LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში პირველი თოვლი მოვიდა

666

გურიაში, კურორტ ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა. თოვა ზღვის დონიდან ერთერთ ყველაზე მაღალ კურორტზე გუშინ დაიწყო.

ამ წუთებში ბახმაროში ძლიერი თოვაა. თოვლის საფარი კი დაახლოებით, 5 სანტიმეტრს აღწევს.

როგორც “ფორტუნას” კურორტის დირექტორმა დავით საჯაიამ განუცხადა, მას შემდეგ რაც გზები გაკეთდა, ბახმაროში ზამთარში ყოფნის პრობლემა აღარ არის.

“გზები არ არის ჩახერგილი და უფრო ძლიერი თოვლის შემთხვევაშიც არ შეექმნება აქ მყოფებს პრობლემა. ამ ზამთარსაც ვაპირებთ ექსტრემალების ამოყვანას, როგორც შარშან” , – განაცხადა დავით საჯაიამ “ფორტუნასთან”.

შარშან პირველად, ზამთარში ბახმაროს დამსვენებლები სტუმრობდნენ. გერმანელმა ინვესტორმა და ექსტრემალებმა კურორტზე რამდენიმე კვირა გაატარეს და ბახმაროზე ულამაზესი ვიდეორგოლი შექმნეს.

გერმანელი მოთხილამურე ინგუ შლუტიუსი კურორტის განვითარებისთვის ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები