LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას ლუკაშენკოს შანტაჟი“ – ანგელა მერკელს ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბრის გამო აკრიტიკებენ

63
ლუკაშენკო და მერკელი

გერმანიის „მწვანეები“ ქვეყნის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელს, ანგელა მერკელს ბელორუსის ლიდერთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარს აკრიტიკებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია – „შპიგელი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ანგელა მერკელი ბელორუსის დიქტატორ ლუკაშენკოს, პოლონეთის საზღვარზე არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ესაუბრა.

გერმანიის „მწვანეების“ პოლიტიკოსმა ომიდ ნურიპურმა Deutschlandfunk-ზე „დამანგრეველი სიგნალის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირმა ლუკაშენკოს ხელმეორედ არჩევა გასულ წელს არ აღიარა, თუმცა, მისი სატელეფონო ზარით მერკელმა დე ფაქტო უკვე აღიარა.

„ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას ლუკაშენკოს შანტაჟი“, – მოითხოვა ნურიპურმა და მმართველობას სასაზღვრო ზონაში ჩარჩენილი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ მოუწოდა.

რუსული გამანადგურებლები ბელარუსში იფრენენ – კრიზისი პოლონეთის საზღვარზე

„ამ ადამიანებს უნდა გაეწიოს დახმარება და უნდა მიეცეთ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის უფლება” – განაცხადა პოლიტიკოსმა.

გერმანიის მთავრობის სპიკერის შტეფენ ზაიბერტის თქმით, მერკელი ორშაბათს დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში საუბრობდა ლუკაშენკოსთან.

გერმანიის ფედერალური მთავრობის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა პოლონეთთან და ლიეტუვასთან სასაზღვრო ზონაში ლტოლვილების მდგომარეობაზე, ასევე შესაძლო ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

ლუკაშენკო მერკელთან მორიგი სატელეფონო საუბრის შესახებ კი აცხადებს, რომ მან მერკელს კრიზისის მოგვარების წინადადება შესთავაზა. 

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთთან ომისთვის“ – პოლონეთისა და უკრაინის საზღვრებთან კვლავ კრიზისია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები