LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ანგელა მერკელს შეხვდება

26

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27 სექტემბერს ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ანგელა მერკელთან.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები