LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერთან, ადამიანის ცხედარი იპოვეს – შესაძლოა, ის ნიკა ბერაძე იყოს

125

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში ადამიანის ცხედარი იპოვეს.  ისლანდიელი სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ  გარდაცვლილი გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე 19 ივლისს გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძე იყოს.

“ფორტუნასთან” გაუჩინარებული ახალგაზრდის მეგობრებმა განაცხადეს, რომ მათ გარდაცვლილში ნიკა ბერაძე ამოიცნეს.

ნიკა ბერაძე ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე 19 ივლისს გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის შესაბამისმა უწყებებმა სამძებრო ღონისძიებები ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების დღესვე დაიწყეს, რთული რელიეფის გამო მისი პოვნა ვერ მოხერხდა.

სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე, რისთვისაც გამოყენებული იქნა სამხედრო-საზღვაო ვერტმფრენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები