LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტმომხმარებლები მარიონ კოტიარის ტუჩებსა და ვარცხნილობაზე აღშფოთდნენ

114

მარიონ კოტიარი იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს არ განეკუთვნება, რომელიც თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელში ფოტოებით ანებივრებს, თუმცა ამ დღეებში ვარსკვლავმა რამდენიმე სელფი გააზიარა და თაყვანისმცემლები გააოცა. მათზე კოტიარი ტუჩების შეცვლილი ფორმითა და უჩვეულო ვარცხნილობით არის გამოსახული. ფოტოებს მალევე თაყვანისმცემლების აღშფოთება მოჰყვა, რომლებიც წერდნენ, რომ მარიონი ბუნებრივ სილამაზეს ასე არ უნდა მოქცეოდა.

მალევე ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავის „ახალი“ ვიზუალი მხოლოდ გრიმია, ფოტოები კი ფილმ „როკ-ენ-როლისთვის“ შეიქმნა, რომლის რეჟისორი და სცენარისტის მსახიობის მეუღლე, გიომ კანე არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები