LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურას მიმართა – “მოვითხოვ, პასუხი აგებინონ “ნაცმოძრაობას”

46

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მის შვილზე გუშინ გავრცელებულ განცხადებას ცილისწამებას უწოდებს, განცხადებით ირაკლი სესიაშვილმა პროკურატურას მიმართა.

მისი თქმით, საქმე ეხება ორი წლის წინ მანქანის გაქურდვის ფაქტს, რომელიც ეკუთვნის მის მეგობარს, ირაკლი სანაიას. სესიაშვილი განმარტავს, რომ ავტომანქანას ირაკლი სანაიას ვაჟი მართავს, რომელიც მისი შვილის, დავით სესიაშვილის მეგობარია.

დეპუტატის თქმით, მანქანაზე ბევრ ანაბეჭდთან ერთად მისი შვილის ანაბეჭდიც იყო, დავით სესიაშვილს კი მომხდართან კავშირი არ აქვს.

“ყველა შეჩვეული ვართ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში სიცრუის და ტყუილების ტირაჟირებას, ამ შემთხვევაში უკვე ჩემს ოჯახს შეეხნენ. საქმე ეხება მანქანის ქურდობის ფაქტს, რომელიც მოხდა ორი წლის წინ, მარტში, საქმე ეხება იმ მანქანას, რომელიც არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობრის, ერთად გაზრდილები არიან, ამ მანქანაზე აღმოჩენილია რამდენიმე თითის ანაბეჭდი, მათ შორის, ჩემი შვილის, დღე და ღამე ერთად არიან და ბუნებრივია, ანაბეჭდთან დაკავშირებით ასე მოხდებოდა, თუმცა გუშინ მტკიცებით ფორმაში აცხადებდა “ნაციონალური მოძრაობა,” რომ ჩემი შვილი დამნაშავეა და რომ სამართალდამცველი ორგანოები ამ ფაქტს ჩქმალავენ. ცხადია, ეს არის ცრუ ბრალდება და ამიტომ, მე მოვითხოვ პროკურატურისგან, რომ, ერთი მხრივ, გამოიძიონ ფაქტი, რომ ჩემი შვილი დანაშაულთან არანაირ კავშირში არ არის და მეორე მხრივ, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ცრუ დასმენაზე და პასუხი აგებინონ “ნაციონალურ მოძრაობას”. მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის ადგილზე საქსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში.

„მიმდინარე წელს, სპეცსამსახურს, კერძოდ სუსს მუშაობის დაწყების სურვილითსაქართველოს მოქალაქემ მიმართა. სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც უწყებაში ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები, ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია.

ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისადა გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდმიჩქმალა.

საუბარი ეხება მოქალაქეს, რომელიც გახლავთ პარლამენტის წევრის, თავდაცვისა დაუშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, „ქართულიოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილს – დავით სესიაშვილს,” – აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში” და მოითხოვენ ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე და ასევე ვითხოვთმიმდინარე გამოძიების და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები