LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე ჯაზის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით დაუკრავს

158

არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი, ქართული კულტურის ელჩი – გიორგი მიქაძე  30 აპრილს The National Jazz Museum in Harlem-ში  ჯაზის ახალგაზრდა თაობის  წარმატებულ და ცნობილ ოთხ მუსიკოსთან ერთად  მთელი საღამოს განმავლობაში არაერთ კომპოზიციას შესთავაზებს მსმენელს და ასევე ისაუბრებს საკუთარი შემოქმედების შესახებ.

ნიუ-იორკში, International Jazz Day-ის მთავარი მოვლენის აღნიშვნას დაესწრებიან ცნობილი იმპრესარიოები, ჯაზის კრიტიკოსები, სხვადასხვა თაობის ჯაზ-შემსრულებლები,  მწერლები, რეჟისერები, რომელთაც  ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი. საღამოს კურატორი იქნება The National Jazz Museum in Harlem-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯონათან ბატისტა.

30 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს ჯაზის საერთაშორისო დღეს, რომელიც 2011 წლის ნოემბერში იუნესკოსგენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა.  გადაწყვეტილება მიზნად  ისახავდა ხაზი გასმოდა ჯაზის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობასა და ინფორმაციის გავრცელებას, როგორ გახდა მუსიკის ეს სახეობა სხვადასხვა კულტურის ნაწილი.

12986644_1174142415959500_899262511_oჯაზის საერთაშორის დღეს უამრავი ქვეყანა აღნიშნავს, წელს  ამ მოვლენის ეპიცენტრი  აშშ-ს დედაქალაქი  ვაშინგტონია,  სადაც მსოფლიოში ცნობილ  ჯაზ-არტისტების მონაწილეობით შედგება  გრანდიოზული  გალა-კონცერტი.   ღონისძიებას  მასპინძლობს თეთრი სახლი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა  და პირველი ლედი მიშელ ობამა.

ჯაზის საერთაშორისო  დღე არანაკლები პომპეზურობით აღნიშნება „ჯაზის მექად“  წოდებულ  ნიუ-იორკში, აქ ძირითადი ეპიცენტრი  The National Jazz Museum in Harlem-ია. უდიდესი ისტორიის მქონე მუზეუმის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯონათან  ბატისტამ (Jonathan Batiste) პირადად მიიწვია ჯაზ-ელიტისათვის უკვე კარგად ცნობილი გიორგი მიქაძე.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, ნიუ-იორკის უდიდეს კონკურენტულ გარემოში პიანისტების შერჩევისას არჩევანი სწორედ გიორგი მიქაძეზე გააკეთეს,  რადგან, მათი თქმით, გიორგი არის „უნივერსალური ტიპის შემსრულებელი“,  რომელიც ყველა ჟანრის და სტილის  მუსიკას სრულყოფილად ფლობს და შესანიშნავად ასრულებს.   ამავე დროს, ხაზი გაუსვევს გიორგი მიქაძის შემოქმედებაში, თუ „როგორ ორგანულადაა შერწყმული ჯაზური ხელოვნების, ჰიპ-ჰოპის, ელექტრო-აკუსტკური,  კლასიკური მუსიკის და ქართული ფოლკლორის ელემენტები, რითაც იქმნება ძალიან უჩვეულო,  ახალი,  სრულიად განსხვავებული ჟღერადობა და ჰარმონია, რომელითც გამოირჩევა გიორგის მუსიკა ყველასა და ყველაფრისაგან, რაც აქამდე მოუსმენიათ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები