LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი – ამ ეტაპზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დავაფიქსირებ

65

ამ ეტაპზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პოზიციას ვერ დავაფიქსირებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საკითხზე დეტალურად მსჯელობას არ აპირებს. შესაბამისად, კითხვაზე, ხომ არ აპირებს შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე, პრეზიდენტმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„ბრიფინგზე არ განიხილება მსგავსი საკითხი. დისბალანსის პარალელურად, რაშიც იგულისხმება პოლიტიკურად მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, ამ საქმეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაერთო, თუმცა საკითხის განხილვას და დეტალურად მსჯელობას არ ვაპირებ ამ ეტაპზე და შემდეგში გადავხედავ საკითხს“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები