LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი დღეს თურქეთში გაემგზავრება

84

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, სტამბოლში, “ევრაზიის გვირაბის” გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაური, თურქეთს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გაემგზავრება ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პატივს მიაგებს 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.