყდება. რა ასაკიდან არის რეკომენდებული სახის გაახალგაზრდავება? პირველ რიგში, არ შემიძლია არ დავასახელო ჩემი კოლეგა, ვისთან ერთადაც უკვე წლებია ვმუშაობ. ესაა ბატონი ალექსანდრე კალანტაროვი. ის ძალიან მაღალი კლასის ქირურგია და მადლიერი ვარ მასთან მუშაობის. ეს ჩემთვის სწავლაც არის, პრაქტიკაც და სასიამოვნო საქმის წარმოებაც. ჩვენ სახის გაახალგაზრდავების პროცედურაზე მუშაობა დაახლოებით 15 წლის წინ დავიწყეთ, როდესაც ამერიკელი ქირურგის მიერ პირველად შემოტანილი სახის ენდოსკოპიური ქირურგია ავითვისეთ. ეს გულისხმობს იმას, რომ მინიმალური ჩარევით ადამიანს მივცეთ 10-15 წლით გაახალგაზრდავების ეფექტი, ეს არის ფანტასტიკა, ეს არის თანამედროვე სახის ქირუგიის უახლესი მიღწევები, რაც უკვე მსოფლიოში კარგად დაინერგა. საინტერესოა, რომ ეს არ გულისხმობს არც დაჭიმვას, არც გადაჭიმვას, არც ხელოვური და სინთეტიური სახის მიღებას. ეს გულისხმობს ასაკობრივ ცვლილებებს. სწორედ ამაშია პალსტიკური ქირურგიის ხელოვნების საიდუმლო, რომ ადამიანს შესაძლოა, მოაკლო ასაკი. აი აქ გადის ზღვარი სინთეტიურობასა და ბუნებრივ პლასტიკური ქირურგიის შედეგებს შორის. ძუძუს პლასტიკაზე მინდა გკითხოთ, მკერდის გადიდება, დაპატარავება და აწევა. არსებობს თუ არა უკუჩვენებები ამ ოპერაციის შემდგომ? დღეს საქართველოში ამ ოპერაციების რაოდენობა ასევე მატების ტენდენციით მიდის. რაც შეეხება ძუძუს ქირურგიას, ჩვენ სარძვეე ჯირკვალს ვეხებით და ყველა პაციენტი არის წინასწარ შესწავლილი. თუ არის რაიმე რისკ ფაქტორი, რომელიც შესაძლოა იყოს ხელისშემშლელი,  ჩვენ ამ პროცედურას მამოლოგთან ერთად ყოველთვის წარმატებით ვასრულებთ. ვითვალისწინებთ ყველანაირ პათოლოგიურ კერას, მე არ მაქვს ცხადია საუბარი ონკოლოგიურ პათოლოგიებზე. არის ხოლმე კვანძები, ცისტოზური მასტოპათია, არის ხოლმე მდგომარეობა, როცა სარძევე ჯირკვალი სრულად მოსაცილებლია. ჩვენ ამ ოპერაციებს ვაკეთებთ ერთობლივად, მამოლოგებთან ერთად. რაც შეეხება მკერდის გადიდებას, ესაა ყველაზე მოთხოვნადი ცხვირის ოპერაციის შემდეგ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მარტივი პროცედურაა. ბევრს აქვს ამის შიში და ვიმეორებ, რომ ოპერაცია უნდა გაკეთდეს კვალიფიციურ დაწესებულებაში, ყველანაირი შესწავლის და კვლევის შედეგის კარგად შეფასების შემდგომ. თავად ოპერაცია არ არის რთული. ინპლანტი ძირითადად თავსდება კუნთის ქვეშ, სინთეტიურობა აუცილებელი არ არის. ჩვენ ვეკითხებით პაციენტს, თუ მას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი რეზულტატი, მას აქვს ეს შედეგი. თუ მას უნდა შედარებით „ვულგარული“ ძუძუ, მას ექნება ასეთიც. აქაც პრიორიტეტი პაციენტის სურვილია. მკერდის აწევა, გადიდება, დაპატარავება ყველა ოპერაცია დღეს გაკეთებადია. არც ერთი ეს ოპერცია კავშირში არ არის ძუძუს ონკოლოგიური პათოლოგიის განვითარებასთან. ეს არის მითი, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, როგორც მამოლოგები, ასევე პლასტიკური ქირურგები. გაზრდილია თუ არა მომართვიანობა მუცლის პლასტიკაზე? მომართვიანობა ყველა ოპერაციაზა მომატებულია. მუცლის პლასტიკა ექიმისთვის არც თუ ისე რთულად შესასრულებელია. არსებობს მითი, რომ ეს რთული ოპერაციაა, მაგრამ ასე არ არის. პაციენტი მეორე დღიდანვე ფეხზეა. მუცლის პლასტიკისას მოშვებული, დაშვებული, კანცხიმოვანი შრე და სტრიებით დაზიანებული კანის ზედაპირი, ჭიპის ზონიდან დაწყებული, ბოქვენის ზონამდე ცილდება და მუცელი ხდება ბრტყელი, კუნთები მაგრდება და ამით ადამიანი ძალიან დიდ სტიმულს იღებს, დაიწყოს ვარჯიში, ადვილად დაიცვას კვებითი სწორი რეჟიმი, შეცვალოს სამოსი. დაკიდებული, მოშვებული მუცლის წინა კედლის სხვა პროცედურებით მოშორება შეუძლებელია. ორი ქირურგი უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ. აუცილებელია თუ არა მუცლის პასტიკის შემდეგ წონის შენარჩუნება? ეს იმხელა სტიმულია ადამიანის ცხოვრებაში, რომ ამის შემდეგ ადამიანები პრაქტიკულად არ იმატებენ წონაში. ავიღოთ თუნდაც ინტიმური ქირურგია, საშოს პლასტიკა. ქალბატონების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, რატომ ვერ ახერხებს პარტნიორთან თანაცხოვრებას. ასეთ დროს ქალს აქვს საშოს კედლების მოდუნება, კეთდება ძალიან მარტივი ოპერაცია. ნამშობიარებ ქალბატონებს ჰგონიათ, რომ საშოს კედლები თუ მოდუნებულია, ეს ასე უნდა იყოს. ქალი ამ შემთხვევაში თვით შეგრძნებებს იუმჯობესებს და ბევრი მოგვმართავს ამ პრობელმით. ათიდან 5-6 შემთხვევაში საშოს კედლებს სჭირდება კორექცია. ამ დიაგნოზს სვამს გინეკოლოგი, რა თქმა უნდა. ეს არ არის კაპრიზი, ეს არის პათოლოგია და ამას სჭირდება ქირურგიული მკურნალობა. ვისაუბროთ ლიპოსაქციაზეც... მსოფლიოში, სამუშაო საათებში 200 000-ზე მეტი ლიპოსაქციის პროცედურა კეთდება. ლიპოსაქცია მსოფლიოში რაოდენობრივად ნომერი პირველი პროცედურაა. ეს ჩემი საყვარელი პროცედურაა, რადგან მართავ სხეულს და 5-7 საათის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანი შეიძლება გამოიყვანო. პროცედურას არ ახლავს არანაირი გართულება სწორად შესრულების შემთხვევაში. საჭიროა მხოლოდ ერთი თვე კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, გარკვეული მარტივი რეჟიმის დაცვა და სრულიად სხვა ცხოვრებაში დაბრუნება. მე აგიტაციას არ ვუწევ რა თქმა უნდა ოპერაციებს, ყველაფერს სჯობს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ვარჯიში აღარ შველის ამა თუ იმ პრობლემას. ლიპოსაქცია არ გამოიყენება წონაში კლებისთვის, ეს არის მხოლოდ სხეულის კორექცია. [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2017/12/13-dekemberi-kote-matitashvilimp3.mp3"][/audio]           [post_title] => საქართველოში ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციები - როგორ დავიცვათ თავი არასწორი პლასტიკისგან - კოტე მათითაშვილი [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => saqartveloshi-yvelaze-khshiri-plastikuri-operaciebi-rogor-davicvat-tavi-araswori-plastikisgan-kote-matitashvili [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2017-12-14 16:45:23 [post_modified_gmt] => 2017-12-14 12:45:23 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=196832 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 47 [max_num_pages] => 16 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => ff1fe0a66ee991ab24296ce0ddcd9d79 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები