LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულთბილი ჩახუტება – მაკრონმა მერკელს საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა და ევროპის ერთიანობის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა

54
1

16-წლიანი მმართველობის შემდეგ, გერმანიის ფედერალური მთავრობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა.

მანამდე კი, სანამ ახალ კანცლერს აირჩევენ, ანგელა მერკელი კანცლერის მოვალეობის შემსრულებლად რჩება.

მუდმივი მცდელობა კონფლიქტების მოგვარებისთვის, შექმნილ კრიზისულ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, მსოფლიო ლიდერებისთვის ახალი იდეების შეთავაზება – ეს მერკელის ჩვეული პოლიტიკური სტილია, რომლისთვისაც დღეს მას მსოფლიო ლიდერები მადლობას უხდიან.

“მას შემდეგ, რაც კანცლერი გახდით, საფრანგეთმა თქვენი გაცნობა და შეყვარება ისწავლა.” – ასე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ მერკელს მაშინ, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი გადასცა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მერკელი ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან თანამშრომლობდა, შემდეგ ნიკოლა სარკოზისთან – ფინანსური კრიზისის დასაძლევად, ფრანსუა ოლანდთან ერთად ის ძალისხმევას არ იშურებდა ტერორიზმისა და საიმიგრაციო კრიზისის დასაძლევად, თავად მაკრონისთან ერთად კი კოვიდპანდემიას ებრძოდა.

მერკელმა კავალერის ორდენი სამოქალაქო მიღწევებისთვის, მადლობა კი ევროპის ერთიანობის შენარჩუნებისთვის მიიღო.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა არაოფიციალურ გარემოში, ქალაქ ბოუნში შედგა.

მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მაკრონის გულთბილი ჟესტიც – ის მერკელს ჩაეხუტა და მრავალი წლის განმავლობაში, კრიზისის მოგვარების მცდელობისა და ევროპის გაერთიანებისთვის მადლობა გადაუხადა.

“მან მადლობა გადაუხადა მოთმინებისთვის და იმ გაკვეთილებისთვის, რაც მაკრონს ასწავლა.” – წერს მედია.

მაკრონმა და მისმა მეუღლემ მერკელს ასევე დაათვალიერებინეს მე-15 საუკუნის ღარიბთა ყოფილი საავადმყოფო, სადაც ახლა  ბურგუნდიული ღვინოების ყოველწლიური საქველმოქმედო აუქციონი იმართება.

შებინდებისას კი ქუჩებში ასობით მოქალაქე გამოვიდა, როდესაც ქუჩებში საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი დასეირნობდა ანგელა მერკელთან ერთად, მისი, როგორც კანცლერის რანგში გამოსამშვიდობებელი ვიზიტის დროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები