LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია შემოსავლებს და ხარჯებს მალავს

37

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია შემოსავლებს და ხარჯებს მალავს.

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველ გუნდს საარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს.

სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ოპოზიციური პარტიები და, ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატები არ ახდენენ საკუთარი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას და სწორედ ეს არის დიდი სხვაობის მიზეზი. „ქართული ოცნებაახდენს თავისი ხარჯების და შემოსავლების დეკლარირებას, ეს არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში, რომელიც წარედგინება აუდიტის სამსახურს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც, სამწუხაროდ, მალავს თავის შემოსავლებს და ხარჯებს. ეს არის სამწუხარო რეალობა, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ – 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ – 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ – 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ – 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა – 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ – 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში – 92,168.00 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები