LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტს ვენეციის კომისიას უგზავნის

27

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტს ვენეციის კომისიასა და უმრავლესობას უგზავნის.

როგორც პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა ძირითად საკითხებზე კონსენსუსს მიაღწიეს და სწორედ ამ შეჯერებული პოზიციით შექმნილი დოკუმენტი გაუგზავნეს ვენეციის კომისიასა და საპარლამენტო უმრავლესობას.

“მიუხედავად იდეოლოგიულ-პოლიტიკური პოზიციების განსხვავებულობისა, ვთანხმდებით კონსტიტუციის შემდეგ საკითხებზე: პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ შემოღება და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესით შენარჩუნება, ბარიერის დაწევა 3%-მდე და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება და, ასევე, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერება. კონსტიტუციის მიღების პროცესში კონსენსუსს აქვს უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიყენოს კონსტიტუციური პროექტის კონსენსუსით მიღების ისტორიული ფაქტი,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები