LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: პოლიციელის ხელფასი არაადეკვატურია

32

“არ შეიძლება იყოს 800 ლარი ადეკვატური ხელფასი, ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია მეორე მოქალაქის სიცოცხლეზე. ეს არაადეკვატურია”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “ახალი კვირის” ეთერში ისაუბრა.

ამასთან შს მინისტრმა, ისაუბრა დაგეგმილ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფა და გარანტიები უფრო მაღალი და ხარისხიანი უნდა უყოს.

მანვე განმარტა, რომ სოციალური გარანტიების ძირითადი კომპონენტი მხოლოდ ხელფასი არ არის.

„ჩვენ ამას უფრო კომპლექსურად ვუდგებით და ვთვლით, რომ ეს ადამიანური რესურსების მართვის ერთ–ერთი კომპონენტია. სოციალური დაცვის ის გარანტიები და პროგრამები, რომლებიც შსს–შიუახლოეს პერიოდში განხორციელდება, სწორედ ჩვენი პოლიციელების სოციალური დაცვისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები