LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა

51

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაცია მოახდინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.

პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციით პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაიწყო.