LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

65

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ”ფეისბუქის” გვერდზე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
”არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან! ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები