LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში განთავსებისთვის დამატებით 74 ახალი ოთახი შეიქმნა

94

გუდაურში, პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ორი ახალი სასტუმრო გაიხსნა. განთავსების ახალი ობიექტების მეშვეობით დამატებით 74 ახალი ოთახი შეიქმნა და 42 ადამიანი დასაქმდა.

როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აღნიშნავენ, შპს სასტუმრო “გუდაური ინნ” და შპს „ბარაკონი“, „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრომ „გუდაური ინნ” დამატებით 60 ახალი ოთახი შექმნა და 36 ადამიანი დაასაქმა, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 500 000 ლარს შეადგენს. შპს „ბარაკონმა“, რომლის პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 440 000 ლარს შეადგენს, ახალ სასტუმროში სახელწოდებით Quadrum-Gudauri დამატებით 14 ახალი ოთახი შექმნა და პირველ ეტაპზე 6 ადამიანის დასაქმება შეძლო.

”მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების რიცხვი შესამჩნევად მატულობს. ახალ პროგრამას უკვე 19 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებენ”, – განმარტავენ მეწარმეობის სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები