LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბრიფინგი გამართა

109

პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბრიფინგი გამართა.

ირმა ინაშვილმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

„ჩვენ მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან არჩევნებს ამ ქვეყანაში. ჩვენ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციებს. ეს აქციები გაგრძელდება 21 ოქტომბრის შემდეგ,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატმა მმართველი გუნდა ოპოზიციურ პარტიებთან, კერძოდ, ევროპულ საქართველოსთან გარიგებაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები