LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი: ვიდრე ბელარუსი ევროპაში უსაფრთხოებას ძირს უთხრის, ჩვენ ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლას განვაგრძობთ

74
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბელარუსს მიგრანტების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვიდრე ბელარუსი ევროპაში უსაფრთხოებას ძირს უთხრის, აშშ ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ ზეწოლის განხორციელებას განაგრძობს.

„ვიდრე ლუკაშენკოს რეჟიმი უარს ამბობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, სანამ ის ძირს უთხრის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში თავისი ქმედებებით, სანამ აგრძელებს იმ ადამიანების რეპრესიებს და შეურაცხყოფას, რომლებსაც თავისუფლებაში ცხოვრება სურთ, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას ლუკაშენკოზე და მის რეჟიმზე,“- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან ათასობით მიგრანტია თავმოყრილი, რომელიც პოლონეთში შესვლას ცდილობს. ვარშავამ, საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასაზღვრო რეგიონში დამატებითი ძალები განათავსა.

 

კერძოდ, ბელარუსის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშაკის ინფორმაციით, მობილიზებულია 15 000-მდე ჯარისკაცი.

ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც, ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს.

ფოტო: Washingtonpost
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g