LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსტაგრამში“ ამერიკის პრეზიდენტის ბირთვული ჩემოდნის ფოტოები გამოქვეყნდა

110

ამერიკის პრეზიდენტის ბირთვული ჩემოდნის ფოტოები, სოციალურ ქსელ  “ინსტაგრამზე”  ბარაკ ობამას ოფიციალურმა ფოტოგრაფმა პით სოუზამ გამოაქვეყნა.

ერთ-ერთ საარქივო ფოტოზე ჩანს, თეთრი სახლის თანამშრომელი, რომელსაც ბორტ ნომერ ერთზე  ამერიკის სტრატეგიული თავდაცვის სისტემის მობილური მართვის ჩანთა მიაქვს . მეორე ფოტოზე „წითელი ღილაკი“ ჩანს, რომელიც ოვალურ კაბინეტში ამერიკის პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზეა დამონტაჟებული. პრეზიდენტის გერბის პანელზე არის წარწერა Hard things are hard (რთული გადაწყვეტილებები რთულად მისაღებია). „საბედნიეროდ, აქ წითელი ღილაკი ომის დასაწყებად არ არის – ის თანაშემწის დასაძახებლად გამოიყენება“, – განმარტავს ფოტოგრაფი.

აღნიშნული ფოტოები ფოტოგრაფმა ამჟამინდელმა პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის პოლემიკის საპასუხოდ გამოაქვეყნა. დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ მისი „ბირთვული ღილაკი“ უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე მისი ოპონენტის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები