LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე წასვლას არ აპირებს

314

23 ოქტომბერს, როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი, შეხვედე სდა ინტერვიუ მისცეს გიორგი გაბუნიას, ინგა გრიგოლიას და ირაკლი ჩიხლაძეს.

ინგა გრიგოლია აღნიშნავს, რომ თავად ამ ინტერვიუს ვერ დაესწრება:

„რადგან ამდენი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, მივდივარ თუ არა ხვალ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, ბარემ აქვე დავწერ,სიამოვნებით წავიდოდი,რადგან მგონია,რომ საინტერესო ბრიფინგი იქნება,მაგრამ ხვალ 20.00-ზე მეწყება გადაცემა ,,რეაქცია,, რომელიც გრძელდება ზუსტად იმ დრომდე, როცა იწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ჟურნალისტებთან. ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, ამიტომ „ტვ პირველი“ გადაწყვეტს, ,ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩვენგან ამ შეხვედრაში. მადლობა ყურადღებისთვის“.

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც:

„ბოდიში ბატონ ივანიშვილთან, ოღონდ მოწვევა მისი საქმეა და არხი ვის მიავლენს ინტერვიუზე – ჩვენი. ვინ ასწავლა ჟურნალისტების სახელდებით მიწვევა, სად ამოიკითხა ეს სიბრძნე?

„რ2“ საკუთარ პოზიციას დღის ბოლომდე გაასაჯაროვებს„.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები