LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეკოს“ ფოლადის მილები ექსპორტზე აზერბაიჯანში გავა

331

კომპანია „ისეკომ“ ახლადგარემონტებული ფლიგელი და ახალი საწარმოო ხაზი გახსნა. კომპანამ გაფართოება სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით შეძლო და დაახლოებით 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.  ახალ საწარმოო მიმართულებაზე კი 30-მდე ახალი მუშახელი აიყვანა.

შპს „ისეკო“ ფოლადის მილებს აწარმოებს, რომლებიც, როგორც გაზისა და წყლის გაყვანილობებში,  ასევე სამშენებლო კონსტრუქციებში გამოიყენება. კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე უკვე გააქვს სომხეთში, ახლო მომავალში კი საქართველოში წარმოებული ფოლადის მილები აზერბაიჯანშიც გაიგზავნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები