LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული გამანადგურებლები ბელარუსში იფრენენ – კრიზისი პოლონეთის საზღვარზე

167
სამხედროები პოლონეთის საზღვარზე

CNN-ის ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ბელარუსის საჰაერო სივრცეში, ბელარუსულ საჰაერო ძალებთან ერთად, პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე მიგრანტთა კრიზისის პარალელურად, პატრულირების ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავებმა გამოცადეს სახმელეთო კონტროლის პუნქტებთან ურთიერთქმედების საკითხები.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხის ცნობით, სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ჰაერში და მიწაზე მიმდინარე სიტუაციის ადეკვატურ პასუხს.

„ერთობლივი ფრენები რეგულარულად განხორციელდება“, – წერია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში.

პოლონურმა მხარემ ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ განსაკუთრებული ზონა შექმნა. საზღვართან მობილიზებულია 15 000 ჯარისკაციც, რომლებმაც ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლის მსურველ მიგრანტები უნდა შეაფერხონ.

ენტონი ბლინკენი: ვიდრე ბელარუსი ევროპაში უსაფრთხოებას ძირს უთხრის, ჩვენ ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლას განვაგრძობთ

დასავლური სახელმწიფოების თანახმად, ბელორუსი ეხმარება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მომავალ მიგრანტებს ევროკავშირში შესვლაში, რათა მისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ევროპაში მიგრანტთა კრიზისი შექმნას.

დასავლური მედიის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლუკაშენკო კრიზისის ხელოვნურად შექმნის მითითებებს მოსკოვში იღებს.

ფოტოზე: ემიგრანტები ბელორუსი-პოლონეთის საზღვარზე/CNN
magti 5g