LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძისა და „ბასიანის“ „ვოისა“ ნიუ იორკის პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში წარადგინეს

172

„ვოისა“ – ეს არის პიანისტ გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი, საინტერესო და უნიკალური პროექტი, რომელიც მცირე ხნის წინ ნიუ იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში წარადგინეს.

„ვოისამ“ საკუთარ თავში გააერთიანა სხვადასხვა თანამედროვე მუსიკალური ჟანრი და ქართული ხალხური მუსიკა. პროექტის ფარგლებში გიორგი მიქაძემ 6 კომპოზიციის არანჟირება შექმნა, მათ შორისაა „შიოლა“, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეძღვნება, „ზეზვა და მზია“, „ოდოია“, „მარებელი“, „ბიბა“, „ვოისა“.

სპეციალურად ამ პროექტისთვის მუსიკოსმა მოიწვია ბერკლის სამუსიკოსი სკოლის პროფესორი, ჰიპ-ჰოპ არტისტი, დიჯეი რეიდარ ელისი, რომელიც მას სიამოვნებით დათანხმდა მუსიკალურ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე.

ზემოხსენებული პროექტი გიორგი მიქაძის დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ჩაფიქრებული. „ბასიანი“ სწორედ ის ანსამბლი იყო, რომელთან ერთდაც წარმოედგინა „ვოისაზე“ მუშაობა, მით უმეტეს, „ბასიანთან“ რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს.

„ვოისა“-ს პრემიერის გაკეთება ShapeShifter Lab-ის ცნობილ საკონცერტო სივრცეში გადაწყდა, სადაც არაერთი ნოვატორული პროექტი განხორციელებულა. პროექტის შექმნა საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. პირველი ეტაპი სულ ახლახან დასრულდა და მსმენელს კლიპების ნახვის შესაძლებლობა აქვს.

გიორგი მიქაძე:

მინდა გაგიმხილოთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და ვემზადებოდი, თუ როგორ შემესხა ხორცი რეალობაში. გამოგიტყდებით, ეს იყო ჩემი ბეწვის ხიდზე გავლა, ვინაიდან საქმე მქონდა უნიკალურ ქართულ ფოლკლორთან და მას ფანტასტიკურ შემსრულებელ ანსამბლ „ბასიანთან“. კომპოზიციებზე მუშაობისას მაქსიმალურად ჩავდე ჩემი შესაძლებლობები, ენერგია და გამოცდილება. ფაქტობრივად, პროექტი „ვოისა“ წარმოადგენს ქართული ტრადიციული კულტურის ტრანსფორმაციას გლობალიზაციის ეპოქაში.

თუ როგორი პროექტი შევქმენით, ამის შეფასება  პროფესიონალი მსმენელისათვის მიმინდვია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი დონაძეს, ზურა წკრიალაშვილს, ქალბატონ ნანა გოთუას, ანსამბლ „ბასიანის“ და ჩემი ბენდის თითოეულ წევრს, რადგან მათ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლეს შეზღუდულ დროში.  დიდი სურვილი მაქვს ჩვენი პროექტი ცოცხალი შესრულებით ქართველი მსმენელის წინაშე წარვადგინოთ.

ნინო მურღულია  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები