LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგავი ბიტკოინზე: მაიმუნის ეფექტი თუ მომავლის ფული

498

ბოლო დროს ბიტკოინის თემამ წამოიწია და სულ უფრო აქტუალური ხდება. გაამართლებს თუ არა ალტერნატიული ვალუტა, ამას ბუნებრივია დრო აჩვენებს, მაგრამ მოსაზრება ერთგვაროვანი არ არის…

 

ერთხელ ერთ სოფელში ვაჭარი გამოჩნდა და იქაურ მაცხოვრებლებს გამოუცხადა, რომ მათგან 10 დოლარად მაიმუნებს იყიდდა. სოფლის მოსახლეობამ ნაკვეთებს თავი მიანება და ჯუნგლებში მაიმუნების დასაჭერად გაემართა. ვაჭარმა ათასობით მაიმუნი შეიძინა 10 დოლარად, მაგრამ მაიმუნების რიცხვმა იკლო და მათი დაჭერა სულ უფრო გართულდა. მაშინ ვაჭარმა მაიმუნების დაჭერაზე ჯილდო 20 დოლარამდე გაზარდა. ხალხმა ისევ მიყო ხელი ამ საქმეს. მალე სოფელში სურსათი გამოილია და ხალხი ისევ თავის მინდვრებს დაუბრუნდა. ვაჭარმა ფასი 50 დოლარამდე გაზარდა. თუმცა მას ქალაქში საქმე გამოუჩნდა და მის ნაცვლად თანაშემწე დატოვა.

თანაშემწემ მთელი მოსახლეობა შეკრიბა და გარიგება შეთავაზა: შეხედეთ თქვენ მიერ დაჭერილი ამ ათასობით მაიმუნის გალიებს. მე მზად ვარ ისინი 35 დოლარად დაგითმოთ, ხოლო როდესაც ვაჭარი დაბრუნდება, თითო მათგანში 50 დოლარს გამოართმევთ!

სოფლის მოსახლეობა დაფიქრდა. დათვალეს, შეაგროვეს მთელი დანაზოგი, აიღეს ვალები და 700 მილიარდ დოლარად ყველა მაიმუნი შეიძინეს.
ამის შემდეგ მათ ვაჭარი თავისი თანაშემწით არასოდეს უნახავთ. სამაგიეროდ დარჩათ უზარმაზარი ვალები და სრულიად გამოუსედაგარი მაიმუნები.

ის, რაც უნდა იცოდეთ ბიტკოინებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები