LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება – კუნძულ კიუსიუსსა და ხონსიუსზე ევაკუციაა გამოცხადებული

147

იაპონიას ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. ქარიშხალი “ტრამი” კუნძულ კიუ-სიუს და ხონსიუს ემუქრება. ტაიფუნი ხმელეთს დღის ბოლოს მიაღწევს, თუმცა ორივე კუნძულზე უკვე განგაში და ევაკუაციაა გამოცხადებული.ევაკუაციის რეკომენადაცია 700 000-მა მოქალაქემ მიიღო.

იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ოსაკას აეროპორტი დროებით დახურეს. ის ფუნქციონირებას 21 სექტემბრამდე ვეღარ შეძლებს. ავიაკომპანიებმა 1000-ზე მეტი ფრენა უკვე გააუქმეს ან გადადეს. 300 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის მოახლოების გამო იაპონიის კუნძულებს შორის შეწყდა საზღვაო მიმოსვლაც.ზოგიერთ რეგიონში კი სასწავლო და სამუშაო პროცესიც შეწყდა.

მეტეოროლოგების განცხადებით მოსალოდნელია ძლიერი ქარი და რეკორდული ნალექი, ტალღების სიმაღლემ კი შესაძლოა 13 მეტრს მიაღწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები