LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: არ გვჭირდება ჩადება [ვიდეო]

164

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “ახალ კვირაში” “არაჩადებას” კამპანიასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხა.

როგორც მინისტრმა თქვა, ამ კამპანიის მხარდაჭერა უწყების მხრიდან აღიარება არაა. გახარიას განმარტებით, ეს ნიშნავს, იმას, რომ შსს-ს ჩადება არ სჭირდება.

“ეს არაფრის აღიარება არაა. ამით ჩვენ ვაფიქსირებთ მარტივ პოზიციას, რომ ჩადება, როგორც ასეთი არ არის სწორი. ჩვენ არ ვაპირებთ არავის ჩავუდოთ. ეს არის კეთილსინდისიერი პოლიციელის შეურაცხყოფა, მისი ინტელექტის შეურაცყოფა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადება ჩვენ არ გვჭირდება.

სამწუხაროდ… მოგეხსენებათ, სახელმწიფო სულ უფრო და უფრო ჰუმანური ხდება. ხშირ შემთხვევაში, “ჩამიდეს” მცემეს” გარკვეული სტრატეგია ხდება დაცვის კომპონენტში, სხვათაშორის ადვოკატირების დროსაც”, – განაცხადა შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ თუ ასეთი ფაქტი დადასტურდება უწყება ყველაზე მკაცრი იქნება ამის აღმოსაფხვრელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები