LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმდენად დიდია ჩავარდნა ეკონომიკური მიმართულებით, რომ ივანიშვილმა ცრუ დაპირებების გაკეთებაც ვეღარ გაბედა- რომან გოცირიძე

67

როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო, – ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის ახალარჩეული თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.

რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში იმდენად დიდია ჩავარდნა ეკონომიკური მიმართულებით, რომ “ივანიშვილმა ცრუ დაპირებების გაკეთებაც ვეღარ გაბედა“.

როგორც თავად აღნიშნა, მის პოლიტიკაში დაბრუნებას აქვს ორ ნამდვილი მიზეზი და ერთი ზოგად-ფილოსოფიური. პირველი ის, რომ თითქოს უნდა ქვეყანა დემოკრატიული მიმართულებით წაიყვანოს და აქვს რეალური შიში იმისა, არ დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. მან გამოსვლისას ხაზი გაუსვა რაღაც დესტრუქციული ძალების მომძლავრებას და ასევე, შიდა დაპირისპირებას და პარტიის დაშლისგან გადარჩენას. როგორც გამოჩნდა, ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე. რაც შეეხება მის მიზნებს, არ აქვს იმედი იმისა, რომ ქვეყანას ეკონომიკური კრიზიდან გამოიყვანს და გაქრა იმდაგვარი შინაარსის დაპირება, რომ “მეოთხე წელი იქნებოდა იდეალური“. მან ხაზი გაუსვა, რომ თურმე შეუძლებელია ეკონომიკის ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში აღორძინება, მაშინ, როცა ოთხ წელიწადში საოცრებას გვპირდებოდა. მას ეკონომიკური პროგნოზი არც კი გაუკეთებია – იმდენად დიდია ჩავარდნა ეკონომიკური მიმართულებით, რომ ცრუ დაპირებების გაკეთებაც ვეღარ გაბედა. რაც ყველაზე სახიფათოა, მან კიდევ ერთხელ გაილაშქრა მედიისა და ექსპერტების წინააღმდეგ. ყველა უბედურება, მათ შორის ლარის გაუფასურებაც კი, მედიასა და ექპერტებს დააბრალა. ეს არის სახიფათო რიტორიკა, ყველაზე დიდი მუქარა კი, “რუსთავი2“-ის წინააღმდეგ იგრძნობოდა, იმის მიუხედავად, რომ არ დაუსახელებია“, – განაცხადა გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები