LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ონიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე – სოფო კილაძე

99

“ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა მომენტი, როცა მან პასუხი უნდა აგოს,” – ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გოგა ონიანის დაკავების თაობაზე გააკეთა.

დეპუტატი აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არავითარი პოლიტიკური სარჩული არ გააჩნია.

“ზოგადად, ამ ადამიანის მიმართ პირადად მე ძალიან დიდი ხანია მაქვს კითხვები. კადრები, რომელიც ვიხილეთ, თუ რას აკეთებდა ეს ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის დააკავეს. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ყველანი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ,”- განუცხადა ჟურნალისტებს სოფო კილაძემ.

ადვოკატი, გიორგი ონიანი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზში დააკავეს. ონიანს, რომელიც სასამართლომ ოთხივე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები