LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა კარტოფილის უხვი მოსავალი აიღო

347

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ კარტოფილის მოსავალი აიღო, რომლის თესლი მას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, 2016 წლის ოქტომბერში, თბილისში ვიზიტის დროს აჩუქა. შესაბამის ფოტომასალას პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

“ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ! ბელორუსული სათესლე კარტოფილის გამოყენებით, დაცულ აგროვადებში, უხვი მოსავალი – 1 ტომრიდან 6 ტომარა კარტოფილი მივიღეთ. მადლობა მეგობრებს!“, – წერს მარგველაშვილი

https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/posts/818711914963750

ლუკაშენკოს მიერ ნაჩუქარი კარტოფილი, პრეზიდენტმა საკუთარ მიწის ნაკვეთზე – დუშეთში შარშანაც დათესა, მაგრამ, როგორც მან აღიარა, მოსავალი ისეთი უხვი ვერ მიიღო, როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა.

მანამდეც გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავდა,  რომ ის და ლუკაშენკო ერთმანეთს ეჯიბრებიან — ვინ უფრო დიდ მოსავალს აიღებდა.

 

პოპულალურები