LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულის სიღრმემდე შემძრა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ – გიორგი მარგველაშვილი

57

გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ, –  საქართველოს პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის ოჯახსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,“- წერს გიორგი მარგველაშვილი.

ცნობილი ქართველი მსახიობი, ლიკა ქავჟარაძე, აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, იგი სახლში მარტო იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები