LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე იტალიის პრეზიდენტს შეხვდა

64

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ იტალიის პრეზიდენტი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმს დაესწრება.

დღესვე, სერჯო მატარელა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები