გიო ხუციშვილი საკუთარ ჯანმრთელობასა და თანადგომაზე – „ამდენი ხალხი რომ შეწუხდა, მივხვდი, რომ არ მაქვს უფლება, ცუდად ვიყო…“

პოპულარული

გიო ხუციშვილი საკუთარ ჯანმრთელობასა და თანადგომაზე – „ამდენი ხალხი რომ შეწუხდა, მივხვდი, რომ არ მაქვს უფლება, ცუდად ვიყო…“

მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიო ხუციშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა. მომღერალი მკურნალობის პროცესშია და მომავალს იმედიანად უყურებს…

მას ახალი იმიჯი აქვს, ქუდი, რომლითაც ამ ბოლო დროს სულ დადის, დასჭირდა, მაგრამ ყველას მოსწონს და თავად გიომაც კარგად მოირგო. ჯერჯერობით ხელჯოხით გადაადგილდება, თუმცა იმედოვნებს, რომ მალე „მისი დახმარება“ აღარ იქნება საჭირო.

ახლახან თბილისის საკრებულომ მომღერალი ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვა. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

გიო ხუციშვილი:

წელს საკრებულომ დამაჯილდოვა, ძალიან ლამაზი ხოხობია, ბრინჯაოსი, ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ეს საამაყო ჯილდოა. ამდენი წელია, ქართულ სიმღერას ვმღერი და ძალიან მიყვარს. ეს მხოლოდ ჩემი ჯილდო არ იყო, ბევრი ქართველი მომღერალი გვყავს, ვინც ქართულ სიმღერას გემრიელად ასრულებს, კარგი დღე იყო, რომ მათ შორის მე გამომარჩიეს.

ძალიან დიდი ხანია, მღერით, როგორ ინარჩუნებთ პოპულარობას?

ვფიქრობ, ნამდვილს ვმღერი, გულიდან ამოსულს და არა მოგონილ სიმღერებს, ცოტა ხანში რომ არავის ახსოვს. „ნუ ფრთხიალებ, ჩემო ჩიტო“ ან ჩემი და ნატოს „აყვავდება როცა ნუში“ რომ მახსენდება, რომლებმაც ამდენ წელს გაუძლო და კიდევ აქტუალური და პოპულარულია, ეს ძალიან სასიამოვნოა. ყველა თაობა მოდის ჩემს კონცერტებზე და ეს ძალიან მახარებს. დროს ვყვები, არანჟირებით, ახალი რიტმით ძველ ქართულ სიმღერებზე… თავად კომპოზიტორებსაც უხარიათ. ფაქიზი თემაა აზარაშვილის, მაცაცო სებისკვერაძის თუ ნუნუ დუღაშვილის სიმღერების ახლებურად გაკეთება… მაცაცომაც დამირეკა და ნუნუმაც მითხრა, ბევრი გააახლე და მოდი, ეს სიმღერაც გავაკეთოთო. მათი ნამუშევრები კლასიკაა, ამიტომ ხშირად ვსხედვართ მე და ზურაბ მახნიაშვილი და ვფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ახალი არანჟირებები.

ჯერ „გიო და ბიჭები“ მქონდა პროექტი, სანოსთან ერთად, გაამართლა, ახლა მე და ზურა მახნიაშვილი ვართ, ასევე მიშა ჩეკურიშვილი, ბაბი კირკიტაძეც იყო ჩვენთან ერთად, მაგრამ ბევრ ადგილასაა და ვეღარ ახერხებს, ამიტომ ის ელენე ვახანიამ ჩაანაცვლა, ძალიან ნიჭიერმა გოგონამ, ის კლავიშზეც კარგად უკრავს, ახალ პროგრამას ვაკეთებთ. ჩვენი ექსპერიმენტები ქართული სულითაა გაჯერებული. ჩვენი კომპოზიტორების ნამუშევრებში თავის დროზე იმდენი ჯაზი და როკი და საინტერესო აკორდია ჩადებული, რომ მათი ახლებურად გაკეთება ძალიან კარგადაა შესაძლებელი. ძველ თაობასაც მოსწონს და ახალსაც, ტემპის გამო… ცხოვრებას ისეთი რიტმი მოაქვს, თუ არ აცეკვდი, ფეხზე არ ადექი, ვეღარ უსმენ ამ ყველაფერს, ასე რომ, ჩვენც მივყვებით ამ ტემპს. ახალგაზრდებს შეუძლიათ, გაიხსენონ ძველი სიმღერები, ქართულად იმღერონ და ამაზე გაერთონ.

თქვენს შვილებს აქვთ ჩართული მანქანაში თქვენი სიმღერები?

რა თქმა უნდა (იღიმის). მალე გვექნება ახალი ალბომის პრეზენტაცია, შესაძლოა, კლიპიც მოავსწროთ. ყველა მეხვეწება, ჩაგვიწერე ახალი სიმღერებიო და არავის ვუწერ დისკის გამოსვლამდე (იცინის). ამ ალბომში თავმოყრილი იქნება 12 კომპოზიცია, მათ შორის აზარაშვილის, ცაბაძის სიმღერები, ასევე თემო რცხილაძის რუსული კომპოზიციები, ესპანურიც – გადმოქართულებული, ნათია ზეინკლიშვილის რუსული სიმღერაც შევიტანეთ. კონცერტსაც გავაკეთებთ და ხალხსაც ვაჩვენებთ, რომ კიდევ ვმუშაობთ. სანამ ვიქნებით, ასაკში კი შევდივართ, მაგრამ იმავენაირი შემართებით ვიმუშავებთ, როგორც 30 წლის წინ (იღიმის).

როდის ხვდებით, რომ რაღაც პროექტმა დრო ამოწურა და ახალი უნდა გააკეთოთ?

რაღაცნაირად ვხვდები, რომ უკვე ახლის გაკეთების დროა. რომანსები მაინც ყოველთვის აქტუალურია, ვგრძნობ, რომ ხალხს ესეც უნდა, ბოლომდე არ ვამთავრებ და რაღაცას სულ ვიტოვებ, მაგრამ ვხვდები, რომ აუცილებელია განახლება, დამატება, ახალგაზრდებთან ურთიერთობა და დუეტები მათთან. მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ, წინ არიან, სიახლეების კუთხით, სულ მაინტერესებს მათი აზრი. ამდენი წელია, ვმღერი, ისინი 2-3- წელი, მაგრამ ძალიან საინტერესოები არიან.

სულ ვამბობ, ესტრადაზე რთულია, შენი სტილი გქონდეს. ბევრი ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ რეპერტუარი არ აქვთ, სხვას ბაძავენ… მე, ირაკლი ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი ერთად გავიზარდეთ… ეს ახალგაზრდებიც იმიტომ უსმენენ მათ, რომ თავისას მღერიან, მამუკა ყბას რომ გამოსწევს და გიტარაზე ჩამოჰკრავს, „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“, რაც უნდა კარგად იმღეროს სხვამ, მაინც მამუკას სიმღერად დარჩება. ირაკლისაც ეს ჰქონდა, რადგან მან იმ დროს თავისი ტექსტი, მელოდია დაწერა, თავისი გიტარა და მანერა ჰქონდა. მეც მაქვს ჩემი მანერა, უსწავლელად და უნოტებოდ, ამას მივყვები, რაც უნდა ტემპი მივცე, გიო რომ დაიკარგოს და სხვანაირად იმღეროს, საინტერესო არ იქნება. ყველა ახალგაზრდას ვეუბნები, ნურავის მიბაძავენ. ამიტომაც არის, ამდენი ხანია, რომ მოვდივართ, ნატო, ლელა, მერაბი… მართლა ძალიან მაგარი ახალგაზრდები მოდიან, გემოვნებიანი, მაგარი ხმებით, სცენურობით და მინდა, მათ თავიანთი სათქმელი თქვან.

ქუდზე მინდა გკითხოთ, რომელიც ძალიან გიხდებათ…

რა ვიცი, ეს ახალი იმიჯია. საერთოდ არ მიფიქრია არც ქუდზე და არც ჯოხზე. ცოტა რთული პერიოდი მქონდა… ლიკა ქავჟარაძის პანაშვიდზე შემხვდა „თბილისელების“ ჟურნალისტი და მას მივეცი ინტერვიუ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ინტერნეტპორტალებზე ისეთი სათაურებით გადაიტანეს, რომ ამაზე საუბარიც აღარ მინდა, „გიო ხუციშვილმა ცხოვრება დაამთავრა“ და მსგავსი შინაარსით… ყველას აქვს ცხოვრებაში განსაცდელი, კი, პრობლემატურია, მაგრამ ვიცი, ამასაც მოვერევი. მთელი ცხოვრება ომში ვარ, არა ჯანმრთელობის მხრივ, ზოგადად – ცხოვრებით, მარტო დარჩენით, დედ-მამა ადრე წავიდნენ ამ ცხოვრებიდან… ყველას თავისი პრობლემა აქვს, მაგრამ გადავლახავ, ამ ქუდსაც მოვიხსნი და ჯოხსაც გადავაგდებ. ყველას ჰგონია იმიჯის ამბავი, მაგრამ მართლა დამჭირდა… ესეც დროებითია, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. სიმღერა, კონცერტები, ადამიანებთან ურთიერთობა სტიმულს მაძლევს და დიდ ენერგიას. ამ ენერგიით ყველაფრის დამარცხება შეიძლება. ნაცნობებისა და უცნობებისგან ძალიან დიდი სიყვარული დავინახე. ამდენი ხალხი რომ შეწუხდა, მივხვდი, რომ არ მაქვს უფლება, ცუდად ვიყო. სტატია რომ დაიწერა, „თბილისელებს“ კარგი სათაური ჰქონდა, ჩემმა მეუღლემ, მაიამ მაჩვენა, ხუთი ათასზე მეტი კომენტარი იყო – უცნობები მწერდნენ, აქ ვართ, შენ გვერდითო. კონცერტებზეც უამრავი მსმენელი მოდის. ჩემთვის ეს უდიდესი სტიმულია…

ძალიან გულაჩუყებული მეჩვენებით…

სიყვარულს წლების განმავლობაში ბევრი ხალხი მიხსნიდა, მაგრამ ახლა, როცა ფიზიკურად ცოტა ვერ ვარ კარგად, ამხელა სიყვარულის ტალღამ მაჩვენა, რომ თბილისურად, კარგად მივლია. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. ტელეფონზე ისეთმა ხალხმა დამირეკა და მირეკავს, საერთოდ რომ არ ვიცნობ. მთავაზობენ, რამე ხომ არ გჭირდებაო, ვპასუხობ, რომ დარეკვითაც უკვე ძალიან მახარებენ. მომღერლები გვერდით მიდგანან, კონცერტები გავაკეთოთო, მაგრამ მეგობრები მეხმარებიან და არ მიჭირს მკურნალობა. ისევ მირჩევნია, სხვის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტებში მივიღო მონაწილეობა… ახლა უფრო ვხვდები, როგორ სჭირდებათ ადამიანებს თანადგომა. ზოგჯერ გეზარება, მაგრამ რომ დაუფიქრდები, ესაა ის, რაც არასდროს უნდა დაგეზაროს. ცხოვრება თურმე თანადგომაა. მახარებს ამდენი ხალხის გვერდზე ყოფნა. მაქვს მოტივაცია, ბევრი კარგი და ლამაზი რამ გავაკეთო. ვხვდები, რომ უყვართ და მოსწონთ. მზად ვარ, რომ დიდხანს ყველაფერი კარგად იყოს…

ჯანმრთელობის პრობლემამ კიდევ რისთვის შეგახედათ სხვანაირად?

ღმერთი შენშია!.. მარტო რომ ხარ კლინიკაში, უცებ გრძნობ, რომ მარტო არ ხარ. ხვდები, რომ რამე თუ დაგიშავებია და ყველა ცოდვილი ვართ, ღმერთმა გაპატია. კარი რომ მოიხურება და მარტო რჩები, უცბად ხვდები, რომ ღმერთს ელაპარაკები…

სინანულის გრძნობა გაქვთ?

მთელი ცხოვრება გიჟურად გავატარე და ვატარებ, სინანულის გრძნობა სულ მაქვს, შესაძლოა, ბევრ ხალხს გული დავწყვიტე, მათ შორის ოჯახის წევრებსაც, რადგან წავსულვარ და ერთი თვე არ გამოვჩენილვარ შინ… აფხაზეთის ომიდან მოყოლებული ბევრი რამ მახსენდება. ჩემი ბიჭები რომ ყოფილიყვნენ ჩემთან ერთად, სულ სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა ალბათ… ბევრი ტკივილი გავიარე და უამრავჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. იმდენ ადგილას გადავრჩენილვარ, რომ ამ ავადმყოფობას ნამდვილად მოვერევი!..

აუცილებლად… ახლა თავს როგორ გრძნობთ?

კარგად, კარგად, თავს სულ კარგად ვგრძნობ. ეს განსაცდელი ღმერთმა გამომიგზავნა, რადგან გადავლახო და უფრო გავძლიერდე… კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ინტერნეტპორტალებს, შეიძლება, სტატია დაწერო, მაგრამ სათაურის გამო რომ ვიღაცამ წაიკითხოს და დაგილაიქოს, არ ღირს და არ არის ეთიკური. ამას ჩემი ოჯახის წევრებიც კითხულობენ. გიომ რომ ცხოვრება დაამთავრა, ამისი დაწერა უხერხულია მათგან. ყველა ჟურნალისტთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ არ შეიძლება გადამეტება, როცა სერიოზული პრობლემაა.

ყველაფერს მოევლება, ყველაფერი შემართებიდან მოდის, გულიდან და ტვინიდან… მთელი საქართველო გვერდზე დამიდგა, ყველა კუთხე-კუნჭულიდან, მათ შორის, აფხაზეთიდან, ზოგიერთთან გადამტერებულიც ვყოფილვარ… ერთმა გამომიგზავნა ვიდეო, გაგრაში მანქანაში როგორ უსმენენ ჩემს სიმღერას… ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გავა წლები და ერთად ვიქნებით… ეს ძალიან დიდი რამეა ჩემთვის. ცხოვრებაში ყვეალფერი ხდება, დრო ყველაფრის მკურნალია. მადლობა მათ, ვინც ამ გავლილი ცხოვრებით, ამ ქალაქში სიარულით, გიჟობებით, სიყვარულით, ბოჰემით, მაინც შემიყვარა… მინდა, დავუბრუნო ყველას ის სიყვარული, რაც მათგან მივიღე. სწორედ ამიტომ მინდა, დიდხანს ვიყო ამქვეყნად… ხალხი ისეთი კუთხით დავინახე, ვერც წარმომედგინა, რომ ასე განიცდიდნენ ჩემს ცუდად ყოფნას. სწორად მიცხოვრია…

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“

ნინო მურღულია

შოუბიზნესი /

|

30 ოქტომბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => gio-khucishvili
                                    [1] => fortunas-fotosesia
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 181681
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => gio-khucishvili
                                    [1] => fortunas-fotosesia
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 181681
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 7517
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => gio-khucishvili
                                    [1] => fortunas-fotosesia
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => gio-khucishvili
                                    [1] => fortunas-fotosesia
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (181681) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (12121,7517)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 216145
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-02-21 13:24:49
                    [post_date_gmt] => 2018-02-21 09:24:49
                    [post_content] => „ჩემი ცოლის დაქალებში“ მსახიობი კახა მიქიაშვილი ვასოს როლში გამოჩნდა, რომელიც ზაზას მეგობარ ანას აწუხებს. ზაზამ გამოსარჩლება გადაწყვიტა და ვასოსგან თავში აგური მიიღო. როგორ გაგრძელდება ეს ხაზი, ჯერ მსახიობმა არ იცის, თუმცა ჩვენთან ინტერვიუში, რომელიც „თბილისი მარიოტში“ ჩავწერეთ,  აღნიშნავს, რომ ვასოსნაირი მამაკაცები საკუთარ საახლობლოში არასდროს ჰყოლია. კახამ ხუმრობით ისიც კი გვითხრა, დაწერეთ, რომ მანიაკი არ ვარო. როგორც სოციალურ ქსელებში კომენტარებისას გამოჩნდა, ზოგიერთმა მაყურებელმა მისი პერსონაჟი ზედმეტად სერიოზულად მიიღო...

სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, თავად მითხარი, ერთ პატარა როლში გამოჩენაც კი ტელევიზიით როგორ პოპულარობას ჰმატებს მსახიობს... 

კახა მიქიაშვილი:

არ ვიცი, ჩემი პროფესიის ნაკლია თუ ხიბლი და ასე იყო ყველა - თეატრში წლები როლი როლზე რომ ითამაშო, წარმატებულად, ისე არ ჩანს, კონკრეტულად თეატრის მაყურებელი აფასებს, საკმარისია, ეკრანში ერთ კადრში გამოჩნდე, განხილვის თემა ხდება. ბუნებრივია, ეს არის კარგი, მსახიობობას უხდება. მეორეა, თუ ნეგატიური როლი შეასრულე, მასთან გაიგივებენ.

გურამ საღარაძის მაგალითი გამახსენდა, მისნაირ კეთილ გულჩვილ და წესიერ ადამიანს ბევრს არ ვიცნობდი. თავად აქვს მოყოლილი, „სახლი ძველ უბანში“ მონაწილეობის შემდეგ, სადმე თუ გამოჩნდებოდა, როგორ იწერდნენ პირჯვარს და გარბოდნენ მისგან (იღიმის). შემიძლია იგივე ვთქვა ბევრ სხვა მსახიობზეც. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არ ვარ მანიაკი, მადლობა ღმერთს (იცინის)!.. ხალხს აგურებს არ ვურტყამ თავში და არც არავის ფანჯარასთან ვდგავარ შესაშინებლად. საერთოდ, მგონია, რომ ჩემი პროფესიის ერთ-ერთი ხიბლი ესაა - რაც უფრო განსხვავებულ ტიპაჟს ქმნი, უფრო სხვანაირს, ვიდრე იქამდე გითამაშია, მით უფრო რთულია. გულწრფელად რომ გითხრათ, სუფთა პროფესიული კუთხით, კომენტარებს, ზოგს ხუმრობით და ზოგს არახუმრობით ნათქვამს - რა, საშინელი როლია, რა ცუდი ტიპი ხარ და როგორ დაგვზაფრეო, პროფესიული ნიშნით კომპლიმენტად ვიღებ. თუ დადებით პერსონაჟს თამაშობ და ხალხს თავი შეაყვარე და დაამახსოვრე, კარგია, როცა ნეგატიურ როლს ასრულებ და ესეც დაამახსოვრდა მაყურებელს, ე.ი. კარგად შექმენი როლი.ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ვითამაშე კარგად, უბრალოდ, ვადარებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მანიაკი არ ვარ. როცა სცენარი წავიკითხე, მზად ვიყავი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში მანიაკის იმიჯი მექნებოდა, მათ შორის, ვინც არ მიცნობს, თორემ ვინც მიცნობს, იცის ჩემი ხასიათი (იღიმის). ვინაიდან ამ სერიალს უყურებს მთელი საქართველო, თუ მთელი სამყარო და მსოფლიო არა, დიდ ნაწილში ეს იმიჯი არ ამცდება, მაგრამ რა ვქნათ, ეს პროფესიის ნაწილია...



ასეთ კომენტარებს მართლა სერიოზულად წერდნენ?

ძალიან გამეცინა და ამასაც შეგუებული ვარ - ისეთმა ხალხმა მომწერა და დამირეკა, ანონსში რომ დამინახეს, წლები რომ არ მინახავს (იცინის). აინტერესებთ, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ნამდვილად ვერ ვეტყვი. ჩემმა მეგობარმა ჩამიგდო, ჩემს ფოტოზე რა კომენტარებიც წერია, სერიოზული განხილვა იყო. რა ვქნა, რა ვუყო... მანიაკი ნამდვილად არ ვარ. მაყურებელი ნახავს, როგორი მშიშარაა ჩემი პერსონაჟი. მანიაკები ყოველთვის მშიშრები არიან...

ისე, ვასოსნაირ ადამიანს შეხვედრიხარ?

ღმერთმა დამიფაროს. ისეთ სოციუმსა და საზოგადოებაში ვტრიალებ, ასეთი ავადმყოფები არ არიან. სხვათა შორის, ამ როლზე მუშაობისას მე და რეჟისორი შევთანხმდით მარტივად, ჩაცმაზე იყო საუბარი. თუ პირდაპირ ეტყობა ადამიანს, რომ მანიაკია, არავინ დაამყარებს მასთან კომუნიკაციას. ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივად აცვიათ, თითქოს ჩვეულებრივად იქცევიან და ასე ადვილად ვერ შეატყობ. შეიძლება, შევხვედრივარ კიდეც, მაგრამ ვერ მივმხდარვარ. მთელი პრობლემა, ალბათ, ასეთი ადამიანებისა, ის არის, რომ შეიძლება, თავაზიანიც იყოს პირველ ეტაპზე და შემდეგ ურთიერთობაში აჩენს საკუთარ სახეს. ჩემი ახლო მეგობარი გოგონებისგანაც არ გამიგია, რომ ასეთი პრობლემა ჰქონიათ, მაგრამ ალბათ, ხდება.

ისე, შენს მეგობარ გოგონას გამოესარჩლებოდი ასეთ შემთხვევაში?

თუ შენი ახლობელი გოგონა მოგმართავს, ეცდები დახმარებას. არ ვიცი, რა ფორმით მოვახერხებდი ამას ან მეც აგურს ჩამარტყამდნენ თუ არა, მაგრამ ვიმედოვნებდი და ვისურვებდი, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ყველაფერს კანონი არეგულირებდეს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში იყოს მუშტი-კრივი და დასისხლიანება. კონკრეტულ შემთხვევაში რას იზამ, არ იცი. თუ ანას კუთხიდან შევხედავთ, გოგონა მარტო ცხოვრობს, დაუცველია, მიმართა პატრულს, აშანტაჟებს ის ბიჭი და ვერაფერს შვრება.

გადაღებების პროცესი როგორი იყო?

არ იყო რთული, გულწრფელად გეუბნებით. სერიალში ბევრი დრო არ გაქვს, ტექსტს გიგზავნიან, უცებ გადიხარ, რეჟისორი ამოცანას გისახავს... ნამდვილად არ გამჭირვებია, თან, ყველას ვიცნობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს - მათ იციან, რომ მე მანიაკი არ ვარ და მე ვიცი, რომ ისინი არ არიან მანიაკები (იცინის).



რამდენჯერ გაიმეორე...

არა, ამას უკვე ხუმრობით ვამბობ (იცინის). სასაცილო ის იყო, სადაც ვიღებდით, ბევრმა ნაცნობმა გამოიარა, მათ შორის, სასულიერო პირებმა, მომესალმნენ. გულში ვფიქრობდი, ნეტავ, იცოდეთ, ვის ესალმებით-მეთქი. სერია რომ გავიდა, იმავე ხალხმა მითხრა, თურმე, რა როლში გიღებენო.

კასტინგი გაიარე?

არა, პირდაპირ დამირეკეს და შემომთავაზეს...

ძალიან კარგი მანიაკი იქნებიო?

(იცინის) ისე, ამ შემოთავაზებაზე გამეღიმა, რაღა მანიაკის როლი შემომთავაზეთ-მეთქი... ადრეც მქონდა შეთავაზება, კატოს რომელიღაც თაყვანისმცემლის როლზე, აღარ მახსოვს ზუსტად. ეკა მჟავანაძემ, ჩვენმა კოლეგამ, შესანიშნავმა ადამიანმა დამირეკა. მანიაკის როლიც სრულიად განსხვავებულია ჩემგანაც და ჩემი ნათამაშები როლებისგანაც. მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც არ თვლიან, რომ ყველგან უნდა გამოჩნდე. ჩვენს პროფესიაში ცნობადობას აქვს მნიშვნელობა და ზოგი მიიჩნევს, რომ შავი პიარიც პიარია. მე არ მაქვს ეს მოსაზრება. ვიცი ეპატაჟური ადამიანები და არავის განვიკითხავ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველანაირი ხერხით უნდა წარმოაჩინონ თავი... ჩემში ეს არ ზის და ეკრანზე გამოჩენის პრობლემაც არ მაქვს. როცა სცენარი წავიკითხე, მაინც დავფიქრდი, მინდოდა თუ არა ამ როლის შესრულება, თუმცა რამდენიმე წუთს ვიფიქრე და მერე დავთანხმდი... საინტერესოა მაინც.

არის როლი, რომელსაც არ დათანხმდებოდი?

ორჯერ მომიწია უარის თქმამ, ერთხელ ფიზიკურად არ მეცალა, მეორედ - მცირე მკურნალობის კურსს გავდიოდი. პორნოგრაფიაში რომ არ ვითამაშებდი, ზუსტად ვიცი. ნამდვილად - არა!.. არც ეროტიკულ სცენაში ვითამაშებდი. ქართულ კინოში მინახავს ეროტიკული სცენები და არის მაინც უხერხულობები, ამასაც გამოცდილება და მიჩვევა სჭირდება. დიპლომში თეატრისა და კინოს მსახიობი მიწერია, მაგრამ სასწავლებელი ისე დავამთავრე, კინო არ მისწავლია. ეროტიკულ სცენაში მონაწილეობას სხვა თავისუფლება სჭირდება, არ მიფიქრია, კომპლექსია თუ რა არის.

მსახიობობის გარდა სხვა რაღაცებით ხარ დაკავებული...

ძირითადად ვარ თეატრში, რამდენიმე წელია, ვმუშაობ ტელევიზიაში, მიმყავს საღამოები და კონცერტები, კორპორატიული საღამოები. 20 წელი ხდება, რაც მსახიობი ვარ და მადლობა ღმერთს, სულ დაკავებული ვარ, შემოქმედებითი პაუზა არ მქონია. სხვა პროფესია არ მიცდია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროფესიაში ვარსკვლავებს ვწყვეტ, მაგრამ ახლა სხვა არაფერი წარმომიდგენია. სალომე გოგიაშვილმა და მისმა მეუღლემ გახსნეს პრესტიჟული ავეჯის მაღაზია და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მე უნდა ვყოფილიყავი დირექტორი. ჩემთვის დამატებითი გამოწვევა და ფინანსური შემომსავალიც იყო, ასე რომ, კომპანიის დირექტორიც გავხდი.



ფინანსურად მომგებიანი მსახიობის პროფესია ვერ გახდა ვერასდროს...

არც ყოფილა და არც იქნება. მე ვისაც ვიცნობდი, არც ერთი მსახიობი არ ცხოვრობდა კარგად. ადრე პატივისცემა ჰქონდათ, შესაძლოა, ურიგოდ მიეღოთ ბინა ან მანქანა, ისიც - ყველას არა. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მცირე ბაზარი გვაქვს, რამდენი შეიძლება დაადო ბილეთს, რომ კარგად იცხოვრო? მართლა საარსებო მინიმუმზეა საუბარი. მე არ ვწუწუნებ, ბევრი ნიჭიერი და ღირსეული ადამიანი 300-350 ლარზე არსებობს. კინოშიც არ არის დიდი ჰონორარები.

კინოდან გაქვს შემოთავაზებები?

ერეკლე ბადურაშვილის ფილმში ვმონაწილეობ, რომელსაც ახლა იღებენ. ვარ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“, თუმცა არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება ჩემი პერსონაჟი. სიამოვნებით გავყვები ამ პერსონაჟს, რადგან თავიდანვე ვთქვი თანხმობა. ეგრე, თეატრში საფრთხობელას ვთამაშობ და ხალხი ხვდება, რომ ყანაში არ ვდგავარ (იცინის).

ისე, შეიძლება, მამაკაცს ქალი ისე შეუყვარდეს, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს?

მგონია, რომ ეს ნორმა არ არის. ალბათ, ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ გოგონას ასე ხიბლავს, სცემეს და მაინც დაურეკა. მაგრამ როცა ადამიანი პატრულს გაყენებს ან ქუჩაში გხვდებიან, უნდა მიხვდე, რომ იქ შენი ადგილი არ არის. მე მაინც მგონია, რომ ასე არ შეიძლება, სიყვარულის გამო მოიქცნენ.

„ჩემი  ცოლის დაქალებში“ გამოჩენის მერე თაყვანისმცემლები ხომ არ გააქტიურდნენ?

საერთოდ არ მყავს თაყვანისმცემლები, არც მყოლია. სხვა მსახიობებზე გამიგია, ჩემზე არა. პირდაპირი ადამიანი ვარ. ვიღაცას არ ეგონოს, რომ თავმდაბლობით ვამბობ, შეიძლება, ცუდია ჩემი პროფესიისთვის,  მაგრამ ზედმეტად თავის წარმოჩენას არ ვცდილობ. რაც არის, იმაზე შემიძლია ლაპარაკი. შეიძლება, ორჯერ-სამჯერ მოსულა თეატრში ვიღაც და ავტოგრაფი ჩამოურთმევია, მაგრამ არ ყოფილა არასდროს, რომ ქუჩაში დამხვედროდა ვინმე, შენზე ვგიჟდებიო (იცინის). ახლა მით უმეტეს, ვინ მოვა? ისეთი როლი ვითამაშე, თუკი ვინმე იყო, სულ დამბლოკავს, ალბათ. იფიქრებს, მანიაკი ყოფილაო. თუ ვინმე გამოჩნდება, ე.ი. მანიაკალური გადახრები ჰქონია. ახლა მივხვდები, ამ როლის შემდეგ, ვის რა განზრახვა ჰქონია ჩემთან მიმართებაში (იცინის).

[gallery royalslider="1" ids="216156,216159,216165,216158,216161,216160,216162,216157,216163,216164,216166,216167"]

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „მარიოტი თბილისი“



ნინო მურღულია
                    [post_title] => კახა მიქიაშვილი: „პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მანიაკი არ ვარ!..“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => kakha-miqiashvili-pirdapir-minda-vtqva-rom-maniaki-ar-var
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-02-21 13:41:53
                    [post_modified_gmt] => 2018-02-21 09:41:53
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=216145
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 213649
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-02-13 16:08:49
                    [post_date_gmt] => 2018-02-13 12:08:49
                    [post_content] => საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი სამი შვილის დედაა. პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა, სადაც თავის დამკვიდრება, როგორც თავად აღნიშნავს, როგორც ქალისთვის, არცთუ ადვილი იყო... ყველაზე გვიან მასთან იმ ადამიანის აღიარება მივიდა, ვისი აზრიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო - მამის. ახლა, როგორც თავად ამბობს, გამოცდის პერიოდი აქვს და საკუთარ თავს ახალი მიზანი დაუსახა...

ნინო წილოსანთან ინტერვიუ სასტუმრო „ამბასადორში“ ჩავწერეთ, მან fortuna.ge-სთან საქმეზეც ისაუბრა და პირადზეც...

პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება რთული იყო?

სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, პრინციპში, დატვირთული დღის განრიგი მქონდა და საკმაოდ რთული იყო ჩემი საქმიანობა, თუმცა ახლა ამ ყველაფერს დაემატა საჯაროობა, თმენის ვალდებულება და ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც მანამდე არ იყო. ეს, თავისთავად, სირთულეც არის, თუმცა, ვფიქრობ, ნორმალურად ვართმევ თავს და ვათავსებ საქმიანობასა და ოჯახის საქმეებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, არანაკლებ მნიშვნელოვანი - საქმე და ვცდილობ, ორივე ადგილას დაბალანსებულად ვიყო წარმოდგენილი...

ამას თან ახლავს პოპულარობის გარკვეული დოზაც, რომელიც თქვენ უკვე მიიღეთ... როგორია?

პოპულარობა, ზოგადად, კარგია, მაგრამ ინტერესის ქვეშ მყოფს გიწევს რაღაცებზე უარის თქმა. მაგალითად, იმ ცხოვრების წესზე, რომელიც აქამდე გქონდა - საჯარო ადგილას წასვლა, სადილი, ვახშამი. მაშინ, როცა ხარ პოლიტიკოსი და მით უმეტეს, სოციალურად შეჭირვებული რაიონების მაჟორიტარი, ცოტა სხვანაირად აღიქმება. თუმცა ეს ჩემი ცხოვრების წესი იყო და შესაბამისად, რთულია ამაზე უარის თქმა...

ერთი, ძირეული და მნიშვნელოვანი ფაქტორი არ შეცვლილა, ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის ყოველთვის მომეძებნება დრო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელი ცხოვრებაა მომყვებიან. მიუხედავად იმისა, სად ვიქნები, ეს ჩემი პიროვნების შემადგენელი ნაწილია. ისინი ჩემ გვერდით უნდა იყვნენ. ასე რომ, არ შეიცვალა მხოლოდ ეს - დანარჩენი: უფრო მეტად დაკავებული ვარ, ხშირად მიწევს გურიაში ყოფნა, მოსახლეობასთან შეხვედრა, ასევე ქუთაისში, პარლამენტში ყოფნა და საზღვარგარეთ ვიზიტებით წასვლა. ამ მხრივ ჩემი ოჯახი დიდი გამოცდის წინაშე დგას, განსაკუთრებით, ჩემი შვილები, რომელთაც უწევთ, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ნახონ დედა...



რამხელები არიან?

სამი შვილი მყავს, უფროსი 15-საა, უმცროსი - 6-ის. ძალიან ყოჩაღად მიიღეს ჩემი ეს გადაწყვეტილება. წინასაარჩევნო პერიოდი იყო ძალიან დაძაბული და ფაქტობრივად, ორი თვის განმავლობაში ოჯახის წევრები არ მინახავს, რადგან სულ გურიაში ვიყავი. ჩემი შვილები თბილისში იყვნენ, სწავლის პერიოდი დაემთხვა და ვერ ჩამოდიოდნენ ჩემთან ხშირად. ახლაც, რაციონალურად უდგებიან ჩემს დაკავებულობას, არყოფნას. მაგრამ მეორე მხრივ, ვამბობ, რომ ვარ „ხარისხიანი“ დედა. ამაში ვგულისხმობ, რომ შეიძლება, ბავშვებისთვის დიდი დრო არ მაქვს გამოყოფილი, მაგრამ რაც მაქვს, იმას ხარისხიანად ვატარებთ ერთად, ვსაუბრობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ადარდებთ ან რაც უნდა მივაწოდო მათ, ასაკის მიხედვით.

მეუღლე?..

მეუღლე, ვლადიმერ აბულაძე ასევე მუშაობს, მაგრამ გარკვეული დოზით გადაინაწილა ჩემი ვალდებულებები და ძალიან არის ჩართული ბავშვების აღზრდაში. ამ ეტაპზე ის დიდ როლს თამაშობს.

შეგიძლიათ, გაიხსენოთ თქვენი სიყვარულის ამბავი?

(იღიმის) ჩემი მეუღლე არის ყოფილი კალათბურთელი, რომელიც სულ მეწუწუნება, რომ არასდროს დავდიოდი მის თამაშებზე, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი... რომ გითხრათ, რომ კალათბურთის გულშემატკივარი ვარ და განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებ სპორტული თამაშების ყურებისას, არ იქნება სიმართლე. ჩემს მეუღლეს ეს დანაკლისი გამოჰყვა და სულ მეუბნება ხოლმე.

მიმაჩნია, რომ საკმაოდ პატარა ასაკში, 19 წლის დავოჯახდი, რასაც ჩემი შვილისთვის არ ვისურვებდი მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ უკმაყოფილო ჩემი დაოჯახების ფაქტით, სამი შვილით, ზოგადად, მეუღლით... ვფიქრობ, არაფერი დამაკლდა რადიკალურად, თუმცა შეიძლებოდა, დამკლებოდა, რომ არა ჩემი ძალიან მონდომებული ხასიათი. ვფიქრობ, უფრო მეტის სწავლა შემეძლო. თუ ახლა კონკრეტული მიმართულებით განათლებას ვიღებ დისტანციურად და ონლაინკურსებით, შემეძლო, ეს საფუძვლიანად გამეკეთებინა საზღვარგარეთ წასვლით... მგონია, რომ ახალგაზრდული წლები უნდა გამოიყენო კარგი განათლების მისაღებად. უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება ბევრ დადებითს გაძლევს.



ადრე დაოჯახებაში, თქვენ შემთხვევაში, მეტ მინუსს ვერ ხედავთ... 

ეს პირველია, როცა ადრე არ დაოჯახდები, დედობის, შვილების ტვირთი არ გაქვს წამოკიდებული და დროს განათლებას ახმარ. მეორეა - შესაძლოა, ადრეულ ასაკში ვერ განსაზღვრო სწორად შენი პარტნიორი, დაოჯახდე ქვეემოციებით და არა გააზრებულად, საბოლოოდ კი, ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდეს. თავისთავად, არსებობს წარმატებული მაგალითები, მაგრამ ჩემი შვილისთვის დაოჯახებას 25 წლის შემდეგ ვისურვებდი (იღიმის).

თქვენმა მეუღლემ რით მოგხიბლათ? როგორც ჩანს, კალათბურთით არა... 

(იღიმის) სპორტი არ ყოფილა მთავარი, მაგრამ თავისთავად, ესეც იყო შემადგენელი ნაწილი. სპორტსმენები განსაკუთრებულად საინტერესო ადამიანები არიან, ბევრ შრომას არიან მიჩვეულნი, ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწევიან, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ...

როგორც საქმიან ქალს, ისე მინდა, კითხვა დაგისვათ. კარიერის დასაწყისში რა სირთულეებს აწყდებოდით, როგორც ქალი?

ახლა, რაც პოლიტიკაში მოვედი და განსაკუთრებით აქტიურად ვარ ჩართული გენდერული თანასწორობის საკითხებში, შემიძლია, კონკრეტული სახელები დავარქვა იმ განცდებსა და პრობლემებს, რაც ამ წლების განმავლობაში მქონია. ქალებს, თავისთავად, აქვთ პრობლემები კარიერულ წინსვლაში და პირველი იწყება მამაკაცების უახლოესი გარემოცვიდან, მათი აღქმიდან. ჩემი მეუღლეც თავიდან ბედნიერად არ შეხვედრია იმ ფაქტს, რომ მე უფრო მეტად დაკავებული უნდა ვყოფილიყავი და ამ დისკომფორტს ვგრძნობდი. ასევე მუდმივად ვგრძნობდი გარკვეულ ირონიას მამაკაცების მხრიდან, როცა სერიოზულ თემებზე ვიწყებდი საუბარს, მაგალითად, მძიმე ინდუსტრიაზე და ვაგონებზე... ამას ვხედავდი და ვგრძნობდი. შეურაცხმყოფელია, როცა ცდილობ, შენი ცოდნა და გამოცდილება, მოსაზრებები გამოავლინო და ამ დროს ეჯახები გენდერულ სტერეოტიპს, გიყურებენ, ხარ ქალი და აქედან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ შენ შეიძლება, არ გქონდეს კომპეტენტური მოსაზრებები გარკვეულ თემებზე. თუმცა, ესეც დროებითია, მამაკაცისთვისაც ადვილია, დაინახოს, რამდენად კომპეტენტური ხარ.  საბოლოო ჯამში, ასეც ხდებოდა, დარწმუნებული ვარ.



მამაკაცებმა თქვენ გარშემო, მაგალითად, მამამ, როდის დაგაფასათ სათანადოდ?

მამა ძალიან აქტიურ როლს თამაშობდა ჩემს ცხოვრებაში. ბავშვობიდან მოყოლებული ის ჩემთვის საზომია, თავისი წარმატების ფორმულა აქვს, ისტორია და ამას სათანადოდ ვაფასებ. ამასთანავე, განსაკუთრებული ემოციები მაქვს მის მიმართ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც კი გამიკეთებია, სულ ვფიქრობდი, რამდენი ქულით შეაფასებდა... გამორჩეულად კრიტიკულია შვილების მიმართ. ყველაზე ბოლოს მამამ მაღიარა. ეს დიდი მოტივაცია იყო უფრო მეტის გასაკეთებლად. მამამ დაახლოებით სამი წლის წინ მაღიარა, მაშინ, როცა მომცა საშუალება, მასთან ერთად კონკრეტული გადაწყვეტილებები მიმეღო, გვერდით დამიყენა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავიწყე ოჯახურ კომპანიაში მუშაობა, დავიწყე ბუღალტრობით და გავიარე ყველა საფეხური. ადამიანისთვის ხელოვნურად პოზიციების მინიჭების წინააღმდეგი ვარ, ყველაფერი უნდა გაიარო, სანამ მაღალ პოზიციამდე მიხვალ.

ახლა ვისი რჩევაა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

ბევრი ადამიანის აზრს ვითვალისწინებ, კონკრეტულად ვერ დავასახელებ. მიყვარს ადამიანების მოსმენა, ვითვალისწინებ ყველა რჩევას, თუ ჩავთვლი, რომ სწორია.

მუდამ კარგად გამოიყურებით. ჩაცმის სტილი შეგეცვალათ პოლიტიკაში წასვლის შემდეგ?

მიმაჩნია, რომ შიგთავსთან ერთად მნიშვნელოვანია მისი შეფუთვა. მე განსაკუთრებულ აქცენტს ცოდნასა და კვალიფიკაციაზე, მოსაზრებებზე ვაკეთებ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზუალი, ასე რომ, ამ მხარესაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩაცმის სტილიც, გარკვეულწილად, შემეცვალა, რადგან ჩემი ადრინდელი იმიჯი საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნებოდა, თუმცა აქაც ვპოულობ გამახალისებელ ელემენტებს.

თავისუფალ დროს რითი ხართ დაკავებული?

ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობით. მივდივართ ქალაქგარეთ, ვერთობით სხვადასხვა ადგილას. ვსრიალებდი, მაგრამ ერთი წლის წინ გუდაურში ფეხი ვიტკინე, გავიკეთე ოპერაცია და ჯერჯერობით ვერ ვარ ფორმაში, მაგრამ გვაქვს გასართობები, რითაც ერთმანეთთან ყოფნას ვიხალისებთ. ის სამი თვე, როცა ოპერაცია გავიკეთე და რეაბილიტაციის პროცესი მქონდა, მძიმე იყო, ყავარჯნით დავდიოდი და კარგ ხანს მწარედ მახსოვდა, მაგრამ  მეორე მხრივ, მაინც კარგი პერიოდი იყო, დიდი დრო გავატარე შინ, ბავშვებთან, წავიკითხე წიგნები, რომლებიც განსაკუთრებულად დამამახსოვრდა...

ჯანსაღ ცხოვრებაზე ვსაუბრობდით და ახლა ვარ დაკავებული ვარჯიშით, კვირაში სამჯერ დავდივარ დარბაზში. ყველას ვურჩევ ამას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესს არ აქვს ალტერნატივა.



ახლა ცხოვრების რა ეტაპი დაგიდგათ?

გამოცდის ეტაპი მაქვს. როცა არჩევნების დროს ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, ვპირდებოდი, რომ ბევრ რამეს გავაკეთებდი, მათი ცხოვრება უკეთესი რომ გამხდარიყო. პარლამენტში ყოფნის ოთხი წელი ჩემთვის გამოცდაა. თუკი ვერ მოვახერხე, რომ მაქსიმუმი გავაკეთო მათთვის, ეს იქნება წარუმატებელი პერიოდი და ჩემი ცხოვრების დიდი ტკივილი...

ახლა ვარ ძალიან დაძაბული, რადგან ყოველდღიურად მიწევს ამ ადამიანების პრობლემებთან შეჯახება, რაღაც ნაწილის მოგვარება, რაღაცების ვერმოგვარება. იმხელა პასუხისმგებლობა მაქვს, რაც აქამდე არ მქონია.

კრიტიკას როგორ ხვდებით?

პრინციპში, კარგად, რადგან თვითკრიტიკული ვარ. იმაზე მეტ შენიშვნას ვერავინ მომცემს, ვიდრე მე შემიძლია მივცე საკუთარ თავს. უსამართლო კრიტიკის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარე ვარ, რადგან თავად ვცდილობ, არ გავაკრიტიკო ადამიანები. თუკი არასწორი შენიშვნის მიცემა მომიხდა, თუნდაც შვილისთვის, შემდეგ ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. მაშინ, როცა ადამიანები კრიტიკას ზედაპირულად ისვრიან და სხვებსაც სტკენენ გულს, რადგან ჩემ მიმართ აგრესიული გამონათქვამები მხოლოდ ჩემზე არ აისახება, არამედ ჩემი ოჯახის წევრებზე, ეს გულსატკენია. მტკენია გული პერიოდულად, თავისთავად.

რა გახალისებთ ასეთ დროს?

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, იპოვო მოტივაცია, რომელიც წინ გამოძრავებს. ჩემთვის ასეთი რამ მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვაა და მინდა, ეს არასდროს დავასრულო...

[gallery royalslider="1" link="file" ids="213658,213659,213660,213661,213662,213663,213664,213665,213666,213667,213668,213669,213670"]

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“

ნინო მურღულია


                    [post_title] => ნინო წილოსანის საქმე და პირადი: „მიმაჩნია, რომ „ხარისხიანი“ დედა ვარ!..“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => nino-wilosanis-saqme-da-piradi-mimachnia-rom-khariskhiani-deda-var
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-02-13 21:47:43
                    [post_modified_gmt] => 2018-02-13 17:47:43
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=213649
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [2] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 211044
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-02-05 13:16:55
                    [post_date_gmt] => 2018-02-05 09:16:55
                    [post_content] => ნინა წკრიალაშვილი ახალი ბიზნესიდეით არის გატაცებული. მალე საკუთარი მაღაზია ექნება, სადაც ჩინეთიდან სამოსს, აქსესუარებს, ფეხსაცმელსა და ჩანთებს შემოიტანს.ს წორედ ამისთვის გაემგზავრა ჩინეთში ორი კვირით... „რუსთავი 2“-ზე „სილამაზის ფორმულას“ იწყებს და ახლა გადაღებებით არის დაკავებული, მაგრამ სასტუმრო „კოსტეში“ ჩვენთან ინტერვიუსთვის სიამოვნებით მოიცალა.

ნინა:

მაინც მათქმევინე, არც გამიხმოვანებია არსად. დიდი ხანია, მინდა, მქონდეს ჩემი ბიზნესი. მქონდა მცდელობები, იდეები, მაგრამ შუა გზაში გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, რომ ჩემი არ იყო. მათ შორის იყო საცვლების ბიზნესი, ამ შემთხვევაში ბევრ პრობლემას შევხვდით და მივხვდით, რომ საქართველოში ვერ მივიღებდით კარგ ხარისხს. საქართველოში ფიზიკურად არ არიან თეთრეულის თარგის გამოჭრელი ადამიანები. ეს იყო ერთადერთი, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა. გადავწყვიტე, გავაკეთო ჩემი მაღაზია და ასევე ატელიეც. ვცდილობ, ვიფიქრო ჩემს პენსიაზე. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ქალების უმეტესობას და მეც არასდროს ჰბეზრდება ახალი სამოსი. მივხვდი, რომ საკუთარი ატელიე  და მაღაზია იქნება ჩემი ჯიბისთვის დიდი ეკონომია, ამდენ ტანსაცმელს რომ დავინახავ, მეგონება, რომ ყველაფერი ჩემია და ზედმეტ ფულს ამდენ ძონძში აღარ დავხარჯავ (იცინის). რაც მომეწონება, შევიკერავ, ორი ძალიან მაგარი მკერავი მყავს. მაქსიმუმ 10 მარტამდე ჩემი მაღაზია, რომელსაც ჰქვია „ნინას ტანგო“, გაიხსნება.

უცბად ნინას ტანგა მომესმა...

(იცინის) ამაზე უკვე დამცინეს. შეიძლება, უბრალოდ, ტანგო დავარქვა. ვფიქრობ, მომავალში მამაკაცის სამოსიც იქნება წარმოდგენილი და ტანგოს ქალი და მამაკაცი ცეკვავენ. თანაც, ჩემი ხასიათი ტანგოს ჰგავს. მაღაზიისთვის მინდოდა, „69“ დამერქმია. მერე დამეზარა მამაჩემის ხუთწლიანი გაბუტვები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოვარდნები. საბოლოოდ, ტანგო დავარქვი. თეთრეულის ხაზს თუ გამოვუშვებ, იმას დავარქმევ „69“-ს.



ჩინეთში რატომ წახვედი?

სამოსი, აქსესუარები, ფეხსაცმელები და ჩანთები ჩინეთიდან უნდა შემოვიტანო. გავიარე კონსულტაცია ბიჭოლასთან, რომელიც დიდი ხანია, იქ არის და სხვათა შორის, ძალიან პოპულარულია. ძალიან დიდი წარმატება აქვს, სახელით იცნობენ. უნდა უსმინო, ჩინურად როგორ ლაპარაკობს. მე მხოლოდ ორი სიტყვა ვიცი, გამარჯობა და დიდი მადლობა.

მთელი სამყარო ყველაფერს ჩინეთშია კეთებს. თუ იქ  სწორ ადგილებს მიაგენი, ნებისმიერი ხარისხის რაღაცებს შეიძენ. მინდა, ჩემს მაღაზიაში ნორმალურ ფასად კარგი ხარისხის რაღაცები იყიდებოდეს. ორი კვირა გავატარე იქ. ბევრი ვიფიქრე და ვარჩიე, მაგრამ მაინც არ მეყო ეს დრო და კიდევ ერთხელ მინდა გავემგზავრო. სამოსის გარდა, შემოვიტან იმ აქსესუარებს, რაც ატელიეში გამომადგება.

ფინანსურად ვინ გეხმარება?

ბოლო 17 წელია, საკუთარ თავს თავად უზრუნველვყოფ. დანაზოგი, ბანკი, ოჯახი...

ანუ მამაც გეხმარება?

უმეტესი ნაწილი ჩემია, მამაც მეხმარება, დედა ჩუმად, ცალკე (იცინის). მჯერა, რომ წარმატებული წამოწყება იქნება. ატელიეზე დიდ იმედებს ვამყარებ.

„რუსთავი 2“-ზე გადაცემას იწყებ...

„მარაოზე“ გადიოდა „პომადა“, რომელსაც უამრავი მაყურებელი ჰყავდა, გადაწყდა მისი „რუსთავი 2“-ზე გადატანა. ფორმატი ცოტა სხვანაირი იქნება, მაგრამ იდეა იგივე რჩება. გადაცემის სახელწოდებაა „სილამაზის ფორმულა“. ჩვენი მიზანი იქნება არა უბრალოდ ადამიანების გალამაზება, არამედ მათი იმიჯის რადიკალური შეცვლა. ერთ კვირაში ეთერში გავა. ჩემი პროდიუსერები მეუბნებიან, უფრო აკადემიური იყავიო, მაგრამ არ გამომდის.  ვყვები საკუთარ თავზე ღადაობა ისტორიებს, ყველაზე სასაცილო ამბებს არ უშვებენ, მეუბნებიან, რომ არ შეიძლება, ამდენი საკუთარ თავზე იხუმრო. ვთქვათ, სადღაც მაღაზიაში ვარ და რაღაც ქუდს მაზომებენ, ვამბობ, არ დამახუროთ, რადგან ოთხკუთხედი თავი მაქვს-მეთქი (იცინის).



შენი გარეგნობა მუდმივი განხილვის საგანია... რამე ხომ არ შეცვალე კიდევ?

არაფერი შემიცვლია ჯერ (იცინის). 40 წლის გავხდი, ალბათ, 45 წლის ასაკში სახეს გადავიჭიმავ. რას გადამეკიდნენ, ყველას ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ტანს, აქაც არ მქონია ცვლილება, უბრალოდ, მკერდზე და საჯდომზე ძველი ფორმები დავიბრუნე, რაც 10 წლის წინ მქონდა. ცხვირი ვის არ გაუკეთებია და მეზოთერაპია? გადამაყოლეს!.. საკუთარ თავზე ვხუმრობ ხოლმე, მგონი, მარტო ყურები არ მაქვს გაკეთებული-მეთქი. როცა მაინც ლაპარაკობენ, ჯობია, შენ დაასწრო (იცინის).

ისე, ამ ბოლო დროს ჭორები საერთოდ არ მაინტერესებს, არც საკუთარ თავზე და არც სხვაზე. ძალიან დავიღალე. ასე მშვიდად ვარ. მივეცი საკუთარ თავს იმის უფლება, რომ მხოლოდ სასარგებლო ინფორმაცია მივიღო. ძალიან მარტივი გახდა ყველაფერი. „შენზე იცი, რა თქვეს?“, ასე რომ იწყებენ ლაპარაკს, უკვე აღარ მაინტერესებს. არც ადრე ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ჩემი მშობლები ნერვიულობდნენ... ჩვენი პროფესიის ადამიანებზე სულ ჭორაობენ. ერთადერთი, რაც მაინტერესებს, ისაა, რომ ბევრი ვიმუშაო და მომავალი წლები არ ვიცხოვრო პენსიაზე. არ შემიძლია. თან, სარკეში ჩაიხედო, ნაოჭები დაინახო და თან, ფული არ გქონდეს... ილაპარაკონ მათ, ვინც არაფერს აკეთებს და მერე უყურონ ჩემს შრომის შედეგს.

მახსოვს, გყავდა გვერდით მამაკაცი...

აღარ მყავს... ჩემს პირადში არაფერი ხდება. ნამდვილად ასეა. მარტო ვარ და მივხვდი, რომ ყველაზე შრომისუნარიანი, ენერგიული და ნაყოფიერი მარტოობისას ვარ. სიყვარული ხელს მიშლის. არანორმალური ვიცი ყველაფერი. სულ ვფიქრობ, სადმე რომ გავიდე, არ ეწყინოს-მეთქი... საკუთარ თავზე უარს ვამბობ. ჩვენი პროფესიის ადამიანს მაშინ მამულიჩასნაირი ადამიანი უნდა ჰყავდეს გვერდით. მამულიჩა კი ერთი იყო და ისიც დაკავებულია (იღიმის).

მყავს სამი კატა. ამ ბოლო წლებში აღმოვაჩინე, რომ ვგიჟდები ცხოველებზე. სახლში საჭმელი რომ გამითავდება, მეზარება ჩასვლა, კატებს თუ არ აქვთ საჭმელი, აუცილებლად დილის ხუთ საათზეც ჩავდივარ და ამომაქვს. სახლში ჩემი დაბრუნება უხარიათ და ვერ ვგრძნობ, რომ მარტო ვარ.

ჩემი კატები ბევრ ადამიანს ჯობია, ზოგადად, ცხოველებიც. იმდენად დადებით და პოზიტიურ ენერგიას გაძლევენ... გრძნობენ, როდის ვარ ცუდ ხასიათზე, როცა პრობლემა მაქვს, სამივე ზედ მაზის.

რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მეგობრები აღარ მყავს, იშვიათი ადამიანების გარდა, ორი-სამი ახლო მეგობარი შემომრჩა.

რატომ, რთულ პერიოდში გაგიცრუეს იმედები?

როცა კარგად ხარ, ყველა ნინა-ნინას გაიძახის. ცუდად ყოფნისას არავის უნდიხარ. ისე, ზოგადად, დიდხანს ცუდად ყოფნა არ შემიძლია.

შენი ეს ნათქვამი მამაკაცებსაც ეხება, თუ სამეგობრო წრეს?

არა, სამეგობრო წრეს. იცი, რაში მიმართლებს? რამდენი რომანიც დამთავრებულა, პირველი-ორი თვე გვქონია მძიმე, შემდეგ კი კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბებია. არავის სერიოზული არაფერი დაუშავებია. მეგობრობისთვის ფანტასტიკურები არიან. ყველა მათგანთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთთან განსაკუთრებით ვმეგობრობ. დღემდე, რამე რომ მიჭირს, მას ვურეკავ პირველს და ისიც ასეა... მიხარია ხოლმე მაინც, როცა ხუთი წლის მერე მეუბნებიან - მაშინ ვერ დაგაფასე და ახლა გაფასებო. იცი, რატომ? არავის არაფერს ვთხოვ, კომფორტს ვუქმნი და ზედ ვყვები. ეტყობა, არ არის საჭირო ზედ გადაყოლა...

40 წლის ასაკში კიდევ რამე გადააფასე?

ბოლო ხანია, ძალიან შევიცვალე. განსაკუთრებით, ბოლო ერთი წელი... არ მჯერა, რომ 40 წლის ვარ, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება თავისას შვრება. თავს ძალას აღარ ვატან, რომ რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც არ მინდა. არასდროს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა მივხვდი - ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქრო და მერე სხვაზე. ამის გამო ბევრი წელი დამეკარგა თუნდაც დეპრესიაში, ბევრი საქმე გავწელე, ბევრიც ვერ გავაკეთე.

მამაკაცები გაწუხებენ? სულ გაპრანჭული ხარ...

თუ გადაღება არ მაქვს, არც მაკიაჟს ვიკეთებ და მაცვია ჯინსი და ბოტასი. არსად დავდივარ, კლუბში რომ წავიდე, რა გავაკეთო? ამბობენ, „ბასიანი“ კარგი კლუბია, მაგრამ რომ მივიდე, რა გავაკეთო?!.

„ბნელ ოთახზე“ ლაპარაკობენ ბევრს...

შეიძლება, „ბნელი ოთახის“ სანახავად წავიდეს კაცი (იცინის). „გალერისთვის“ ბებერი ვარ, თავი მისკდება, იქ რომ შევდივარ. ქართულ რესტორანს კი ვერ ვიტან, ქორწილი რომ მქონდეს, მაინც არ შევალ.

გექნება კიდევ ქორწილი?

რაზეც ვამბობ, არ მექნება-მეთქი, ის მემართება... არ ვიცი... რამდენიმე წლით საზღვარგარეთ მინდა წასვლა, აქ თუ ყველაფერი კარგად ავაწყვე, მერე ვიფიქრებ წასვლაზე. უბრალოდ, მინდა, საკუთარ თავში გავერკვიო, მინდა, ბოლომდე მინდა გავიგო, როგორი ვარ.

