LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვარდოსანიძის მეორე ცოლი მასზე 10 წლით უფროსია

2360

გიორგი ვადროსანიძე უკვე ერთი წელია დაქორწინებულია. პირველ მეუღლეს, სალომე ჭაჭუას საკმაო ხანია, რაც გაშორდა და ცოლად ავსტრალიაში მცხოვრები ქალბატონი მოიყვანა, რომელიც მასზე უფროსია, თუმცა მსახიობი თავს ძალიან კარგად გრძნობს.

„მე ცოლიანი ვარ უკვე ერთი წელია და ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი. წინა ახალ წელს დავდე პოსტი, რომ გავბედნიერდი და ეს ადამიანი ჩემთან ერთად არის“, აღნიშნავს „თბილისელებთან“ ინტერვიუში გიორგი ვარდოსანიძე – „ქართველი არაა. ავსტრალიაში ცხოვრობდა. ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდან ონლაინ-ურთიერთობა გვქონდა, მერე ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა. დღეს ერთად ძალიან ბედნიერები ვართ… 23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე მოსკოვში. ორმოცის ხდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს. მიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები