LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

70

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, შესაძლოა თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში თავად ინაშვილმა დაადასტურა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ  პატრიოტთა ალიანსში სულ ოთხი კანდიდატი განიხილება, მათ შორის ერთ-ერთი მისი კანდიდატურაცაა, თუმცა ამაზე პოლიტსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. დეპუტატი დანარჩენი სამი კანდიდატის ვინაობას არ ასახელებს. თუმცა, ამბობს რომ თბილისის მერობის კანდიდატი, ორშაბათს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე აირჩევა.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები