LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო

72
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღ. ჯო ბაიდენის წერილი გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.
როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ჯო ბაიდენი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს წერილიც  სწორედ  მისი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო. საუბარი შეეხო ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მზარდ მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები