LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი – მხარს ვუჭერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედებებს

85

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმას გამოეხმაურა. „მხარს ვუჭერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედებებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო მუდმივად გმობს სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას, რაც საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

„ნატო ქიმიური იარაღის გამოყენებას განიხილავს როგორც საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი და მიიჩნევს, რომ „ქიმიური იარაღის კონვენციის“ დაცვა არსებითია“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

პოპულალურები