LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინვესტორებს ფულის დაბანდებას ამ მიმართულებით არ ვურჩევ“

117

მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე ევრო დოლართან შედარებით სტაბილურად მყარდება. როგორც ანალიტიკოსმა დავით წიქარიძემბიზნესკურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მოლოდინები ამ მხრივ პოზიტიურია, თუმცა ანალიტიკოსს გაცილებით მნიშვნელოვნად კრიპტოვალუტის ბაზარზე მიმდინარე პროცესები მიაჩნია. როგორც წიქარიძე ამბობს, ჩინეთმა და ინდოეთმა ამ მხრივ გარკვეული შეზღუდვები შემოიღო , რის შედეგადაც ბიტკოინი 4900 ნიშნულიდან 3600-მდე დაეცა, რის გამოც ანალიტიკოსი ინვესტორებს ამ მიმართულებით კაპიტალდაბანდებებს არ ურჩევს.

რაც შეეხება ნავთობის ბაზარს, როგორც დავით წიქარიძე აცხადებს, ნავთობის მოპოვება იზრდება, ანუ მიწოდება მოთხოვნას ისევ აჭარბებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მოხმარების ზრდაც ფიქსირდება ამერიკასა და ჩინეთში. ფასებთან დაკავშირებით კი ექსპერტები ამბობენ, რომ ამჟამად ნავთობის ღირებულება 50-55 დოლარის ფარგლებშია,   მოლოდინები ანალიტიკოსებისთვის გაურკვეველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები