LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელი ვარაუდობს, რომ მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია პუტინის გადაწყვეტილებაზე, დაეწყო ომი უკრაინაში

187
105412037-1535009573563gettyimages-1018892328

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისმა გადადგომამ შესაძლოა, გავლენა იქონია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა RND-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„შესაძლოა, ჩემმა გადადგომამ ხელი შეუწყო, ისევე, როგორც საფრანგეთის არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და „მინსკის შეთანხმებების“ შესრულების შეფერხებამ.

აშკარა იყო, რომ მე თანამდებობაზე აღარ ვიქნებოდი, ამიტომ უბრალოდ, უნდა ვთქვა, რომ გასული წლის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები