LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 330 ადამიანი

59

ირანში, ქერმანშაჰის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 330 ადამიანამდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, 2,5 ათასი ადამიანი დაშავებულია.  ამის შესახებ ნათქვამია პროვინციის სამედიცინო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო 225 დაღუპულზე.

7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანი-ერაყის საზღვარზე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები