LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი ნიუ-იორკის მეტროში-მატარებელი ხაზიდან გადავიდა, არიან დაშავებულები

70

34 ადამიანი დაშავდა ნიუ იორკის მეტროში მომხდარი ინციდენტისას. მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის გამოც მეტროპოლიტენის ოთხმა ხაზმა მუშაობა შეაჩერა.

ქალაქის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი ჯო ლოტა ამბობს, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით იკვეთება, რომ ინციდენტის მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ან სარკინიგზო ხაზის გაუმართაობა არ ყოფილა.

მომხდარის გამო მუშაობა შეაჩერა A, B, C და D ხაზებმა, რომლებიც მანჰეტენს მეზობელ რაიონებთან აკავშირებს.

პოპულალურები