თუ ძალიან მაგრად არ შემიყვარდა, არ გავთხოვდები!.. მე შემიძლია ძალიან დიდი სიყვარული და საკუთარ თავზე, კარიერაზე უარის თქმაც ამის გამო, ოღონდ თუ იმავეს ვიგრძნობ იმ ადამიანისგანაც. მინდა, ისეთი ადამიანი ვიპოვო, რომლისთვისაც ამას გავაკეთებ, მაგრამ სწორად უნდა აღიქვას ეს ყველაფერი და ჰგონიათ, რომ ვალდებული ხარ. 40 წლის ასაკში ბევრი რამ გადავაფასე... მამაკაცებთან ურთიერთობა ძალიან მეზარება, ზუსტად ვიცი, რა ფინალი იქნება. ყველა ერთნაირია საქართველოში. ფინალის მიზეზი ყველგან ერთი და იგივეა, ბოლოს გიღალატებენ, მერე მოვლენ და გეხეწებიან, მაპატიეო. მე რომ ვუღალატო, მაპატიებენ?!. ღალატს არასდროს ვიმსახურებ და ვერ ვხარშავ.

ანუ ახლა ჩაკეტილი ხარ?

იცი, როგორი? მგონია, რომ ვერასდროს გავიხსნები. ახლა საქმეს ვაკეთებ... უი, სიმღერაც მომინდა ისევ. დიმკა თეიმურაზოვმა არაჩვეულებრივი სიმღერა დამიწერა, მგონი, „მატირე“-ზე მეტი ჰიტი გახდება. ტექსტის დაწერა მინდა თვითონ. ჯერ არ მეჩქარება. როგორც კი ტექსტი მომივა თავში, მალევე ჩავწერ. შეიძლება, კლიპიც გადავიღო. რაც მთავარია, სიმღერა მომინდა. როცა ცუდად ვარ, სიმღერა მინდება. არა, კარგად ვარ, მაგრამ სიცარიელეა, რასაც სიმღერით შევივსებ.

[gallery royalslider="1" link="file" ids="211072,211067,211074,211068,211069,211070,211071,211073,211075,211076,211077,211078,211079,211080,211081"]

ფოტო: დათუნა აგასი 

გადაღების ადგილი: სასტუმრო „კოსტე“

ნინო მურღულია


                    [post_title] => ნინა წკრიალაშვილი: „40 წლის ასაკში ბევრი რამ გადავაფასე!..“
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => nina-wkrialashvili-40-wlis-asakshi-bevri-ram-gadavafase
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-02-05 15:54:56
                    [post_modified_gmt] => 2018-02-05 11:54:56
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=211044
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

        )

    [post_count] => 3
    [current_post] => -1
    [in_the_loop] => 
    [post] => WP_Post Object
        (
            [ID] => 216145
            [post_author] => 23
            [post_date] => 2018-02-21 13:24:49
            [post_date_gmt] => 2018-02-21 09:24:49
            [post_content] => „ჩემი ცოლის დაქალებში“ მსახიობი კახა მიქიაშვილი ვასოს როლში გამოჩნდა, რომელიც ზაზას მეგობარ ანას აწუხებს. ზაზამ გამოსარჩლება გადაწყვიტა და ვასოსგან თავში აგური მიიღო. როგორ გაგრძელდება ეს ხაზი, ჯერ მსახიობმა არ იცის, თუმცა ჩვენთან ინტერვიუში, რომელიც „თბილისი მარიოტში“ ჩავწერეთ,  აღნიშნავს, რომ ვასოსნაირი მამაკაცები საკუთარ საახლობლოში არასდროს ჰყოლია. კახამ ხუმრობით ისიც კი გვითხრა, დაწერეთ, რომ მანიაკი არ ვარო. როგორც სოციალურ ქსელებში კომენტარებისას გამოჩნდა, ზოგიერთმა მაყურებელმა მისი პერსონაჟი ზედმეტად სერიოზულად მიიღო...

სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, თავად მითხარი, ერთ პატარა როლში გამოჩენაც კი ტელევიზიით როგორ პოპულარობას ჰმატებს მსახიობს... 

კახა მიქიაშვილი:

არ ვიცი, ჩემი პროფესიის ნაკლია თუ ხიბლი და ასე იყო ყველა - თეატრში წლები როლი როლზე რომ ითამაშო, წარმატებულად, ისე არ ჩანს, კონკრეტულად თეატრის მაყურებელი აფასებს, საკმარისია, ეკრანში ერთ კადრში გამოჩნდე, განხილვის თემა ხდება. ბუნებრივია, ეს არის კარგი, მსახიობობას უხდება. მეორეა, თუ ნეგატიური როლი შეასრულე, მასთან გაიგივებენ.

გურამ საღარაძის მაგალითი გამახსენდა, მისნაირ კეთილ გულჩვილ და წესიერ ადამიანს ბევრს არ ვიცნობდი. თავად აქვს მოყოლილი, „სახლი ძველ უბანში“ მონაწილეობის შემდეგ, სადმე თუ გამოჩნდებოდა, როგორ იწერდნენ პირჯვარს და გარბოდნენ მისგან (იღიმის). შემიძლია იგივე ვთქვა ბევრ სხვა მსახიობზეც. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არ ვარ მანიაკი, მადლობა ღმერთს (იცინის)!.. ხალხს აგურებს არ ვურტყამ თავში და არც არავის ფანჯარასთან ვდგავარ შესაშინებლად. საერთოდ, მგონია, რომ ჩემი პროფესიის ერთ-ერთი ხიბლი ესაა - რაც უფრო განსხვავებულ ტიპაჟს ქმნი, უფრო სხვანაირს, ვიდრე იქამდე გითამაშია, მით უფრო რთულია. გულწრფელად რომ გითხრათ, სუფთა პროფესიული კუთხით, კომენტარებს, ზოგს ხუმრობით და ზოგს არახუმრობით ნათქვამს - რა, საშინელი როლია, რა ცუდი ტიპი ხარ და როგორ დაგვზაფრეო, პროფესიული ნიშნით კომპლიმენტად ვიღებ. თუ დადებით პერსონაჟს თამაშობ და ხალხს თავი შეაყვარე და დაამახსოვრე, კარგია, როცა ნეგატიურ როლს ასრულებ და ესეც დაამახსოვრდა მაყურებელს, ე.ი. კარგად შექმენი როლი.ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ვითამაშე კარგად, უბრალოდ, ვადარებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მანიაკი არ ვარ. როცა სცენარი წავიკითხე, მზად ვიყავი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში მანიაკის იმიჯი მექნებოდა, მათ შორის, ვინც არ მიცნობს, თორემ ვინც მიცნობს, იცის ჩემი ხასიათი (იღიმის). ვინაიდან ამ სერიალს უყურებს მთელი საქართველო, თუ მთელი სამყარო და მსოფლიო არა, დიდ ნაწილში ეს იმიჯი არ ამცდება, მაგრამ რა ვქნათ, ეს პროფესიის ნაწილია...



ასეთ კომენტარებს მართლა სერიოზულად წერდნენ?

ძალიან გამეცინა და ამასაც შეგუებული ვარ - ისეთმა ხალხმა მომწერა და დამირეკა, ანონსში რომ დამინახეს, წლები რომ არ მინახავს (იცინის). აინტერესებთ, როგორ გაგრძელდება, მაგრამ ნამდვილად ვერ ვეტყვი. ჩემმა მეგობარმა ჩამიგდო, ჩემს ფოტოზე რა კომენტარებიც წერია, სერიოზული განხილვა იყო. რა ვქნა, რა ვუყო... მანიაკი ნამდვილად არ ვარ. მაყურებელი ნახავს, როგორი მშიშარაა ჩემი პერსონაჟი. მანიაკები ყოველთვის მშიშრები არიან...

ისე, ვასოსნაირ ადამიანს შეხვედრიხარ?

ღმერთმა დამიფაროს. ისეთ სოციუმსა და საზოგადოებაში ვტრიალებ, ასეთი ავადმყოფები არ არიან. სხვათა შორის, ამ როლზე მუშაობისას მე და რეჟისორი შევთანხმდით მარტივად, ჩაცმაზე იყო საუბარი. თუ პირდაპირ ეტყობა ადამიანს, რომ მანიაკია, არავინ დაამყარებს მასთან კომუნიკაციას. ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივად აცვიათ, თითქოს ჩვეულებრივად იქცევიან და ასე ადვილად ვერ შეატყობ. შეიძლება, შევხვედრივარ კიდეც, მაგრამ ვერ მივმხდარვარ. მთელი პრობლემა, ალბათ, ასეთი ადამიანებისა, ის არის, რომ შეიძლება, თავაზიანიც იყოს პირველ ეტაპზე და შემდეგ ურთიერთობაში აჩენს საკუთარ სახეს. ჩემი ახლო მეგობარი გოგონებისგანაც არ გამიგია, რომ ასეთი პრობლემა ჰქონიათ, მაგრამ ალბათ, ხდება.

ისე, შენს მეგობარ გოგონას გამოესარჩლებოდი ასეთ შემთხვევაში?

თუ შენი ახლობელი გოგონა მოგმართავს, ეცდები დახმარებას. არ ვიცი, რა ფორმით მოვახერხებდი ამას ან მეც აგურს ჩამარტყამდნენ თუ არა, მაგრამ ვიმედოვნებდი და ვისურვებდი, რომ ნორმალურ სახელმწიფოში ყველაფერს კანონი არეგულირებდეს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში იყოს მუშტი-კრივი და დასისხლიანება. კონკრეტულ შემთხვევაში რას იზამ, არ იცი. თუ ანას კუთხიდან შევხედავთ, გოგონა მარტო ცხოვრობს, დაუცველია, მიმართა პატრულს, აშანტაჟებს ის ბიჭი და ვერაფერს შვრება.

გადაღებების პროცესი როგორი იყო?

არ იყო რთული, გულწრფელად გეუბნებით. სერიალში ბევრი დრო არ გაქვს, ტექსტს გიგზავნიან, უცებ გადიხარ, რეჟისორი ამოცანას გისახავს... ნამდვილად არ გამჭირვებია, თან, ყველას ვიცნობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს - მათ იციან, რომ მე მანიაკი არ ვარ და მე ვიცი, რომ ისინი არ არიან მანიაკები (იცინის).



რამდენჯერ გაიმეორე...

არა, ამას უკვე ხუმრობით ვამბობ (იცინის). სასაცილო ის იყო, სადაც ვიღებდით, ბევრმა ნაცნობმა გამოიარა, მათ შორის, სასულიერო პირებმა, მომესალმნენ. გულში ვფიქრობდი, ნეტავ, იცოდეთ, ვის ესალმებით-მეთქი. სერია რომ გავიდა, იმავე ხალხმა მითხრა, თურმე, რა როლში გიღებენო.

კასტინგი გაიარე?

არა, პირდაპირ დამირეკეს და შემომთავაზეს...

ძალიან კარგი მანიაკი იქნებიო?

(იცინის) ისე, ამ შემოთავაზებაზე გამეღიმა, რაღა მანიაკის როლი შემომთავაზეთ-მეთქი... ადრეც მქონდა შეთავაზება, კატოს რომელიღაც თაყვანისმცემლის როლზე, აღარ მახსოვს ზუსტად. ეკა მჟავანაძემ, ჩვენმა კოლეგამ, შესანიშნავმა ადამიანმა დამირეკა. მანიაკის როლიც სრულიად განსხვავებულია ჩემგანაც და ჩემი ნათამაშები როლებისგანაც. მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც არ თვლიან, რომ ყველგან უნდა გამოჩნდე. ჩვენს პროფესიაში ცნობადობას აქვს მნიშვნელობა და ზოგი მიიჩნევს, რომ შავი პიარიც პიარია. მე არ მაქვს ეს მოსაზრება. ვიცი ეპატაჟური ადამიანები და არავის განვიკითხავ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველანაირი ხერხით უნდა წარმოაჩინონ თავი... ჩემში ეს არ ზის და ეკრანზე გამოჩენის პრობლემაც არ მაქვს. როცა სცენარი წავიკითხე, მაინც დავფიქრდი, მინდოდა თუ არა ამ როლის შესრულება, თუმცა რამდენიმე წუთს ვიფიქრე და მერე დავთანხმდი... საინტერესოა მაინც.

არის როლი, რომელსაც არ დათანხმდებოდი?

ორჯერ მომიწია უარის თქმამ, ერთხელ ფიზიკურად არ მეცალა, მეორედ - მცირე მკურნალობის კურსს გავდიოდი. პორნოგრაფიაში რომ არ ვითამაშებდი, ზუსტად ვიცი. ნამდვილად - არა!.. არც ეროტიკულ სცენაში ვითამაშებდი. ქართულ კინოში მინახავს ეროტიკული სცენები და არის მაინც უხერხულობები, ამასაც გამოცდილება და მიჩვევა სჭირდება. დიპლომში თეატრისა და კინოს მსახიობი მიწერია, მაგრამ სასწავლებელი ისე დავამთავრე, კინო არ მისწავლია. ეროტიკულ სცენაში მონაწილეობას სხვა თავისუფლება სჭირდება, არ მიფიქრია, კომპლექსია თუ რა არის.

მსახიობობის გარდა სხვა რაღაცებით ხარ დაკავებული...

ძირითადად ვარ თეატრში, რამდენიმე წელია, ვმუშაობ ტელევიზიაში, მიმყავს საღამოები და კონცერტები, კორპორატიული საღამოები. 20 წელი ხდება, რაც მსახიობი ვარ და მადლობა ღმერთს, სულ დაკავებული ვარ, შემოქმედებითი პაუზა არ მქონია. სხვა პროფესია არ მიცდია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროფესიაში ვარსკვლავებს ვწყვეტ, მაგრამ ახლა სხვა არაფერი წარმომიდგენია. სალომე გოგიაშვილმა და მისმა მეუღლემ გახსნეს პრესტიჟული ავეჯის მაღაზია და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მე უნდა ვყოფილიყავი დირექტორი. ჩემთვის დამატებითი გამოწვევა და ფინანსური შემომსავალიც იყო, ასე რომ, კომპანიის დირექტორიც გავხდი.



ფინანსურად მომგებიანი მსახიობის პროფესია ვერ გახდა ვერასდროს...

არც ყოფილა და არც იქნება. მე ვისაც ვიცნობდი, არც ერთი მსახიობი არ ცხოვრობდა კარგად. ადრე პატივისცემა ჰქონდათ, შესაძლოა, ურიგოდ მიეღოთ ბინა ან მანქანა, ისიც - ყველას არა. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მცირე ბაზარი გვაქვს, რამდენი შეიძლება დაადო ბილეთს, რომ კარგად იცხოვრო? მართლა საარსებო მინიმუმზეა საუბარი. მე არ ვწუწუნებ, ბევრი ნიჭიერი და ღირსეული ადამიანი 300-350 ლარზე არსებობს. კინოშიც არ არის დიდი ჰონორარები.

კინოდან გაქვს შემოთავაზებები?

ერეკლე ბადურაშვილის ფილმში ვმონაწილეობ, რომელსაც ახლა იღებენ. ვარ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“, თუმცა არ ვიცი, რამდენ ხანს იქნება ჩემი პერსონაჟი. სიამოვნებით გავყვები ამ პერსონაჟს, რადგან თავიდანვე ვთქვი თანხმობა. ეგრე, თეატრში საფრთხობელას ვთამაშობ და ხალხი ხვდება, რომ ყანაში არ ვდგავარ (იცინის).

ისე, შეიძლება, მამაკაცს ქალი ისე შეუყვარდეს, რომ ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს?

მგონია, რომ ეს ნორმა არ არის. ალბათ, ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ გოგონას ასე ხიბლავს, სცემეს და მაინც დაურეკა. მაგრამ როცა ადამიანი პატრულს გაყენებს ან ქუჩაში გხვდებიან, უნდა მიხვდე, რომ იქ შენი ადგილი არ არის. მე მაინც მგონია, რომ ასე არ შეიძლება, სიყვარულის გამო მოიქცნენ.

„ჩემი  ცოლის დაქალებში“ გამოჩენის მერე თაყვანისმცემლები ხომ არ გააქტიურდნენ?

საერთოდ არ მყავს თაყვანისმცემლები, არც მყოლია. სხვა მსახიობებზე გამიგია, ჩემზე არა. პირდაპირი ადამიანი ვარ. ვიღაცას არ ეგონოს, რომ თავმდაბლობით ვამბობ, შეიძლება, ცუდია ჩემი პროფესიისთვის,  მაგრამ ზედმეტად თავის წარმოჩენას არ ვცდილობ. რაც არის, იმაზე შემიძლია ლაპარაკი. შეიძლება, ორჯერ-სამჯერ მოსულა თეატრში ვიღაც და ავტოგრაფი ჩამოურთმევია, მაგრამ არ ყოფილა არასდროს, რომ ქუჩაში დამხვედროდა ვინმე, შენზე ვგიჟდებიო (იცინის). ახლა მით უმეტეს, ვინ მოვა? ისეთი როლი ვითამაშე, თუკი ვინმე იყო, სულ დამბლოკავს, ალბათ. იფიქრებს, მანიაკი ყოფილაო. თუ ვინმე გამოჩნდება, ე.ი. მანიაკალური გადახრები ჰქონია. ახლა მივხვდები, ამ როლის შემდეგ, ვის რა განზრახვა ჰქონია ჩემთან მიმართებაში (იცინის).

[gallery royalslider="1" ids="216156,216159,216165,216158,216161,216160,216162,216157,216163,216164,216166,216167"]

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „მარიოტი თბილისი“



ნინო მურღულია
            [post_title] => კახა მიქიაშვილი: „პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მანიაკი არ ვარ!..“
            [post_excerpt] => 
            [post_status] => publish
            [comment_status] => closed
            [ping_status] => closed
            [post_password] => 
            [post_name] => kakha-miqiashvili-pirdapir-minda-vtqva-rom-maniaki-ar-var
            [to_ping] => 
            [pinged] => 
            [post_modified] => 2018-02-21 13:41:53
            [post_modified_gmt] => 2018-02-21 09:41:53
            [post_content_filtered] => 
            [post_parent] => 0
            [guid] => http://fortuna.ge/?p=216145
            [menu_order] => 0
            [post_type] => post
            [post_mime_type] => 
            [comment_count] => 0
            [filter] => raw
        )

    [comment_count] => 0
    [current_comment] => -1
    [found_posts] => 99
    [max_num_pages] => 33
    [max_num_comment_pages] => 0
    [is_single] => 
    [is_preview] => 
    [is_page] => 
    [is_archive] => 1
    [is_date] => 
    [is_year] => 
    [is_month] => 
    [is_day] => 
    [is_time] => 
    [is_author] => 
    [is_category] => 
    [is_tag] => 1
    [is_tax] => 
    [is_search] => 
    [is_feed] => 
    [is_comment_feed] => 
    [is_trackback] => 
    [is_home] => 
    [is_404] => 
    [is_embed] => 
    [is_paged] => 
    [is_admin] => 
    [is_attachment] => 
    [is_singular] => 
    [is_robots] => 
    [is_posts_page] => 
    [is_post_type_archive] => 
    [query_vars_hash:WP_Query:private] => 9d260f8f65913a76c41de38a08862356
    [query_vars_changed:WP_Query:private] => 
    [thumbnails_cached] => 
    [stopwords:WP_Query:private] => 
    [compat_fields:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => query_vars_hash
            [1] => query_vars_changed
        )

    [compat_methods:WP_Query:private] => Array
        (
            [0] => init_query_flags
            [1] => parse_tax_query
        )

)

მსგავსი სიახლეები