LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გიგოლაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ რეგიონებშიც გაიგეს, რამაც ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვა

93

ჯანდაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტის 96 მილიონი ლარით ზრდა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას მოხმარდება, რომლისთვისაც გამოყოფილი 484 მილიონი ლარი, დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად, ამოწურულია. შესაბამისი ცვლილებით ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია.

როგორც სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა და ექსპერტმა გიორგი გიგოლაშვილმა ”ფორტუნას” განუცხადა,  ბიუჯეტის დაგეგმილზე ადრე ამოწურვა და თანხის დამატების საჭიროება კონკრეტულმა გარემოებებმა განაპირობა.

„საყოველთაო დაზღვევის პროგრამა საკმაოდ კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, საბაზისო  აქვს დაფარვა თუ ხარჯებს სრულად ანაზღაურებს. პირველ ეტაპზე პროგრამაში მხოლოდ მსხვილი ქალაქები ჩაერთო, მოგვიანებით კი რაიონებშიც გაიგეს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მათთვის ხელსაყრელი იყო, ამიტომ გაიზარდა მიმართვიანობა, ლოგიკურად გაიზარდა სახელმწიფოს ხარჯებიც და დღის წესრიგში უკვე დაფინანსების გაზრდა დადგა“ – განაცხადა გიგოლაშვილმა.

რაც შეეხება ანაზღაურებასთან დაკავშირებით რიგ შემთხვევებში დაფიქსირებულ პრობლემებს. სადაზღვევო ექსპერტი განმარტავს, რომ ამ მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ფაქტობრივად, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანიას შედარებით იაფი პოლისი აქვს და მომსახურების ხარისხიც შესაბამისია.

2015 წლის ბიუჯეტის კიდევ ერთხელ კორექტირების შესახებ ფინანსთა მინისტრმა ცოტა ხნის განაცხადა და კორექტირების პროექტი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც გააცნო. გეგმის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა განისაზღვრა.

ეკონომისტები მაშინ აცხადებდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი, რის გამოც მათი ინფორმაციით, მთავრობას მისი ზრდა დაახლოებით 94 მილიონი ლარის ფარგლებში მოუწევდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g